კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს  სისხლის სამართლის პროცესზე მხარის განცხადება, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია პირის ბრალეულობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სწორედ ამგვარი მტკიცებულებითი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს ბრალდებული პირისათვის გამამატყუნებელი განაჩენი.

კითხვა: ჩემი ახლო ნათესავის მიმართ გამოტანილ განაჩენს წინა წლებში საფუძვლად დაედო ისეთი მოწმის ჩვენება, რომელიც აშკარად ჭკუასუსტი იყო და პროცესზე ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეალობის აღქმის უნარი დაქვეითებული ჰქონდა. შეიძლება თუ არა ამგვარი მოწმის ჩვენების საფუძველზე გამოტანილი განაჩენის გაუქმება? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, ზოგადად, არ შეიძლება, მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო, არ შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. შესაბამისად, აბსოლუტურად შესაძლებელია ასეთი მოწმის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო განაჩენის გაუქმება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სისხლის სამართლის პროცესში რა სახის ხარჯები ითვლება საპროცესო ხარჯად? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო ხარჯებია: ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯი; ექსპერტის გამოცხადებისა და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი; თარჯიმნის გამოცხადებისა და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი; მოწმის გამოცხადების ხარჯი; ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯი; ბრალდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხარჯი; დაცვის მხარისთვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯი; ნაფიც მსაჯულთა გამოცხადებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის ხარჯი; მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯი.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, სარჩელის უზრუნველყოფის რა სახის ღონისძიებები არსებობს და, შეუძლია თუ არა სასამართლოს, ერთდროულად გამოიყენოს სარჩელის უზრუნველსაყოფი ღონისძიების რამდენიმე სახე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან; მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა; მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით; სხვა პირებისთვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება; ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება; სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ან, რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. სასამართლოს შეუძლია, გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება, დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია  თუ არა, სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემდეგ, არ გააუქმოს სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო ასევე აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

კითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს პირობით მსჯავრდებული პირი, რომელსაც აქვს ვალდებულება პრობაციის ბიუროში დადგენილ დღეს გამოცხადებისა, მაგრამ, ეს დღე დაემთხვა დასვენების დღეს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, ის თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისგან.

скачать dle 11.3