კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფილმისთვის გახდა „სანდენსის” კინოფესტივალის ფავორიტი ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი ფელისიტი ჯონსი და სად გაიცნო მან თავისი მომავალი ბოიფრენდი

ფელისიტი ჯონსი – რომანტიკული და ფაქიზი, ქალური და, ამავე დროს – ბიჭური, გამხდარი და ნერვიული ბირმინჰემელი გოგო, რომელიც თანამედროვე მაყურებლისთვის განსხვავებულ და არატიპურ პერსონაჟებს ასახიერებს. ჯონსის გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან რეალური პრობლემებით და ამით ამსხვრევს მსახიობი ჰოლივუდის შაბლონებს. მისი წარმატება დაემთხვა ბრიტანული კინოს ახალ ტალღას, რომელიც, ევროპულ კინოსთან ერთად, სერიოზულ კონკურენციას უწევს ჰოლივუდელ ჯადოქრებს. ამბობენ, რომ ფელისიტი ჯონსი ბრიტანული კინოს ახალი სახეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კინოს ადამიანური სახე აქვს – უბრალო და სუფთა.

დაბადება: ფელისიტი ჯონსი დაიბადა 1983 წლის 17 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში, ბორნვილში, ბირმინჰემის სამხრეთში. 

ოჯახი: მამა – ჟურნალისტი, დედა – სარეკლამო აგენტი. განქორწინდნენ, როცა ფელისიტი 3 წლის იყო. ფელისიტი დედასთან იზრდებოდა, უფროს ძმასთან ერთად.

განათლება: კინგს ნორტონის გოგონების სკოლა და ოქსფორდის, ვედჰემის კოლეჯის ინგლისური ენის ფაკულტეტი.

თეატრი: სტუდენტობის პერიოდში, ოქსფორდში, ფელისიტიმ სამოყვარულო სცენაზე დაიწყო თამაში შექსპირის პიესებში. 2005-2006 წლებში ფელისიტი ჰერდას როლს ასრულებდა „ყინულის დედოფალში” და ამ როლის შესრულების შემდეგ მიწვევა მიიღო ლონდონურ „როიალ-კორტის თეატრში,“ 20 წლის მწერლის პოლი სტენკამის სადებიუტო პიესაში, სადაც პრობლემური ახალგაზრდის – ნარკომანი მიას როლი განასახიერა, რომელსაც ნარკოტიკებით დედა ამარაგებდა. მოგვიანებით ფელისიტი ლონდონის „დონმარ უორჰაუსის“ სცენაზე მოხვდა, სადაც შესრულებული როლებისთვის წლის დებიუტანტად დასახელდა. იმ პერიოდის ფელისიტის ყველაზე ცნობილი სპექტაკლი იყო „ლუიზ მილერი,“ ფრიდრიჰ შილერის დრამის – „მრისხანება და სიყვარულის” თანამედროვე ადაპტაცია. ამბობენ, რომ ამ როლის გამო ფელისიტიმ უარი განაცხადა ბლოკბასტერ „ფიფქია: ჯუჯების რისხვაში” მთავარი როლის შესრულებაზე. რეპეტიციების დროს ის კათოლიკურ ოჯახში ცხოვრობდა და წირვებს ესწრებოდა.

ტელევიზია: ფელისიტის სატელევიზიო კარიერა 11 წლის ასაკში ტელეარხ „ITV ცენტრალის” სტუდიაში დაიწყო, სადაც ფელისიტი სკოლის შემდეგ მიდიოდა. ის პატარა როლებს ასრულებდა სატელევიზიო ფილმებსა და სერიალებში, მათ შორის პოპულარულ სერიალში „დოქტორი ვინი”. ჯონსის „გარღვევად“ ითვლება ტელეფილმი „ნორტენგერის სააბატო,” სადაც ფელისიტის პარტნიორი „ოსკარის” მომავალი ნომინატი კერი მალიგანი იყო. ამ როლმა ფელისიტის გზა გაუხსნა დიდ კინემატოგრაფში. საინტერესოა, რომ ვარსკვლავური კარიერის მიუხედავად, ფელისიტი დღემდე არ აცხადებს უარს სატელევიზიო პროექტებზე, მაგალითად, 2011 წელს მან მთავარი როლი შეასრულა გახმაურებულ ტელეფილმში – „გვერდი 8”.

ბრიტანული კინო: ფელისიტის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ეკრანებზე 2008 წელს გამოვიდა. „უიღბლოს მოგონებებში” 25 წლის მსახიობის პარტნიორები სახელოვანი დენიელ კრეიგი და ოლივია უილიამსი იყვნენ. იმავე წელს ფელისიტიმ პარტნიორობა გაუწია ემა ტომპსონს სამხედრო დრამაში – „დაბრუნება ბრაიდჰედში”, ხოლო ერთი წლის შემდეგ ერთ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა მიშელ პფაიფერთან, კეტი ბეიტსთან და სტივენ ფრირზთან ერთად, ფილმში „შერი”, სადაც მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. ფილმი ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო მონაწილე გახდა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა, ხოლო ახალგაზრდა ფელისიტი ჯონსი მსოფლიომ გაიცნო, როგორც იმედისმომცემი ბრიტანელი მსახიობი. მისი შემდგომი როლი გაცილებით წარმატებული გამოდგა: უილიამ შექსპირის  ნაწარმოების მიხედვით გადაღებული „ქარიშხალი” „ოსკარის” ნომინანტი გახდა, ხოლო პარტნიორი მსახიობისგან, ბრიტანული კინოს ცოცხალი ლეგენდისგან, ჰელენ მირენისგან,  ფელისიტიმ დადებითი კომპლიმენტები მიიღო. ცნობილია, რომ ფელისიტი სტანისლავსკის სისტემის მიმდევარია, მაგალითად, ფილმის – „როგორ გავყვეთ ცოლად მილიარდერს” – გადაღებების დაწყებამდე, როლში შესასვლელად, ავსტრიის სათხილამურო კურორტებზე სნოუბორდზე სრიალს სწავლობდა და ბარებში ღამის დამლაგებლად მუშაობდა. 

ამერიკული კინო: დრეიკ დორემუსის ფილმში „როგორც შეშლილი” ანას როლი ჯერჯერობით საუკეთესოდ ითვლება ფელისიტის მოღვაწეობაში. ცნობისთვის, ეს ფილმი პირველია მსახიობის ამერიკულ კარიერაში. ამ ფილმით ფელისიტი „სანდენსის” კინოფესტივალის ფავორიტი გახდა და კრიტიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ბრიტანელმა მსახიობმა, ამერიკული კინოსთვის არატიპურად, არაამერიკულად შეასრულა რეჟისორის დავალება, რაც, საბოლოოდ, წარმატების საწინდარი გახდა. ფელისიტი „სანდენსის” კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი, ნომინაცია „წლის აღმოჩენის” გამარჯვებული და „ემპაირის” ჯილდოს მფლობელი გახდა ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი”. სასიყვარულო დრამაში ფელისიტის პარტნიორი რუსული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ანტონ ელჩინია, ხოლო ფილმის ყველა დიალოგი მსახიობების სრული იმპროვიზაცია იყო. 

გეგმები: „როდესაც ახალგაზრდა მსახიობი ხარ, ყოველთვის ჩქარობ და ზეწოლის ქვეშ იმყოფები, მე კი კინოში 60-70 წლამდე ვაპირებ მოღვაწეობას და ამიტომაც არსად არ ვჩქარობ. გართობის ინდუსტრია მოითხოვს სიახლეებს და ქმნის ახალ „ვარსკვლავებს”, რომელთა შესახებ ნახევარი წლის შემდეგ არც კი ახსოვთ. ვფიქრობ, გულუბრყვილოა იმაზე ფიქრი, რომ წარმატება მიიღწევა მხოლოდ იმის კეთებით, რაც შენ გსურს“. ფელისიტის ჯერჯერობით უკანასკნელი ნამუშევარია დრამა „კარგი დღე ქორწინებისთვის,” მომავალში კი მსახიობს ჰოლივუდელ „მძიმეწონოსან“ მსახიობებთან – გაი პირსთან და რალფ ფაინსთან ერთად ვიხილავთ. ფელისიტი უკვე შეეჩვია მოგზაურობას ევროპიდან ამერიკაში და მიაჩნია, რომ თვითრეალიზაციისთვის ამერიკული კინობაზარი იდეალურია. „ვოცნებობ სუპერგმირის ან მაცდუნებელი ქალის როლებზე. მთავარია, დარწმუნებული ვიყო ჩემი გმირის ხასიათში და ყველაფერი იდეალური იქნება,” – ესეც ფელისიტი ჯონსის ცხოვრებისეული კრედოა.

მოდა: 2011 წელს ფელისიტი ჯონსი კომპანია „ბარბერის” სახე, ხოლო 2012 წელს „დოლჩე და გაბანას” სახე გახდა. ის კომპანიების სარეკლამო ბანერებისთვის იდეალურ მოდელად ითვლება და მისი ნახვა ნიუ-იორკის ან ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ქუჩებშია შესაძლებელი.

პირადი ცხოვრება: ჰოლივუდში საცხოვრებლად გადასვლას ფელისიტი არ ჩქარობს, ის მშობლიურ ინგლისში, ლონდონის ისტ-ენდ ბეტნალის რაიონში ცხოვრობს ნამდვილ ინგლისელ ჯენტლმენთან ერთად. მისი ბოიფრენდი მოქანდაკე და ინტერნეტ-მხატვარი ედ ფორნილტია, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. ედიმ ოქსფორდის ჯონ რესკინის ხელოვნების სკოლაში მხატვრობის სწავლისას მიიქცია ფელისიტის ყურადღება. გაცნობის ინიციატორი ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი იყო. ყვითელი პრესის ჟურნალისტების ვერსიით კი ახლო მომავალში ფელისიტი დაემშვიდობება მშვიდ ინგლისს და, კარიერის სხვა ეტაპზე გაგრძელების მიზნით, ლოს-ანჯელესში გადაბარგდება, სადაც გაწონასწორებულ და ჯენტლმენის მანერების მქონე ედს გაუჭირდება ცხოვრება, მაგრამ, ფელისიტის თაყვანისმცემლების არმია და მამაკაცური სითბო რომ არ მოაკლდება, მისი გარეგნობის შემხედვარე, ფაქტია.

скачать dle 11.3