კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გავიგე, რომ, თურმე, მღალატობდა. ძალიან მიმძიმს ამ ყველაფრის შემდეგ მის საფლავზე მისვლა, როგორ მოვიქცე?

პასუხი: თქვენი გარდაცვლილი მეუღლის მიწიერი ცხოვრებისეული ცოდვები ღმერთისა და იმ ადამიანის საიდუმლოა. თქვენ ხომ არ იცით, მოინანია თუ არა მან ეს ცოდვები სიკვდილის წინ უფლის წინაშე. თქვენი ვალია, იზრუნოთ ამ ადამიანის სულზე – იქნება ეს საფლავზე ზრუნვა თუ პანაშვიდი მისი სულის მოსახსენებლად.

კითხვა: სად წავიღო ისეთი ლოცვის წიგნი, რომლის ფურცლები ხანგრძლივი ხმარებისგან გაიცრიცა და ტექსტი აღარ იკითხება?

პასუხი: ისევე, როგორც ხატები, ლოცვებიც, რომელთა ტექსტი აღარ იკითხება, უნდა დაიწვას სადმე სუფთა ადგილას. ეს ცოდვაში არ ჩაგეთვლებათ.

კითხვა: სამწუხაროდ, არ ვარ მონათლული. მაინტერესებს, რომელ საეკლესიო საიდუმლოებებში მეკრძალება მონაწილეობის მიღება?

პასუხი: თქვენ ყოველნაირ ქრისტიანულ საიდუმლოებებში გეკრძალებათ მონაწილეობის მიღება. რა გიშლით ხელს, რომ მოინათლოთ? თქვენ, რადგან მოუნათლავი ხართ, მფარველი წმიდანიც არ გყავთ, მისი მფარველობა მხოლოდ მონათვლის შემდეგ მოგენიჭებათ. ეცადეთ, სწრაფად მოინათლოთ. ეს თქვენი მეორედ სულიერად დაბადება იქნება. მანამდე კი, შეგიძლიათ, წირვა-ლოცვაზე დაესწროთ იმ მომენტამდე, როცა მოძღვარი კათაკმევლებს არ სთხოვს, დატოვონ ტაძარი.

კითხვა: დასაშვებია თუ არა ეკლესიაში ჯვარდაწერილთათვის საქორწინო სარეცელზე ყოველგვარი ქცევა?

პასუხი: ქორწინება ეკლესიისგან არის კურთხეული, მაგრამ დაუშვებელია ჯვარდაწერილებისთვის სარეცელზე უკუღმართი სექსუალური ურთიერთობის დამყარება. ეს უმძიმესი ცოდვაა.

скачать dle 11.3