კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

განუგრავა

გვარების ისტორიის შემსწავლელები ფიქრობენ, რომ გვარი განუგრავა არასწორია და ის ადრე განგურავა იყო.

განგურავა მეგრულში იგივეა, რაც განუგრძობელი, შეწყვეტილი, დაუმთავრებელი.

გვარის ფუძე შეიძლება შევადაროთ სიტყვას განგა, აქედანაა გვარი განგავა; განგი იგივეა, რაც კეთილის მოსურნე. განგავას ვარიაციული ფორმაა განგია, განგება-ღვთაება.

განგია-გამგია იგივეა, რაც მოხელე, კეთილმოსურნე.

საქართველოში 99 განუგრავა ცხოვრობს: თბილისში – 32, ბათუმში – 3, ზესტაფონში – 2. არიან სხვაგანაც.

წოწორია

გვარის ფუძეა წოწორა, წოწორი. მეგრულში წოწორ იგივეა, რაც ქართულში მაღალი და აწოწილი.

ფუძე წოწ გვხვდება გვარებში: წოწოლაშვილი, წოწონავა, წოწერია.

სამეგრელოში გვარები აღწერილი აქვს პაატა ცხადაიას. ის გვაძლევს ასეთ ინფორმაციას: „წოწერია 202 სული: სენაკში – 92, ზუგდიდში – 26, ქუთაისში – 10“.

ასევე, გვხვდება გვარი წოწელია. დაფიქსირებულია ქვემო იმერეთში – 22 სული.

საქართველოში 1 078 წოწორია ცხოვრობს: მარტვილში – 414, თბილისში – 251, აბაშაში – 47. არიან სხვაგანაც.

914 წოწონავა: მარტვილში – 334, თბილისში – 175, სენაკში – 70. არიან სხვაგანაც.

დოფიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დოფა. სახელი დოფა მოხსენიებული აქვს პროფესორ ალექსანდრე ღლონტს წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები.”

„დოფნა დირბელი, მოწმე და დამწერი პაატა არჩვაძის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისთვის მიცემული მამულის დაგირავების წიგნისა” (1700 წელი).

„დოფისძე ამბი იყო მოწმე მირბია ბულაძის მიერ ახდილას მონასტრისთვის მიცემული ყანის ნასყიდობის წიგნისა.” (მეთექვსმეტე საუკუნე).

საქართველოში 108 დოფიძე ცხოვრობს; თბილისში – 31, ბორჯომში – 8, რუსთავში – 3.

კიკნაძე

საკმაოდ გავრცელებული საგვარეულოა. კიკნაძეები აზნაურიშვილები არიან.

იოანე ბაგრატიონი წიგნში – „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” – აღნიშნავს: „კიკნაძეები იმერეთის თავადნი და აზნაურნი... წელსა 1537 ამათნი გვარნი დაეშვნენ იმერეთს, გამრავლდნენ მათი გვარისანი და იწოდებიან კიკირონ მოშაირე მეცნიერის შთამომავლებად, კიკნაძეებად.”

გვხვდება მეტსახელი კიკნა.

„დოროთეოს კათალიკოსმა (სოფელი ნატრია) იქ მცხოვრები აზნაური, ერთი კომლი კიკნაძე, შესწირა ნიტრიის ეკლესიას” (1589-1600 წლები).

ასევე, გვხვდება გვარი კიკნაშვილი.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კიკნაძეებს 72-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 5 245 კიკნაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 962, ხაშურში – 684, ხარაგაულში – 603. არიან სხვაგანაც.

იმნაძე-იმნაიშვილი

ფაქტობრივად, ერთი და იგივე ფუძისაა გვარები: იმნაიშვილი, ივნაიშვილი, იონაიშვილი, იმნაძე. 

იმნაძეები გვხვდებიან 1561 წლიდან.

1659-1690 წლების ისტორიულ საბუთებში მოიხსენიებიან: იმნაძე ბერი, ბასილა, ბესიკა, გიორგი, გოდერძი, ზურაბა.

იმნაძე იმედა 1618-1634 წლებში, კავთისხეველი, როსტომ მეფემ გაათავისუფლა გადასახდელებისგან.

როგორც ჩანს, იმნაძეები ქართლიდან შემდეგ გურიაში გადასულან.

საქართველოში 1 849 იმნაძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 571, თბილისში – 516, ქობულეთში – 186. არიან სხვაგანაც.

ყენია

ყენია გურული გვარია. მისი სამშობლოა საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი.

ყენიები იყვნენ აზნაურები. რუსეთის მთავრობამ 1850 წლის 6 დეკემბერს საქართველოდან თავადაზნაურთა სიაში – „ხავერდის წიგნში“ შეიყვანა: დავით ბერისძე, მისი მეუღლე – დარეჯანი, ლევან იესეს ძე, გოგიტა ბეჟანის ძე, ოთარ ბეჟანის ძე, გიორგი ივანეს ძე, დავით სიმონისძე, გლახუნა სიმონის ძე და ასე შემდეგ ყენიები.

საქართველოში 231 ყენია ცხოვრობს: თბილისში – 125, ჩოხატაურში – 31, სამტრედიაში – 28. არიან სხვაგანაც.

მამამთავრიშვილი

სიტყვას – მამა პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია ქართული გვარების წარმოქმნაში. ამ ფუძით გვაქვს გვარები: მამაგულაშვილი, მამგულაშვილი, მამადაშვილი, მამიაშვილი, მამისაშვილი, მამისიმედიშვილი, მამიჯვარისშვილი, მამუკაშვილი, მამუკაძე, მამუკელაშვილი, მამულაიშვილი, მამულაშვილი, მამულაძე, მამულოძე, მამუჩაშვილი, მამუქაძე და ასე შემდეგ. ასევე, გვხვდება რთულფუძიანი გვარებიც, მაგალითად: მამამთავრიშვილი, მამასახლისაშვილი, მამისარაშვილი, მამისბედაშვილი, მამისთვალიშვილი, მამიჯანაშვილი, მამუშალვიშვილი და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, თითოეულ რთულ ფუძეს აქვს გაჩენის კონკრეტული მიზეზი.

მამამთავარი საუკეთესო იერარქიასთანაა დაკავშირებული. სულხან-საბა ბრძანებს: „მამადმთავარი ესენი არიან: ადამ, აბელ, ნოე, აბრაჰამ და მისთანანი; ხოლო აწინდელიცა პატრიარქნი, ხოლო მერე მთავარი ეპისკოპოზთა მიერ წარგზავნილი სამწყსოსა შინა.”

საქართველოში 281 მამამთავრიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 183, ახალგორში – 36, გარდაბანში – 18. არიან სხვაგანაც.

ციხელაშვილი-ციხელიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ციხელა.

ადრინდელი გვარია ხოსიტაშვილი. წარმოშობილია მესხეთიდან, სოფელ გოგაშენიდან, ქვემო ქართლ-კახეთისკენ წამოსულ ხოსიტაშვილთა გვარიდან.

წლების წინათ გვარის ისტორია დაწვრილებითაა აღწერილი დმანისის რაიონულ გაზეთში.

სოფელ განთიადში მოსახლე ციხელაშვილები, გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი, სოფელ გოგაშენიდან. ძველად ხოსიტაშვილნი ყოფილან.

ხოსიტაშვილებს გამოეყო სხვა გვარებიც.

საქართველოში 981 ციხელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 350, დმანისში – 168, დუშეთში – 157. არიან სხვაგანაც.

93 ციხელიშვილი: თელავში – 65, ახმეტაში – 23, თბილისში – 5.

ნიქაბაძე

ვარაუდით, წინარე გვარი მიქაბაძე უნდა ყოფილიყო. 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნიქაბა. 

„ნიქაბაძე გაბრიელა, ფარცხანაყანევს მცხოვრები, შანშე ამირეჯიბმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს, 1669-1673 წლებში“.

საქართველოში 1 974 ნიქაბაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 596, წყალტუბოში – 440, ზესტაფონში – 276. არიან სხვაგანაც.

ფხაკაძე-ფხაკალაშვილი

გვარის წარმოშობის ადგილად მიჩნეულია ფარცხანაყანევი (წყალტუბოს რაიონი).

ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია შიო ფხაკაძე – „ფარცხანაყანევს მცხოვრები, გიორგი მეფემ შესწირა გულათს ულუხან ლორთქიფანიძის სამწირველად და დააკისრა ოცი კოკა ღვინო და ათი საკლავის თეთრი“ (1573 წელი).

გვხვდება გვარები: ფხიკაძე, ფხეკია.

გვარის ფუძედაა მიჩნეული მეტსახელი ფხაკა.

ალექსანდრე ღლონტი წიგნში – „ქართველური საკუთარი სახელები“ – წერს: „ფხაკა – მეტსახელი გვარში ფხაკაძე“...

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ფხაკაძეთა გვარს 129-ე ადგილი უკავია:

გვაქვს, აგრეთვე, ქართული გვარი – ფხაკალაშვილი.

საქართველოში 3 979 ფხაკაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 1 784, წყალტუბოში – 1 165, თბილისში – 512. არიან სხვაგანაც.

23 ფხაკალაშვილი: ახმეტაში – 22, თელავში – 1.

ბერეკაშვილი

გვარში ფუძეა საკუთარი სახელი ბერი. მისი ზოგადი მნიშვნელობაა – ვაჟი, ძე, ყმა. ბერისგან წარმოქმნილია ბევრი საკუთარი სახელი, რომლებიც მრავალ ქართულ გვარ-სახელშია ჩაქსოვილი.

გვარში არსებული გადმოცემის მიხედვით, ბერეკაშვილი და ბერიკაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.

ბერეკაშვილი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოიხსენიება.

ბერეკაშვილი – ხუცესი, 1697 წელს მიწის ნაკვეთზე ედავებოდა ვინმე ჯაბანა მაკუჭასძეს. 

ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან იოვანე და ასლამაზა ბერეკაშვილები.

საქართველოში 815 ბერეკაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 323, ტყიბულში – 154, თბილისში – 86. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3