კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მოსწავლე იყო ირაკლი ღარიბაშვილი და სად დაეძებდა მას ქართული ენის მასწავლებელი

რამდენიმე დღეში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი წარსულის მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს. ჩვენ მისი ბავშვობა დედოფლისწყაროს ¹1 საშუალო სკოლას  „გავახსენეთ”. ეს სკოლა მომავალმა პრემიერმა 1999 წელს დაამთავრა წარმატებით. როგორი მოსწავლე იყო ირაკლი ღარიბაშვილი და რა გამოუგზავნა მან ყოფილ მასწავლებელს სორბონიდან, ამის შესახებ მის მასწავლებლებს – მარინა მილაშვილსა და ეთერ ზურიკაშვილს  გავესაუბრეთ. 

 მარინა მილაშვილი (მათემატიკის მასწავლებელი): ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ¹ 1 საშუალო სკოლაში დავიწყე  მუშაობა. ირაკლის  კლასი ჩემთვის პირველი კლასი იყო და, ალბათ, ამიტომაც, განსაკუთრებულად მახსოვს ეს ბავშვები. მათგან ძალიან დიდი სითბო გამომყვა.  ისინი მეხუთეკლასელები  იყვნენ, პირველ გაკვეთილზე რომ შევედი საკლასო ოთახში. ბავშვებს არ ეგონათ, რომ მასწავლებელი ვიყავი და არც ერთი არ დაჯდა – უფროსკლასელი ვეგონე ყველას. ირაკლის მეხუთე კლასიდან ბოლომდე მე ვასწავლიდი მათემატიკას,  ბოლო კლასებში კი უნივერსიტეტში მოსამზადებელზე ჩაირიცხა.  ჩვენ ერთად ბევრს ვმუშაობდით, სკოლის გაკვეთილების გარდა,  დამატებით, სახლშიც ვამეცადინებდი ხოლმე.  მათემატიკა ძალიან უყვარდა და ერთხანს უნდოდა, რომ ეკონომიკურზე ჩაებარებინა, მაგრამ, მერე პოლიტიკურმა განხრამ სძლია და  საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარება გადაწყვიტა. 

 – როგორი მოსწავლე იყო?

– ძალიან კარგი. გარდა იმისა, რომ წარჩინებით სწავლობდა, გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევითაც. ყურადღებით მოსმენა იცოდა. ძალიან კარგი კლასი იყო,  ბევრი კარგი მოსწავლე მყავდა ამ კლასში, მაგრამ, ირაკლი გამორჩეული იყო მათ შორის.  ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ისე იყო, როგორც ჩემი შვილობილი. ძალიან ლამაზად მახსოვს მასთან ურთიერთობა. შემოქმედებით კონფერენციაზე დავწერეთ მათემატიკური  მოთხრობა. ეს იყო ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა. ირაკლის პერსონაჟს ირაკლი ერქვა, მოთხრობის მიხედვით, ხორნაბუჯის ციხეზე ლაშქრობიდან, ბავშვები კოსმოსური ხომალდით  მოხვდნენ  ფანტასტიკურ მათემატიკურ სამყაროში, სადაც იყო მათემატიკური ამოცანები და ბევრი რობოტი.   მახსოვს, განათლების სამინისტრომ ჩვენი ნამუშევარი ძალიან კარგად შეაფასა, მოგვივიდა სიგელი და გვთხოვეს მუშაობის გაგრძელება, მაგრამ, უფროს კლასებში ეს ვეღარ მოვახერხეთ.           

– მომავალი პრემიერ-მინისტრი შატალოებზე არ დადიოდა?

– მე არ მახსოვს შემთხვევა, მას სკოლა უმიზეზოდ გაეცდინოს. არ გვიჩენდა მასწავლებლებს თავსატეხებს.  ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც მთელი კლასი წავიდა შატალოზე და მათ შორის ირაკლიც, მაგრამ, ჩემს გაკვეთილზე დაბრუნდნენ. მე ვერც კი  გავიგე, რომ სკოლა გააცდინეს. ირაკლი ძალიან კარგ  ოჯახში იზრდებოდა, დედაც და მამაც ყურადღებიანი მშობლები იყვნენ. დედამისი ხშირად აკითხავდა  სკოლაში, თუმცა, ირაკლი არ იყო ისეთი ბავშვი,  განსაკუთრებული კონტროლი რომ სჭირდებათ.  მე ირაკლის დას, თეასაც ვასწავლიდი ბოლო კლასებში. თეა ირაკლიზე 2-3 წლით უფროსია, ისიც გამორჩეული მოსწავლე იყო.  

 – როგორც ვიცი, თქვენ დღემდე გაქვთ ურთიერთობა. 

– ირაკლიმ სკოლა 1999 წელს დაამთავრა, მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ, ჩვენ ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. როცა სტუდენტობის დროს დედოფლისწაროში ჩამოდიოდა, სულ ვნახულობდი. მიყვებოდა ხოლმე თავის ამბებს, მეც  ძალიან ვგულშემატკივრობდი. ერთხელ ირაკლის დედამ წამაკითხა საფრანგეთიდან გამოგზავნილი წერილი, სადაც ირაკლი მეც მკითხულობდა.  ირაკლი  სულ ინტერესედებოდა, როგორი თაობა მოდიოდა, როგორ სწავლობდნენ.  ირაკლის წარმატებებს სკოლა ძალიან დიდი სიხარულით ხვდებოდა.  ირაკლის მეუღლე, ნუნუკა, ჩემი მეზობელია და, მას შემდეგ, რაც ირაკლიმ ის ცოლად მოიყვანა, ხშირად მოდიოდა მეუღლის ოჯახში და მაშინაც ვნახულობდი ხოლმე. ნუნუკაც ძალიან ახლოს იყო ჩემთან, მასაც ვასწავლიდი მათემატიკას, სანამ თელავში გადავიდოდა სასწავლებლად. სკოლაში ვიცოდით, რომ ირაკლის ნუნუკა უყვარდა – ირაკლი ნუნუკას სიყვარულს არ მალავდა. ისეთი კარგი და ლამაზი წყვილი იყო, ისე უხდებოდნენ ერთმანეთს, სიყვარულს როგორ დავუშლიდით?!

– მიულოცეთ ირაკლი ღარიბაშვილს  წარმატება?

– ნუნუკას დავურეკე და მივულოცე. მე ისე მიყვარს ეს წყვილი, მათი ყველა  წარმატება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.  

ეთერ ზურიკაშვილი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი): მე ირაკლის დამრიგებელი ვიყავი მეხუთე კლასიდან სკოლის დამთავრებამდე. ირაკლი ძალიან კარგი მოსწავლე იყო. ჩემს ხელში ბევრ მოსწავლეს გაუვლია, მაგრამ, ირაკლიმ ამ სკოლში გამორჩეული მოსწავლის სახელი დატოვა. როცა ის დაწყებითი კლასიდან მეხუთე კლასში გადმოვიდა, აშკარად  ემჩნეოდა, რომ სხვანაირი ბიჭი იყო – გამორჩეული განათლებით, ზრდილობით.  ირაკლის მშობლები რაიკავშირში მუშაობდნენ, მათ ძალიან დიდი წვლილი აქვთ შვილის წარმატებაში. დედოფლისწყარო პატარა რაიონია, ყველა ვიცნობთ ერთმანეთს. ირაკლის მშობლები  თავადაც  ძალიან ინტელექტუალი და ჭკვიანი ადამიანები იყვნენ, რაც მათ შვილებზეც აისახებოდა.  ირაკლის დედა ხშირად გვეუბნებოდა მასწავლებლებს: არ აპატიოთ ირაკლის არაფერი. თუ არ იცის გაკვეთილი, ნუ წაახალისებთ, ჩემთვის მთავარია მისი ცოდნა და არა ნიშანიო. 

– ქართულ ენასა და ლიტერატურას კარგად სწავლობდა?

– ძალიან. შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოუმზადებელი მოსულიყო სკოლაში.  მეხუთე კლასიდან არაჩვეულებრივ თემებს წერდა. ისეთი ნაწერი ჰქონდა, წითელი ხაზის გასმა დაგენანებოდა. ყველაფერში აქტიური ბიჭი იყო – კარგად უკრავდა ჩონგურზე, პიანინოზე, გიტარაზე; მონაწილეობას იღებდა ყველა ღონისძიებაში, რომელიც სკოლაში იმართებოდა. ისეთი ხასიათი ჰქონდა, ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა. მაღალ კლასებში ბიჭები,  ცოტა ამრეზით უყურებენ ხოლმე იმ ბიჭებს, ვინც კარგად სწავლობს, მაგრამ, ირაკლის ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა. იმდენად მეგობრული კლასი ჰქონდათ, სკოლის დამთავრების შემდეგ 15 წელი გავიდა და მაინც ხშირად იკრიბებოდნენ. 

– არ იყო ცელქი მოსწავლე?

– როგორც ყველა ბიჭი, ირაკლიც ცელქობდა, მაგრამ, მასთან პრობლემები არასდროს გვქონია. ყოფაქცევით მაინც გამორჩეული ბიჭი იყო, პრინციპული, სამართლიანი. ერთხელ წავიდა  კლასელებთან ერთად შატალოზე, ალბათ, მერვე კლასში იყვნენ მაშინ. აქვე, ელიაზე გაპარულიყვნენ. მშობლები დავიბარე სკოლაში, ყველა ვეძებდით და, როცა ვიპოვეთ, დავინახეთ, რომ უწყინარად აგროვებდნენ გირჩებს ელიაზე,  მაშინვე სკოლისკენ  გამოვყარე ყველა ერთად (იცინის).  

– ამ სკოლაში დაიწყო პრემიერისა და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია... 

– დიახ, ჩვენ ყველა ვიყავით ამ სიყვარულის მოწმენი. ირაკლის და ნუნუკას სიყვარულის ისტორია მართლაც ამ  სკოლის კედლებში დაიწყო. მშობლები შეგნებულად შეხვდნენ მათ სიყვარულს, ხელი არ შეუშლიათ. ყველას ძალიან გაგვიხარდა, როცა მათ ლამაზი ოჯახი შექმნეს. მაშინ ნუნუკა 20 წლის იყო, ირაკლი – 21 წლის.  სხვათა შორის, მეც დამპატიჟეს ქორწილში. საუკეთესო ქორწილი გადაიხადეს თბილისში.  მე სულ მქონდა ირაკლის იმედი, ვიცოდი, რომ  წარმატებული კარიერა ექნებოდა, რადგან, თავის ასაკთან შედარებით, ძალიან პროგრესული და ჭკვიანი ახალგაზრდა იყო. მერვე კლასში იყვნენ როცა დავაწერინე თავისუფალი თემა: „ვინ მინდა გამოვიდე“ და ირაკლიმ დაწერა, საგარეო საქმეთა მინისტრი მინდა გამოვიდეო. მეათე კლასელი იყო, როცა თბილისში მინი-პარლამენტი ჩამოყალიბდა და მისი წევრი ჩვენი რაიონიდან ირაკლი გახდა არჩევნების გზით. მაშინაც, მგონი, საგარეო საქმეთა კომიტეტში იყო, ასე რომ, პოლიტიკისკენ სწრაფვა პატარაობიდან ჰქონდა. მის წარმატებას მთელი რაიონი ზეიმობს. ჩვენებურმა ახალგაზრდა კაცმა ასე გაახარა რაიონი, მისი წარმატებით ყველანი ძალიან ამაყები ვართ.     

скачать dle 11.3