კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები თუ …?!

„მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა“

 

ჩვენი ქვეყნის რუკაც მოწმობს, რომ თავდაცვის სისტემის რეფორმა მთლად წარმატებითაც ვერ განვახორციელეთ (მიუხედავად დახარჯული არაერთი მილიარდისა), ყოველ შემთხვევაში, წინ კუს ნაბიჯებით მივიწევთ. თუმცა, თუ წარსულს გავიხსენებთ და, მათ შორის, მტრულად განწყობილ მემატიანეებსაც დავუჯერებთ, მთლად ჩამოსაწერებიც არ ვართ, ბოლოს და ბოლოს, „მგლების ქვეყანა“ დაგვარქვეს („გურზ“ იგივეა, რაც „მგელი“). ამის პარალელურად კი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც გვეხმარებიან: ხან – რჩევებით, ხან – ტექნიკით, ზოგჯერ ფულითაც შეგვეწევიან.

მოკლედ, როგორც უნდა იყოს, გასულ კვირას ჩვენებური თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ახალმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გვამცნო, რომ ბრიტანელი ექსპერტები უკვე გვეწვივნენ, 2014-შიც გვეწვევიან და ჩვენს პრობლემებსაც შეისწავლიან. 

ოღონდ, ამ ეტაპზე მხოლოდ კვების სისტემის გაუმჯობესებაში შემოგვეშველებიან. მათ უკვე შეუსწავლიათ კვების მიმართულებით ქართულ ჯარში არსებული ვითარება და წინადადებებიც შემოუთავაზებიათ, თუმცა, მთელი ძალებითა და თავდავიწყებით ამ საკითხს 2014 წელს შეეჭიდებიან, რაც, როგორც გვპირდებიან, კვების სისტემას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სწორი და კალორიული კვება სამხედროსთვის აუცილებელია (ბუნებრივია, იმისთვის, რომ ხარისხიანად იომოს), ცხადია, ჩვენ ვერ დავუწუნებთ თავდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით აქტიურობას, თუმცა, მაგალითად, თუ ნაპოლეონს დავუჯერებთ: ნანგრევებიდან აჩრდილებივით ამოდიოდნენ მშიერი, გაძვალტყავებული ესპანელი პარტიზანები და ჩემს 200 000-არმიას ცოცხლად ჭამდნენო…

 

 

 

скачать dle 11.3