კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ვაპირებ, შევიძინო „ჯიპი“ „გრანდ ჩეროკი”, ევროპული ვარიანტი, 2.7 ტურბოდიზელი ან ამერიკული 4.0 ბენზინი, რომელიც, მინდა, ყიდვის შემდეგ გაზზე გადავიყვანო. გთხოვთ, დამიხასიათოთ ამ ორი მოდელის ტექნიკური მონაცემები და, საერთოდ, რას მირჩევთ ვიყიდო თუ არა რომელიმე (საუბარია 2003-2005 წლის მოდელებზე)?

პასუხი: თავიდანვე გეტყვით, რომ „გრანდ ჩეროკი“ ცუდი არჩევანია, თუმცა, თავისი წლოვანების სხვა ბრენდებთან შედარებით, საკმაოდ იაფი და ვიზუალურად მომხიბვლელია. ის საკმაოდ დიდი, მასიური და ტლანქია ყოველდღიური გადაადგილებისთვის, მით უმეტეს, ქალაქის ან მცირე გაბარიტული გზების პირობებში. ამავდროულად, როგორც „ჯიპი“, საკმაოდ უვარგისია უგზოობის პირობებში, თან, საწვავსაც გაცილებით მეტს მოიხმარს ვიდრე ნებისმიერი მისი კონკურენტი სხვა ბრენდი. გარდა ამისა, ხშირად უფუჭდება როგორც წვრილმანი, ასევე, მსხვილმანი დეტალები, რომელთა დიაგნოსტიკაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ჭირს. რაც შეეხება გაზზე გადაყვანას, ეს, ოთხლიტრიან მონსტრს, რა თქმა უნდა, გაცილებით ეკონომიურს გახდის, მაგრამ, არანაკლებ მძლავრი და, თანაც, გაცილებით ეკონომიური იქნება რომელიმე იაპონური ბრენდის, სამლიტრიანი ძრავით აღჭურვილი მოდელი. თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ბავშვობაში მეც ბევრჯერ მიოცნებია მყოლოდა „გრანდ ჩეროკი“, თავისი აგრესიული და დამაჯერებელი ვიზუალისა და ძრავის ხმის გამო. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა“, 2000 წლის, 1.6-იანი ძრავით, რომელიც გადავიყვანე გაზზე. მაინტერესებს, ბენზინთან შედარებით რა რესურსი აქვს ძრავას გაზზე, ხომ არ აფუჭებს მას და როგორ მოვუარო სისტემას, რათა ის არ დაზიანდეს?

პასუხი: კარგი იქნებოდა, მიგეთითებინათ, თუ რომელი თაობის გაზის სისტემა დაამონტაჟეთ. თუ მეოთხე თაობის გაზის სისტემა დააყენეთ და, თან, ეს პროფესიონალმა, ხარვეზების გარეშე გააკეთა, ძრავას არავითარი პრობლემა არ შეექმნება. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ სისტემა არასწორადაა დამონტაჟებული, ძრავას დეტალები გახურდება. გადახურება იწვევს ეგრეთ წოდებული „კლაპანის” დაწვას. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ძრავას დეტალები არ გადახურდეს, რათა ავტომობილმა გამართულად იმუშაოს. 

კითხვა: მყავს „მერსედეს E 270“, 2001 წლის, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფით. რამდენჯერმე შემემთხვა რაღაც უცნაურობა: ავტომობილით მოძრაობისას, როდესაც გასწრებაზე გასვლა დამჭირდა და უცებ მომიწია გაზის პედალზე მკვეთრად ფეხის დაჭერა,  მოულოდნელად, გადაცემათა კოლოფზე თითქოს დარტყმა მოხდა და ამოაგდო სიჩქარიდან, ანუ, ჩავარდა ეგრეთ წოდებულ „ხალასტოიში“. ამის შემდეგ სიჩქარე შევანელე დაახლოებით 40-50 კილომეტრ-საათამდე და ისევ ჩვეულებრივად განაგრძო კოლოფმა მუშაობა. ასე გამიკეთა დაახლოებით სამ-ოთხჯერ. იქნებ, გამარკვიოთ, რასთან მაქვს საქმე და რაშია გამოსავალი? სხვა მხრივ, კოლოფი იდეალურად მუშაობს, როგორ რთავს სიჩქარეებში, ვერც კი ვგრძნობ.

პასუხი: ასეთი ქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც უწვრილმანესი, ასევე, რომელიმე მსხვილი დეტალის ან რამდენიმე დეტალის არასწორი ურთიერთქმედების გამო. მაგრამ, რადგან ასეთი რაღაც ერთხელ მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ მოხდება და ნდობა არ შეიძლება. თანაც, მსგავსი ქმედება კოლოფში სხვა დეტალებსაც აზიანებს. ამიტომ, თუ დროულად არ მიხედეთ, შესაძლოა, კოლოფი იმდენად გამოვიდეს მწყობრიდან, რომ რემონტს აღარ დაექვემდებაროს და მთლიანად გამოსაცვლელი გაგიხდეთ ამ მიზეზით და კიდევ იმის გამო, რომ ამ კუთხით გამოცდილება გაცილებით დიდი აქვს შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ დავით ლობჟანიძეს, ავტომატური კოლოფების საუკეთესო სპეციალისტს საქართველოში, ნომერზე: 598 49-00-01. 

კითხვა: მყავს 2003 წლის გამოშვება „სუბარუ ფორესტერი”, 2.5 მოცულობის ძრავით, მართვის ავტომატური კოლოფით, ამერიკული ვარიანტი. ავტომობილი მუშაობს გაზზე, თუმცა, თვეში ორ-სამჯერ, მთელი დღის განმავლობაში, ბენზინზე ვამუშავებ. სიმართლე გითხრათ, ხშირად არ ვატარებ მანქანას მაღალი სიჩქარით, როგორც იტყვიან, არ „ვგაზაობ” და ძირითადად ქალაქის რიტმით დავდივარ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამჯერ დაიწვა, ეგრეთ წოდებული „გალოვკის პრაკლადკა,” რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თერმოსტატი და რადიატორის თავსახური ნორმალურად მუშაობს. წყლის ადუღების მიზეზს ხელოსნები ვერ ადგენენ. ხომ არ შეგიძლიათ მოახდინოთ ერთგვარი ანალიზი და მითხრათ, რა შეიძლება იწვევდეს ამ პრობლემას?

პასუხი: კარგი იქნებოდა, უფრო დეტალურად თუ გვეცოდინებოდა, გაზის რომელი თაობის სისტემაა დაყენებული, როგორ და ვის მიერ იქნა ის დაინსტალირებული და ტემპერატურა ნორმალურად უჭირავს თუ მაღლა იწევს ხოლმე. მაგრამ, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობთ და რადგან ისიც ვიცით, რომ რადიატორის ხუფი და თერმოსტატი კარგ მდგომარეობაშია, რჩება ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ხდებოდეს „პრაკლადკის“ დაწვა: პირველი – ეს არის გაზის მიწოდების არასწორი რეგულირება, ანუ, გაზი არასწორი დოზით მიეწოდება სისტემას, რაც უფრო მეტი ფეთქებისას იწვევს უფრო მეტ სიმხურვალეს, ვიდრე ეს დასაშვებია. უფრო ზუსტად რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ, ალბათ ყველას გვინახავს გაუმართავი და გამართული სახლის გაზქურის ალი: ის ან ყვითელი და მხრჩოლავია, რომელიც ჭურჭელს აშავებს, ან – ცისფერი და გამჭვირვალე. თან, მეორე ვარიანტში ალი გაცილებით უფრო მხურვალეა, ვიდრე პირველ ვარიანტში. ძრავის შემთხვევაში, საჭიროა შუალედური სიზუსტის პოვნა, რათა სიმძლავრეც ნორმალური ჰქონდეს და არ გამოიწვიოს ძრავას გადახურებაც. 

მეორე მიზეზი, რამაც შეიძლება, ძრავას გადახურება გამოიწვიოს, არის ძრავის ხუფის, იგივე „გალოვკის“ ან თვითონ ძრავას ბლოკის დეფორმაცია. მათ შორის მოხვედრილი „გალოვკის“ საფენი, ანუ, ეგრეთ წოდებული „პრაკლადკა,“ სათანადოდ არ იპრესება, რჩება თვალისთვის უხილავი ღრიჭო, რაც იწვევს გაზის გაპარვას და „პრაკლადკის“ დაწვას. არის კიდევ უამრავი წვრილმანი მიზეზი, რომელთა ჩამოთვლაც რთულია, თუ დეტალური ინფორმაცია არ გაქვს ან არ აწარმოებ ავტომობილზე დაკვირვებას. თუ ჩვენმა რჩევამ ვერ უშველა, მიმართეთ ძრავის კვალიფიცირებულ ხელოსანს, ნომერზე – 599 55-35-00. 

скачать dle 11.3