კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

„სულ ბნელია, რაცა ელავს“

„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“

 

მაშინ, როდესაც „ცოცხი“ ახალი იყო, კერძოდ, 2012 წლის ოქტომბერში, მაგალითად, უკვე ხალხის რჩეული ბ-ნი შავგულიძე ამბობდა: „საზოგადოება დაინახავს, რომ ეს ხელისუფლება მზადაა, სამართალი ერთხელ და სამუდამოდ მოვიდეს და აღარასდროს წავიდეს. ბუნებრივია, ყველა ის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება ერთბაშად და უცებ ვერ დაბრუნდება. მოხდება რაღაც შეთანხმებები, ადამიანის რეაბილიტაცია და გაიცემა არსებითი და საგრძნობი კომპენსაცია. სამართლიანად განაწილდება ეს ყველაფერი. ჩვენ გვყავდა ბრძენი კაცი რუსთაველი და ის ამბობს: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“

ამ პათოსს იმხანად სრულად იზიარებდა მმართველი კოალიცია, ოღონდ, ეს მაშინ, როდესაც ხალხი განა ბნელი, უბრალოდ, სიხარულის ცრემლებით თვალდაბინდული იყო. ხოლო, გასულ კვირას, კერძოდ, 2013 წლის ნოემბერში, შევიტყვეთ, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება (მარილზე გავიდაო!).

იუსტიციის მინისტრი ბრძანებს, რომ იდეას არავინ ეწინააღმდეგება (დაახლოებით, ასეთი პათოსით: „ოღონდ გჯეროდეთ თქვენ თქვენი ბოდვის და სიყვარულის დღესასწაული“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივია, „სიყვარულში“ სამართლიანობა იგულისხმება,  მაგრამ, რაკი კომისიის შექმნამ, თურმე, შესაძლოა, ქვეყანას გაუთვლელი ფინანსური და ეკონომიკური შედეგები მოუტანოს, ამიტომაც, მისი ხორცშესხმა ნაადრევია (საშური ჩინოვნიკთა მაღალ-მაღალი ხელფასებისა და პრემიების შენარჩუნება იყო – გენაცვალეთ მადაში!).

შიშები კი იმას უკავშირდება, რომ, „თუ ადამიანი გამართლდება, მას უკვე გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის კი დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობა მზად არის“.

თუმცა, ისიცაა, რომ ამ ჩვენს მთავრობას იმედი მთლად ბოლომდეც არ გადაუწურავს (პათოსით: „კაცი იმედით ცოცხლობს“?!) და დაგვამშვიდეს (თუმცა, ჩვენ რა, ქონებაწართმეულები დაამშვიდეს), რომ, „როგორც კი ჩაითვლება, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად იქნება, აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხი დაიძვრება იმ წერტილიდან, სადაც გაჩერდა.“

ერთი სიტყვით, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მძარცველებს ნაძარცვი ტკბილად შეერგებათ (ერთი – მკვდარი გაცოცხლდება და, მეორე – ის კომისია დაიძვრება მკვდარი წერტილიდან). შესაბამისად, „ამად ვწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რაცა ელავს“… 

 

 

скачать dle 11.3