კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფული გაქვს“?!

„მაქვს, მაქვს!“

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იქით – მომხმარებელს სესხებს სესხებზე სთავაზობენ (მაგალითად, იპოთეკურს თვეში, სულ რაღაც, 2 პროცენტად),  აქეთ – კონფერენციებს აწყობენ საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, სხვათა შორის, მეტად ამაღელვებელი მიზნით – მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებისა და არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ერთ, მცირე ზომის და საკმაოდ ღარიბი მოსახლეობით დასახლებულ ქვეყანაში, ამ ეტაპზე 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელთა მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი, არცთუ იშვიათად, 100 და მეტ პროცენტს ურახუნებს, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ეს მეტად სარფიანი ბიზნესია. 

როგორც უნდა იყოს, რაკი პრესკონფერენციას ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრებოდა, ბ-ნმა ქადაგიძემ განგვიმარტა, რომ „ეროვნული ბანკი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს იმისთვის, რომ მოქალაქეები სამომავლო რისკებს მაქსიმალურად აარიდოს.“ ამ რისკების თავიდან ასარიდებლად კი დაგვპირდა, რომ „უპირველესად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დავავალდებულებთ, ხელშეკრულების სტანდარტიზაცია მოახდინონ და პირველსავე გვერდზე თვალსაჩინოდ და მარტივად აღსაქმელად გამოიტანონ ხელშეკრულების ყველა მნიშვნელოვანი პირობა.“

ხოლო მოქალაქეებს კი მოგვიწოდა,  ყურადღებით წავიკითხოთ ხელშეკრულების ტექსტი და უფრო მეტად დავინტერესდეთ, ვის ვანდობთ საკუთარ ფინანსებს.

რჩევები, ბუნებრივია, საშურია და, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კლიენტების ბედნიერი საფინანსო მომავლისთვის არ წამოუწყიათ ეს ბიზნესი, თუმცა, არის ერთი „მაგრამ“: ხელშეკრულების ტექსტი სულაც რომ დაიზეპიროს მომხმარებელმა, მის შინაარსს მაინც ვერ შეცვლის. იქნებ, ეროვნულ ბანკს იმაზე ეზრუნა, რომ საფინანსო ორგანიზაციების ხელშკრულებები მომხმარებლისთვის კაბალური არ ყოფილიყო?!

скачать dle 11.3