კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰქონდათ თუ არა კრიზისული პერიოდები ვასკა ივანოვ-ჩიქოვანსა და მის მეუღლეს და რა დათმობებზე მიდის ტელეწამყვანი მაიკო ბოკერიასთან

 დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის კარიერულ ცვლილებებზე გიყვებოდით. „რუსთავი 2-ში“ რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ტელეწამყვანმა მოღვაწეობა „მეცხრე არხზე“ განაგრძო. მაგრამ, სულ ცოტა ხნის წინ, მას თვალი უკვე „პირველ არხზე,“ „მოამბეში“ მოვკარი და, ბუნებრივია, ამ სწრაფი ცვლილების მიზეზმა დამაინტერესა. შეხვედრა ვაკის პარკში დავგეგმეთ, სადაც ვასკა საღამოობით მეუღლესთან ერთად ბავშვს ასეირნებს. უსაყვარლესი დემეტრე, როგორც ჩანს, შეგუებულია მშობლების პროფესიას და ინტერვიუს პროცესს მშვიდად ადევნა თვალ-ყური.

ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი: „მეცხრე არხზე“ დილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ კეთდებოდა, რომლის წამყვანადაც მიმიწვიეს, მაგრამ, შემდეგ საინფორმაციოში დავჯექი. ერთ თვეზე მეტია, რაც „პირველ არხზე“ გადავედი, სადაც კონკრეტულად უკვე საინფორმაციოდან მივიღე შემოთავაზება...

– რატომ მოხდა ასეთი სწრაფი ცვლილება?

– „რუსთავი 2-დანაც“ იმიტომ გადავედი, რომ შესაბამისი წინადადება მივიღე, რომელიც საინტერესო იყო; ახლაც ისეთი რამ შემომთავაზეს, რომ ღირდა გადასვლა. ასე მარტივად იყო ყველაფერი. 

– მოგწონს საინფორმაციოს წამყვანობა? რაღაც ჩარჩოებში ხომ არ მოექეცი?

– ალბათ კი და, მგონია, რომ თავად ვიქცევ ამ ჩარჩოებში საკუთარ თავს. მინდა, გავექცე იმას, რასაც საინფორმაციოს სტანდარტული, დოგმატური წამყვანი ჰქვია, თუმცა, ჯერჯერობით ამას ვერ ვაკეთებ, რადგან, „პირველი არხის“ მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ეს ნერვიულობა მაინც მოქმედებს. იმედია, ეს მღელვარება ჩაცხრება, დავმშვიდდები და ნელ-ნელა გავალ სტანდარტული წამყვანის ჩარჩოებიდან. მომწონს ახალი სტილი, რომლითაც ევროპასა და ამერიკაში მუშაობენ, სადაც წამყვანი უბრალოდ ინფორმაციის გამხმოვანებლები კი არ არიან, პროფესიული ილეთებით ახერხებენ თავიანთი დამოკიდებულების გადმოცემას. მომხრე ვარ, რომ ქართული სტანდარტები შეიცვალოს. სხვა ქვეყნებში არ კითხულობენ, უფრო თხრობითი ფორმა აქვს საინფორმაციოს. მაყურებელიც არ უნდა იყოს დაზაფრული, უნდა უამბო, მოუთხრო... მაგრამ, თვითონ საინფორმაციოს გიჟური რიტმიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებ. ისეთი საგიჟეთია გადაცემის დაწყებამდე, ისეთ ქაოსში ხარ, რომ ეს ძალაუნებურად მოგყვება ეთერშიც. დაძაბული და ჩქარი ტემპი გადაცემაშიც მომყვება და ყველაზე მეტად მინდა, ეს ყველაფერი გადაცემის დაწყების წინ მოვიხსნა და ამბები მშვიდად გადმოვცე. ახლა უკვე რეჟისორიც და საინფორმაციოს ხელმძღვანელიც ჩემკენ არიან და, ალბათ, მოვახერხებთ სტანდარტების შეცვლას. 

– მოკლედ, გაწვება ინფორმაციები...

– კი, მაწვება და, როგორც ვულკანი, ისე ამოვხეთქავ ხოლმე (იცინის). პირველად ხდება ჩემი კარიერის განმავლობაში, როდესაც არც თანაწამყვანი მყავს, არც სარეკლამო ჭრაა... მხოლოდ მე და მაყურებელი ვართ ერთი საათის განმავლობაში ერთად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა: უნდა იყო დაბალანსებული, ობიექტური...

– ეს ძალიან რთულია იმ ფონზე, რომ, არა მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის,“ არამედ, ზოგადად, საინფორმაციოების მიმართ უნდობლობაა ხალხის მხრიდან.

– ეს პრობლემა არსებობს და, ამიტომ, კიდევ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, რომ ინფორმაცია იყოს დაბალანსებული, წარმოთქმული ენითა ქართულითა...

– ახლა შენ და მაიკო ერთ ჰოლდინგში მუშაობთ – მაიკო „მეორე არხზეა“.

– დიახ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ვართ ორივე. მე პირველი ვარ, ისევე, როგორც ოჯახში და, მაიკო – მეორე (იცინიან). 

– ქალი ყოველთვის პირველია, უბრალოდ ეს კაცმა არ უნდა იცოდეს... მოკლედ, ასეა თუ ისე, საქმე ერთი გაქვთ. როგორია თქვენი თანამშრომლობა?

– მთლად ერთი საქმე არ გვაქვს, მაიკო უფრო განსხვავებულ, წყნარ რიტმშია, თვითონ არხის სპეციფიკიდან გამომდინარე. 

მაიკო ბოკერია: ძირითადად, სამსახურიდან ერთად მოვდივართ ხოლმე, სხვა დროს ერთმანეთს ვერ ვნახულობთ. ეს არის ჩვენი ერთად მუშაობის გადაკვეთა. დილითაც ვერ ვახერხებთ ერთად წასვლას, ჯერ ვასკა მიდის, მერე – მე. 

– ამ ოჯახურ ამბავს ემატება დედაც, რომელიც მაიკოს უშუალო უფროსია, შენი კი – ირიბი უფროსი...

ვასკა: აქვე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ მაიკო ბოკერიამ მუშაობა დაიწყო მანამდე, ვიდრე თვითონ ჩემი ცოლი გახდებოდა, მისი დედამთილი კი – მისი უფროსი და მეც მხოლოდ ამის შემდეგ გადავედი „პირველ არხზე“.

– მოკლედ, ბედისწერამ შეგყარათ ერთად.

– დიახ და შევქმენით ოჯახური კლანი (იცინიან). ჩემგან განსხვავებით, მაიკო პროფესიით ჟურნალისტია, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხით.

– მაიკო, როგორი უფროსია დედამთილი? 

მაიკო: სხვათა შორის, ძალიან კარგი, ცუდს ვერაფერს ვიტყვი. მკაცრი უფროსი ნამდვილად არ არის, უფრო სწორად, არ ვაშავებ და სიმკაცრეს არ ვიმსახურებ. თუმცა, დაგვიანებისთვის ფინანსური სანქციები რამდენჯერმე მაინც შემეხო – ჩამომაჭრეს ხელფასი, საყვედურიც გამომიცხადეს (იცინიან). ასეც უნდა იყოს. 

ვასკა: ეს სწორია. სამსახურში უფროსი და უმცროსი არიან, სახლში კი – რძალ-დედამთილი. სამსახურში დიდად არ აქვთ ერთმანეთთან შეხება. 

– მეორე ინტერვიუს ვწერ, სადაც დედამთილი რძლის უფროსია: თქვენ და, კიდევ, მაკო დოლიძე და ბაია ცანავა.

– შენ ცალკე მასალა უნდა გააკეთო – ოჯახური კლანები ქართულ ტელესივრცეში. 

მაიკო: რძალ-დედამთილობის პრობლემა ქართულ ჟურნალისტიკაში (იცინიან).

– ოჯახური ცხოვრება პერიოდებად იყოფა, მათ შორის არის კრიზისული პერიოდებიც. 

– კი, მესამე, მეშვიდე წელი... (იცინიან) მესამე წლის პერიოდს გავდივართ, მეშვიდეს ველოდებით (იცინიან). 

ვასკა: კრიზისული პერიოდი, გამწვავება და დაძაბულობა ნამდვილად არ გვქონია. ჩხუბები, კონფლიქტები, რა თქმა უნდა, იყო – ამის გარეშე, ალბათ, არ არსებობს, მაგრამ ამას კრიზისი ნამდვილად არ ერქვა. 

– და, რა არის ხოლმე ჩხუბის ძირითადი მიზეზი?

– ცოლის რთული ხასიათი. 

მაიკო: კი, ამას დაიჯერებენ აუცილებლად. დაწერეთ, ვასკა დაჟინებით ამტკიცებს, რომ კონფლიქტის მიზეზი ცოლის რთული ხასიათია (იცინიან). 

ვასკა: ჯიუტია. ჩხუბი დაწყებული არ არის, რომ ეგრევე კომპრომისზე ვარ წასული. ვიცი, რომ უნდა გაჯინიანდეს; ეს რომ გაჯინიანდება, მეც უნდა ავყვე; თუ ავყვები, ეს არ დამითმობს, მერე მე არ დავუთმობ და საშინლად ვიჩხუბებთ. საბოლოოდ კი მაინც უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს და, ამიტომ, რა აზრი აქვს ამხელა წრეს? პირდაპირ დათმობაზე მივდივარ და „ვატარებ“.

– დემეტრეზეც მომიყევით, როგორი ბიჭია, როგორია მისი და თქვენი ოთხფეხა მეგობრის ურთიერთობა?

– დემეტრე უკვე იმხელაა, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა, მის გაზრდაში ნაკლებ მონაწილეობას ვიღებ, ვგულისხმობ საჭმლის ჭმევას, ტანსაცმლის გამოცვლას და სხვა. პრინციპულია, თავისი ხასიათი აქვს, მაგრამ, წყნარია, არ არის მტირალა.  რაც შეეხება ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, იმის გამო, რომ ჯერჯერობით მაიკოს მშობლებთან ვართ და კავკასიური ნაგაზი ეზოს გარეშე ძალიან ცოდოა, ის კახეთში, ცხვარში გავუშვით და არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. ბებიის რეკომენდაციით, ვცდილობთ, ბავშვი იაპონური წესით გავზარდოთ და არაფერი დავუშალოთ 6 წლამდე. არა მგონია, მანამდე ნერვები გვეყოს, უკვე არის რაღაცეების დაშლა, მაგრამ, ჩხუბისა და ყვირილის კატეგორიული წინააღმდეგები ვართ. 

скачать dle 11.3