კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა საქართველოში „გრემის“ მფლობელი ვოკალის პედაგოგი

 რამდენიმეწლიანი ჟურნალისტური პრაქტიკის განმავლობაში ასეთი მხიარული, იუმორით სავსე და საოცრად კეთილგანწყობილი რესპონდენტები მხოლოდ ამერიკელები მყავდა. არ ვიცი, ეს ნაციონალური თვისებაა თუ შემთხვევითობა და ასეთებს მხოლოდ მე ვხვდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „გრემის“ მფლობელ ქართველ ვოკალისტთან ინტერვიუ გაცილებით მძიმედ ჩაივლიდა. ეფრემი „GDS-ის“ ახალი მეგაპროექტის, „ერთი-ერთში“ დახმარებით გავიცანით, რომელიც გარდასახულ კონკურსანტებს აფასებს. როგორც აღმოჩნდა, ის უკვე ორი წელია საქართველოში ცხოვრობს და ბერას ვოკალში ამეცადინებს.

ეფრემი: მიჩიგანის შტატში დავიბადე, პატარა ქალაქ ფლინტში. მიჩიგანის უნივერსიტეტი დავამთავრე და ამის შემდეგ ერთი წელი იურიდიულ სკოლაში ვიარე. ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ არ მომწონს იურისტობა და თავი დავანებე (იცინის). მივხვდი, რომ უნდა გავყოლოდი ჩემს ოცნებას და გავმხდარიყავი მომღერალი. 

– ეს ბავშვების ოცნება იყო?

– დიახ, ყოველთვის ვმღეროდი. სიმღერა სცენაზე თერთმეტი წლის ასაკში დავიწყე სკოლაში სწავლის პერიოდში. მართლა ძალიან გაოცებული ვიყავი, როცა ვხევავდი, თუ როგორ მოსწონდათ ჩემი სიმღერა. ზოგი შოკში ჩავარდა, ჩემს სიმღერას ისეთი რეაქციები მოჰყვა, რაც ძალიან გამიხარდა. 

– იურიდიული სკოლის შემდეგ სცენაზე დადექით?

– პირველ რიგში, მიჩიგანიდან სასწრაფოდ გადავედი ლას-ვეგასში საცხოვრებლად (იცინის). ლას-ვეგასში ძალიან ბევრ შოუ-პროგრამაში ვმღეროდი, კარგი და ხალისიანი პერიოდი იყო. ძირითადად, დიდ სასტუმროებსა და კაზინოებში, კვირაში ერთხელ ჰქონდათ ასეთი შემოქმედებითი საღამოები და იქ ვმღეროდი. მოგვიანებით, ლას-ვეგასიდან სან-ფრანცისკოში გადავედი, სადაც სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის ქოროში ვმღეროდი. იქ როგორც სოლო მომღერალი ისე ვმუშაობდი და მათთან ერთად მოვიგე „გრემი“. 

– რა მაგარია, ინტერვიუს „გრემის“ მფლობელთან ვწერ თურმე. 

– (იცინის) კი, ძალიან სახალისო და კარგი პერიოდი იყო. სიმფონიური ორკესტრის შემდეგ, უკვე ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, რათა მესწავლა ვოკალის პედაგოგთან, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც საუკეთესო. ის ვოკალში ამეცადინებდა მაიკლ ჯექსონს, სტივ უანდერს, ნატალი კოულს, ბარბრა სტრეიზანდს და ძალიან ბევრ ცნობილ ვარსკვლავს. მასთან რომ მოვხვედრილიყავი და მესწავლა ამის გამო გადავედი ახალ შტატში. მასთან ერთად ხუთი წელი ვიმუშავე, ის მასწავლიდა სიმღერას და იმავდროულად, იმასაც, თუ როგორ მესწავლებინა სხვებისთვის. 

– რა არის მისი სწავლების განსაკუთრებულობა?

– ეს არის ვოკალის შესწავლის რევოლუციური ტექნიკა. არავინ მსოფლიოში ამ ტექნიკით არ ასწავლის სიმღერას, მისი და მისი მოსწავლეების გარდა. ძირითადად, მისი პედაგოგიკა ნატურალურ ხმაზე, ნატურალურ ხმოვანებაზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს, რომ შენ იმღერო და ილაპარაკო ერთდროულად. ამ ძალიან საინტერესო და ღრმა ბგერას მომღერლები ბევრი მუშაობის, სხვადასხვა სპეციალური სავარჯიშოს შემდეგ აღწევენ. ამ სავარჯიშოების შემდეგ მიზნის მიღწევა იოლია. ზუსტად ეს სავარჯიშოებია, რომლითაც ახლა ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი.

– როგორც ვხვდები, კარგი მოსწავლე იყავით.

– (იცინის) კი, ძალიან კარგი. 

– გავიგე, რომ თქვენც ძალიან ბევრ ვარსკვლავთან გიმუშავიათ.

– დიახ. მიმუშავია ბროდვეის რამდენიმე ვარსკვლავთან, ასევე „ტონის“ გამარჯვებულ ორ ვარსკვლავთან. ესენი არიან: ლე შანსი და სარა ჯოუნსი. მათ ბროდვეიზე ჰქონდა ერთი ქალის შოუ. ასევე, ვასწავლიდი „გრემის“ გამარჯვებულს – აშანტის და ასევე რამდენიმე „ოსკარის“ ნომინანტ მომღერალს. 

– როგორ მოხვდით საქართველოში, ვინ დაგიკავშირდათ? მოგზაურობთ ხოლმე როგორც პედაგოგი თუ ოკეანის მეორე მხარეს პირველად გადმოხვედით?

– ჩემი ძმისშვილიც ვოკალის მასწავლებელია. ისიც ჩემი ყოფილი მოწაფე და ამავე ტექნოლოგიით მუშაობს. ის საკმაოდ ცნობილი მასწავლებელი გახდა ლოს-ანჯელესში. სწორეს ის ამეცადინებდა ბერას, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ჩამოვიდა. ბერას სურვილი ჰქონდა, რომ ჩემი ძმისშვილი მასთან ერთად წამოსულიყო საქართველოში სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ, მას არ ეცალა, ძალიან ბევრი ვალდებულება და კონტრაქტი ჰქონდა ტელეკომპანია „ნიკოლოდეონთან“ და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით. რადგან ის ვერ წამოვიდა, მთხოვა, ბერასთან ერთად მე წამოვსულიყავი და მემეცადინებინა. იმ პერიოდში თავისუფალი ვიყავი და სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას. 

– ამ შოუსთვის ჩამოხვედით თუ როგორც ბერას მასწავლებელი?

– ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო მუშაობა ბერასთან, მის სტუდიაში მომუშავე სხვა პირებთან. მაგრამ ახლა დავიწყეთ სატელევიზიო შოუზე მუშაობა და ძალიან მომწონს, გემრიელად ვერთობით.

– პირველად ხართ ჟიურიში?

– პირველად ვარ და ძალიან მომწონს. მონაწილეები ისეთი ნიჭიერები არიან, შეუძლებელია, მათი შეფასება არ მსიამოვნებდეს. საერთოდ, ვგიჟდები საქართველოზე, ულამაზესი ქვეყანაა. თითქმის ორი წელია, აქ ვცხოვრობ და ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად ქართველებთან ურთიერთობა მსიამოვნებს, ძალიან კარგი ხალხია – კეთილი, ყურადღებიანი, თავაზიანი. 

– ქართული სამზარეულო თუ მოგწონთ?

– კი, ძალიან. ბევრი რამ გამისინჯავს. საქართველოში რამდენიმე ადგილას ვიყავი: ქუთაისში, ბათუმში, კახეთში, ულამაზესი ადგილებია. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ქართული სიტყვაც ვისწავლე – გამარჯობა, დიდი მადლობა, ქათამი (იცინის). მაგარი სიტყვაა ქათამი. 

– რამდენი ხნით აპირებთ საქართველოში დარჩენას?

– რამდენიც ხანიც ამ საქმეს დავჭირდები. იმედი მაქვს, ეს დიდხანს გასტანს, პენსიაში გასვლამდე (იცინის). 

скачать dle 11.3