კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდებოდა იმ საბედისწერო ღამეს აგარაკზე, როცა სტალინი სიკვდილს ებრძოდა

„ვარაუდობდნენ, რომ სტალინი კვირა დღეს ჩვეულებრივი განაწესით, 18 საათის შემდეგ მიგვიწვევდა ჩვენ თავისთან და საჭმელს მოგვთხოვდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 22 საათზე მე მინდოდა ლოზგაჩიოვის გაგზავნა სტალინთან, რადგან სტალინის ამგვარი საქციელი უცნაურად გვეჩვენა. ლოზგაჩიოვმა სტალინთან ჩემი გაგზავნა არჩია და მითხრა: „აქ ყველაზე უფროსი ხარ და პირველი შენ უნდა წახვიდე სტალინთან.” დიდხანს ვდავობდით, დრო კი გადიოდა... მოულოდნელად საკ კპ (ბ) ცეკადან სტალინის სახელზე დეპეშა მოვიდა. ხელში დავიკავე ეს დეპეშა, როგორც გარანტი ჩემი უსაფრთხოებისა, რადგანაც უამისოდ სტალინს შეეძლო ჩემთვის ეთქვა: მე თქვენ არ დამიბარებიხართო. სტალინისკენ მტკიცე ნაბიჯით გავემართე. ის პატივისცემით იმსჭვალებოდა, როცა ქვეშევრდომნი მასთან წელში მოკაკულნი კი არა, მტკიცე, გაბედული ნაბიჯით შედიოდნენ. სტალინი ამის მიხედვით მაშინვე საზღვრავდა, რამდენად მყარად იცოდა თავისი საქმე ამა თუ იმ ხელმძღვანელმა. ყველა კაბინეტი მოვიარე, მაგრამ სტალინი არსად იყო... მინდოდა, უკვე დარბაზების დატოვება, მაგრამ უკან მობრუნებისას, უნებლიეთ შევამჩნიე შუქის ზოლი მცირე სასადილოს გამოღებულ კარში, სასადილო კარი გამოვაღე და საშინელი სურათი ვნახე: სტალინი ხალიჩაზე, მაგიდის ახლოს იდაყვზე დაყრდნობილი იწვა. ჩანდა, სიცოცხლისათვის უბრძოლია. სწრაფად მივირბინე და ვკითხე: „რა გჭირთ, ამხანაგო სტალინ?” პასუხად გავიგონე ბგერები „დზ”. მას საბოლოოდ არ ჰქონდა დაკარგული გონება, რადგანაც ჩემი შესვლისას სუსტად, მაგრამ მაინც ჰქონდა რეაგირება. მაგიდაზე იდგა „ბორჯომის” ბოთლი და ჭიქა, გაზეთი „პრავდა” კი ჩამოცურებულა. იატაკზე აღმოჩნდა ¹1 საათების ქარხნის გამოშვება – მექანიზმიანი ჯიბის საათი. მე სასწრაფოდ დავრეკე დომოფონით და დახმარება ვითხოვე. მოირბინეს. ჰკითხეს: „ამხანაგო სტალინ, „კუშეტკაზე“ დაგაწვინოთ?” თავი ოდნავ დააქნია, მაგრამ „კუშეტკა“ პატარა და მოუხერხებელი იყო. დიდ დარბაზში დივანზე დავაწვინეთ. ეტყობოდა, სტალინი ძალიან გათოშილიყო. რა ვქნათ? კვირა დღეა – ყველა ისვენებს. უპირველესად, სუკის თავმჯდომარეს იგნატიევს დავურეკე. იგნატიევმა ბერიასთან დარეკვა მირჩია. ვურეკავ ბერიას – ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არ მპასუხობს. ვურეკავ მალენკოვს და ვაძლევ ინფორმაციას სტალინის მდგომარეობის შესახებ. მალენკოვმა რაღაც ჩაიღმუვლა ყურმილში და დადო. ახლა ცხადი გახდა, მალენკოვი ბერიას „ჯიბეში” ესვა. 30 წუთის შემდეგ მალენკოვმა დარეკა და თქვა: „ბერია თვითონ ეძებეთ, მე ის ვერ ვიპოვე”. წარმოიდგინეთ, ჩვენი გამოუვალი მდგომარეობა სტალინის გვერდით. ბერია რეკავს და ამბობს: „სტალინის ავადმყოფობა არავის უთხრათ და არავის დაურეკოთ”. ეს თქვა და ყურმილი დაკიდა,” – განაგრძობს ლოზგაჩიოვი: „თანამდებობით მე მევალა სტალინთან ყოფნა... ვვარაუდობდი, რომ ბერიასა და მალენკოვის მითითებით ექიმები მოვიდოდნენ, მაგრამ არსად ჩანდნენ... საათს დავყურებ – ღამის პირველ, ორ, სამ საათს აჩვენებს... ბერიასა და მალენკოვის გამცემლობა აშკარა გახდა... 2 მარტის ღამის სამ საათზე აგარაკის ახლოს გაიშარიშურა მანქანამ. მე გამოვცოცხლდი, რაკი ვივარაუდე, რომ ავადმყოფ სტალინს ახლა ექიმებს ჩავაბარებდი, მაგრამ სასტიკად შევცდი... ბერია და მალენკოვი მოვიდნენ. ბერიამ თავხედურად გამოიარა დარბაზში მანძილი ავადმყოფ სტალინამდე, მალენკოვმა კი, რაკი ახალი, მაღალყელიანი ფეხსაცმელები უჭრაჭუნებდა, გაიხადა, იღლიაში ამოიჩარა და სტალინთან წინდების ამარა შევიდა. თანამებრძოლები სტალინისგან მოშორებით დადგნენ... ბერია უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან და მითხრა: „ლოზგაჩიოვ! შენ რა პანიკა ატეხე?” ამ დროს სტალინმა დაიხრიალა. ბერია: „ხომ ხედავ, რომ ამხანაგ სტალინს მაგრად სძინავს. მას ნუ შეაშინებ და ნურც ჩვენ გვაწუხებ”... ტუკოვი დასძენს: „ბერია დერეფანში გავიდა და სტაროსტინს ლანძღვა დაუწყო. ის კი არ ლაპარაკობდა, ყვიროდა: „მე თქვენ გაგისწორდებით, თქვენ ვინ დაგაყენათ ამხანაგ სტალინთან? ვიღაც სულელებმა”. ღრიალითვე გავიდა აგარაკიდან... მალენკოვი ცუნცულით მიჰყვა ბერიას და მანქანა ადგილს მოსწყდა.”

ლოზგაჩიოვის მოგონებებიდან: „...ეს ჩემი ცხოვრების საშინელი ღამე იყო. ამიტომ დაწვრილებით, დეტალურად მახსოვს ყველაფერი, რაც იმ საბედისწერო ღამეს მოხდა... მოვიდნენ ექიმები, რომელთა შორისაც იყო თერაპევტი ლუკომსკი. შეუდგნენ ავადმყოფის გასინჯვას. მათ ხელები უცახცახებდათ და სტალინს პერანგს ვერ ხდიდნენ. პერანგის გაჭრა მე მომიხდა”. ტუკოვი: „2 მარტის 12 საათზე აგარაკზე სვეტლანა ალილუევა გამოჩნდა. ვასილი ორჯერ მოვიდა. პირველად საავიაციო გრაფიკული რუკები მოიტანა. მეორედ კი შეზარხოშებული იყო და პოლიტბიუროს წევრები დალანძღა: „არამზადებო! თქვენ დაღუპეთ მამაჩემი.” ვოროშილოვმა დამშვიდება დაუწყო, შეჰპირდა, რომ ყველაფერს იღონებდნენ ამხანაგი სტალინის გადასარჩენად... შეიკრიბნენ პოლიტბიუროს წევრები... სტალინი დროდადრო ახელდა თვალს, მაგრამ უკვე ცნობადაკარგული იყო...

...კრემლის სანიტარული სამმართველოს უფროსმა კუპერინმა უფრო გვიან მაჩვენა თავის ტვინის ნახევარსფეროების რუკა და მითხრა: „თქვენ ხედავთ, რომ სისხლძარღვებზე სისხლი შაურიანისხელაზეა შედედებული. სისხლძარღვი დროულად რომ გაწმენდილიყო, სტალინი ცოცხალი დარჩებოდა”. თუმცა, ასეთი ოპერაცია დროულად დაისახა, მაგრამ საეჭვოა, ნეიროქირურგებს ამ ოპერაციის გაკეთება ეკისრათ. ბერიას, როგორც ჯალათს, უკვე აღმართული ჰქონდა სტალინის თავზე ნაჯახი. დავუშვათ, ასეთი ოპერაცია გაკეთებულიყო და წარუმატებლად დამთავრებულიყო. ასეთ შემთხვევაში, ბერია ყველა ქირურგს დახვრეტდა. ამიტომ სცემდა ბერია ასეთ შიშის ზარს ყველა ექიმს... ბერია არ იყო დაინტერესებული სტალინის გადარჩენით და მასთან ერთად, არც მალენკოვი. დრო მიდიოდა, მაგრამ სტალინის გამოჯანმრთელების იმედი არ ჩანდა... 4 მარტს გამოჩნდნენ ჩეხოსლოვაკიელი ექიმები – ცოლ-ქმარი აპარატურით. ისინი სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ წყალში დამხრჩვალთ და კლინიკური სიკვდილიდან გამოჰყავდათ ადამიანები... ბერიამ მათ ნება არ დართო სტალინი გრძნობაზე მოეყვანათ. ბერიამ ისინი, შეიძლება ითქვას, გააძევა აგარაკიდან. ერთიც ვნახოთ და სტალინი რომ გაცოცხლდეს? ეს ბერიასთვის ტრაგედია იქნებოდა. სტალინის ახლოს იმყოფებოდა პოლკოვნიკი ხრუსტალევი, რომელიც სტალინს გამორჩეულად უყვარდა. სტალინი ხრუსტალევს იმიტომ სცემდა პატივს, რომ მისი არ ეშინოდა და როგორც ტოლი ტოლს, ისე  ელაპარაკებოდა. 

1953 წლის 5 მარტს საღამოს, მედიკოსებმა სტალინს ნემსი გაუკეთეს. სხეული შეირხა და 5-10 წუთის შემდეგ სტალინი გარდაიცვალა. ასე თუ ისე, ეს ნემსი სასიკვდილო აღმოჩნდა... როგორც კი სტალინი გარდაიცვალა, ბერია, მალენკოვი, მოლოტოვი და სხვები მე-2 სართულზე ავიდნენ.  დაიწყეს პორტფელების განაწილება. მოლოტოვმა წინადადება წამოაყენა, რომ ეს სტალინის დაკრძალვის შემდეგ გაეკეთებინათ. ხრუშჩოვმა ის გალანძღა, მაშინ მოლოტოვმა ხელი ჩაიქნია და აგარაკიდან წავიდა. ამის შემდეგ ბერიამ პირდაპირ ჩამოირბინა მე-2 სართულიდან და მიბრძანა: „თქვენ გნიშნავთ განსვენებული ამხანაგი სტალინის სამედიცინო ანატომიის ინსტიტუტში გაყოლის უფროსად. აიყვანეთ ჯგუფი და წადით.” სტალინის ნეშტი სანიტარულ მანქანაში შევასვენეთ და სადოვაიასკენ გავემართეთ. გზაზე გრიგალისებური სისწრაფით ჩაგვიქროლეს ბერიამ, მალენკოვმა და ხრუშჩოვმა. ასეთი რამ არ მომხდარა... მიცვალებული მივასვენეთ, ექსპერტები მის ნეშტს დიდხანს ზომავდნენ. შემდეგ მოელვარე ჩანგლით გაუხერხეს გულმკერდი განსვენებულ სტალინს, იქიდან შიგთავსი ამოიღეს და გული გაუკერეს.” ამაზე საუბარს სტაროსტინი განაგრძობს: „როცა სტალინის ნეშტს კვეთდნენ, შიგნეულობა და ფილტვები შედედებული სისხლით იყო წალეკილი – სისხლი ტვინის ნახევარსფეროსა და მთელ ორგანიზმში ფუნქციონირებდა”. კუზნეცოვის მოგონებებიდან: „როცა სტალინის ნეშტს კვეთდნენ, მე იქვე, ახლოს ვიდექი. მაგრამ, როცა თავის  ქალას ხდიდნენ და განსვენებულის ტვინი შიშვლდებოდა, ვერ გავძელი, დერეფანში გავედი. თანდათან ერთ-ერთ ოთახში შევიხედე, იქ კი მინებქვეშ ერთმანეთის მიყოლებით ეწყო გაშიშვლებული გვამები. იქიდან მაშინვე გავქრი...” ტუკოვი: „მიცვალებული საბჭოთა სახლში მიასვენეს. სპეციალისტები სტალინის ნეშტს მთელი დღე-ღამის განმავლობაში ამუშავებდნენ. ორლოვმა მოიტანა სტალინის ფორმა, ის შემოსეს და ჩააწვინეს კუბოში...”

скачать dle 11.3