კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ვის ტყავში შეძვრა ელენე კალანდაძე და რას ასწავლიდა მისი პედაგოგი მაიკლ ჯექსონს

მხოლოდ ერთი შოუ, მხოლოდ ერთი „ლაივ“ კონცერტი და – ყველა ალაპარაკდა ტელეკომპანია „ჯიდიესის“ მეგაპროექტზე – „ერთი ერთში“. ძნელია გაიხსენო სხვა შოუ, სადაც შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს ერთი ერთში უწევთ მსოფლიო ან ეროვნული დონის ვარსკვლავების განსახიერება, მათთან მიმსგავსება როგორც ვიზუალით, ისე მანერებით, ხმის ტემბრით, დამოკიდებულებით და ცხოვრების სტილითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი „ლაივ“ კონცერტის გამარჯვებული თავისი არაჩვეულებრივი ლუი არმსტრონგით დათო გომართელი გახდა, მაინც გადავწყვიტეთ, რუბრიკის პირველ რესპონდენტად ელენე კალანდაძე მოგვეწვია, რადგან, სწორედ ის წავიდა ყველაზე დიდ რისკზე და, არც მეტი, არც ნაკლები, სქესი „შეიცვალა.“ 

 

 ელენე კალანდაძე: სიმართლე რომ გითხრათ, ამ პროექტის არსებობის შესახებ არ ვიცოდი და, როდესაც შემოთავაზება მივიღე, მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე. უკვე, შემდეგ როცა ვნახე, რა ფორმატის პროექტია, მივხვდი, რაღაც საოცრებასთან მქონდა საქმე, რადგან, ის საერთოდ არ ჰგავს არც ერთ შოუს, რაც აქამდე ქართველ მაყურებელს უნახავს. ამ პროექტში გადამწყვეტი არ არის არც ვოკალი, არც არტისტიზმი ან პლასტიკა, ამ ყველაფრის სინთეზია აუცილებელი. ბევრს ვკითხე აზრი, როგორ მოვქცეულიყავი, ორი კვირა ვიფიქრე და, ბოლოს, გადავწყვიტე, რომ უკან არ დამეხია, რადგან, ეს ჩემი სტილი არ არის – უკან დახევა არ მახასიათებს. ვთქვი, რომ გავაკეთებ, თან, კარგად გავაკეთებ-მეთქი. 

– ვისაც ამა თუ იმ შოუზე შენთან ერთად უმუშავია, ყველამ იცის, რომ საქმის ნახევრად გაკეთება არ გჩვევია.

– არა, თუ ვარ, ბოლომდე ვიხარჯები. ყოველდღიურად ყველა მონაწილეს გვაქვს რეპეტიციები და უკვე ერთი თვეა ვემზადებით. გაკვეთილები გვაქვს ქორეოგრაფთან, ვოკალის პედაგოგთან, დრამატურგთან. 

– იცოდი, რომ ასეთი „წონიანი“ პედაგოგები იქნებოდნენ?

– არა, საერთოდ არ ვიცოდი მონაწილეებიც კი. ასეთი მაგარი გუნდი თუ იქნებოდა, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. დადებითი აურაა და ნამდვილად არ არის ერთმანეთის ჭამა-ღრღნა და მახინჯი კონკურენცია. ყველას გვინდა მოგება, ყველა ამას ვცდილობთ, მაგრამ, ახლა მე შენ ჩაგძირავ – ასეთი რაღაცეები მართლა არ არის. რაც შეეხება პედაგოგებს, მოკლედ, „ჯიდიესში“ რომ მივდივარ, სამ ენაზე ვიწყებ ლაპარაკს: ქართულად, ფრანგულად და ინგლისურად. ჩვენი ვოკალის პედაგოგი, ეფრემი, ამერიკიდანაა, უსერიოზულესი პროფესიონალი, სასწაული ბექგრაუნდითა და ბიოგრაფიით. ისეთ ადამიანებთან აქვს ნამუშევარი, მხოლოდ მაიკლ ჯექსონის დასახელებაც კმარა. შემიძლია, მასზე დაუსრულებლად ვისაუბრო. ქართველ შემსრულებლებს არ გვაქვს იმის ფუფუნება და ბედნიერება, რომ ასეთ ადამიანებთან მასტერკლასი გავიაროთ, ამიტომ, ამ პროექტს ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. გვყავს, ასევე, ფრანგი ქორეოგრაფი – ზაკი, საოცარი პროფესიონალი, ასევე საოცარი გამოცდილებით. გვყავს ბულგარელი გრიმიორები, ძალიან მაგრად მუშაობენ.

– რით განსხვავდება მათი მუშაობისა თუ სწავლების სტილი ჩვენგან, ანუ, რას აკეთებენ ისინი ისეთს, რაც, ვთქვათ, საქართველოში არ ხდება?

– ყველაფრით... ჯერ მარტო საქმისადმი დამოკიდებულებით: დაგვიანება, რეპეტიციის გაცდენა და მსგავსი რამეები მათთვის წარმოუდგენელია. ძალიან მეგობრულები არიან, მაგრამ, ამის გამო, შეიძლება, სერიოზულად დაგტუქსონ. საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას ითხოვენ, პროფესიის მიმართ პატივისცემას უნდა გამოხატავდე და ზემონდომებული იყო. რაც არ უნდა მაღალ საფეხურზე იდგე, ძალიან ბევრი მეცადინეობაა საჭირო. აქ ქაოსი გამორიცხულია. რაც „ჯიდიესში“ დავიწყე სიარული, აქ რომ შემოვდივარ, მგონია, რომ საქართველოში არ ვარ. თვითონ ტელევიზია, სტაფი, პროექტზე მომუშავე ადამიანები – სხვანაირად მუშაობენ, მაღალპროფესიონალურად. ძალიან მაგარი აურაა, მხოლოდ ენერგიულობა და პოზიტივი. 

– ვფიქრობ, ისეთმა რადიკალურმა ცვლილებამ, როგორიც შენ გააკეთე, უფრო გაამართლა, მაგარი ექსპერიმენტი გამოგივიდა. 

– მართალია. რისკი ღირდა შედეგად. მინდოდა, პირველ „ლაივზე“ ყოფილიყო შოკის მომგვრელი ეფექტი. მგონი, გაამართლა. ვიზუალურადაც საოცრად დამამსგავსეს კაცს – კაცის მოღეღილი გულმკერდი, თავისი ბეწვით (იცინის)...  ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს რობი უილიამსის ტყავში. ხალხის რეაქციები იყო საოცარი, ყველა დაიშოკა. პირველი, რასაც მეუბნებოდნენ, იყო – შეიძლება, მკერდზე ხელი მოგკიდოო?! იმდენად სასაცილოდ და მართლა „ერთი ერთში“ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, რომ, ყველას უნდოდა, ხელი მოეკიდა (იცინის). 

– პროექტის მიხედვით როგორ ხდება, თითო „ლაივიდან“ თითო მონაწილე ვარდება?

– ამ შოუს მთელი ხიბლი ისაა, რომ არავინ არ ვარდება და რვავე მონაწილე მთელი შოუს განმავლობაში რჩება. ჟიურის მიერ დაწერილი, ერთმანეთისთვის მიცემული და მაყურებლისგან შემოსული ესემესების ჯამით გაირკვევა სამი ფინალისტის ვინაობა. შოუს ჰყავს სამი გამარჯვებული და ეს პრინციპი ძალიან მომწონს, ბოლომდე ასე ვიქნებით, სიამტკბილობაში. 

– შემდეგი ვინ ხარ?

– ემი ვაინჰაუსი და ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ „ლაივზე“, როცა თავად ვირჩევდით ვარსკვლავებს, ემიზე და რობიზე ვფიქრობდი, მაგრამ, მერე მაინც გადავწყვიტე, რადიკალურ ნაბიჯზე – სქესის „შეცვლაზე“ წავსულიყავი. მიხარია, რომ ემი მაინც არ ამცდა. ბევრი მეუბნება, რომ ვოკალურად, ტემბრალურად, რაღაცნაირად ვგავარ მას, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, ფეხი ფეხზე გადავიდო და არაფერი ვაკეთო. ამასაც ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. მაყურებელს ვპირდები, არანაკლებ შოკის მომგვრელი იქნება ეს, ყოველ მომდევნო კონცერტზე ვეცდები, ტემპი არ დავაგდო და სულ უფრო უკეთესი და უკეთესი იყოს. 

скачать dle 11.3