კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფეისბუქზე“ კამათით დაწყებული ურთიერთობა შალვა რამიშვილსა და ხატია ეკიზაშვილს შორის ჯვრისწერით დასრულდა

2 ნოემბერს თბილისში საკმაოდ ცნობილი წყვილის, სკანდალურ ჟურნალისტ შალვა რამიშვილისა და ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორის მოდგილის, საზღვარგარეთთან ურთიერთობის მენეჯერის, ხატია ეკიზაშვილის ჯვრისწერა იყო. ვინაიდან თბილისი ჭორების ქალაქია და ყველას ყველაფერი ძალიან აინტერესებს, შეგახსენებთ, რომ შალვას პირველი ქორწინებიდან სამი ვაჟკაცი ჰყავს, ხატიასთვის კი ეს პირველი ქორწინებაა. წყვილმა ჯვარი თბილისში, ანჩისხატის ეკლესიაში დაიწერა, ხელი კი განახლებულ „კონკაზე” მოაწერა. შემდეგ ეს ღირსშესანიშნავი დღე ვიწრო წრეში, მეგობრებთან ერთად, რესტორან „ძველ მეტეხში” აღნიშნეს. სუფრას რატი ამაღლობელი თამადობდა. როგორც ხატიამ გვითხრა, „მეტწილად რატის დამსახურებაა, რომ საღამო ასეთი თბილი და ძალიან მხიარული გამოვიდა. მეჯვარეები იყვნენ ჩვენი უახლოესი მეგობრები: გვანცა გორდეზიანი და მისი მეუღლე – მიშა აბაშიძე. სტუმრებს შორის, გარდა „სუხიშვილებისა,“ იყვნენ სხვა ცნობილი სახეებიც, თუმცა, არა მგონია, საჭირო იყოს მათი ჩამოთვლა, რადგან, ჩვენთვის ყველა ერთნაირად ძალიან ძვირფასია.  ყოველი მათგანი გვილამაზებდა ამ დღეს და ამისთვის დიდი მადლობა მათ”. რაც შეეხება ხატიასა და შალვას სიყვარულის ისტორიას, სად და რა სიტუაციაში გაიცნეს ერთმანეთი, როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა, ამაზე საუბარი არც ერთმა არ  ისურვა გასაგები მიზეზების გამო. ხატია მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: „შალვა გავიცანი „ფეისბუქზე“ კამათით. იმ პერიოდში შალვა „აკრედიტაციის გარეშეს“ აკეთებდა და „სილქნეტს”  ედავებოდა „მაესტროს” ჩართვა-არჩართვაზე მის პაკეტში. მე მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ მხოლოდ კერძო კომპანიის გადასაწყვეტია, რომელ არხს ჩართავდა თავის პაკეტში. ცხადია, დღეს უკვე must carry მოქმედებს, მაგრამ, მაშინ ამას კანონი არ ავალდებულებდა „სილქნეტს” – აი, ამ თემაზე კამათით გავიცანით ერთმანეთი”.

 

P.S. ვულოცავთ შალვასა და ხატიას გაბედნიერებას! ვუსურვებთ მყარ, ლამაზ ოჯახს და გამრავლებას! 

скачать dle 11.3