კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით არის გამორჩეული მთაწმინდის პარკი მთელ თბილისში და რა კომფორტს უქმნის ის თითოეულ სტუმარს

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთხელ მაინც ყოფილა მთაწმინდის პარკში, უკან დაბრუნებულს აუცილებლად ექნება იქ კიდევ მრავალჯერ მისვლის სურვილი. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ პარკს განსაკუთრებული ხიბლი და სტუმრებისთვის კომფორტული გარემო აქვს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მთაწმინდის პარკის გენერალურ დირექტორს, ბატონ ირაკლი სასანიას ვესტუმრეთ, რომელიც მუდმივად ზრუნავს სიახლეებზე, რათა სტუმრებს კიდევ უფრო მეტად გაულამაზოს პარკში გატარებული დრო. 

– ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მთაწმინდის პარკი არ არის გათვლილი მხოლოდ ბავშვებზე.

– დიახ, მთაწმინდის პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ სეგმენტზე, ვისაც კი აქვს სურვილი, შეუძლია, წელიწადის ნებისმიერ დროს ამოვიდეს აქ და დაისვენოს.

– რომელი საათიდან რომელ საათამდე მუშაობს მთაწმინდის პარკი?

– ფუნიკულიორი დილის 9 საათიდან იხსნება და მუშაობს დილის 4 საათამდე, თუმცა, პარკი ღამის 11 საათზე იკეტება. ასე რომ, სტუმრებს შეუძლიათ, დილიდანვე გვესტუმრონ და სუფთა ჰაერზე იყვნენ. 

– საშუალოდ დღეში რამდენ სტუმარს მასპინძლობთ?

– გააჩნია, რა დღეა, რამდენად მზიანი ამინდია და ასე შემდეგ. შაბათ-კვირას გაცილებით მეტი ხალხი ამოდის სხვა დღეებთან შედარებით. რაოდენობას ვერ ვაკონტროლებთ, რადგან, ჩვენთან თავისუფალი შემოსვლაა და ბილეთები არ იყიდება. 

– როგორ ფიქრობთ, რა არის მთაწმინდის პარკის მთავარი ხიბლი, ანუ, რატომ უნდა გააკეთოს სტუმარმა არჩევანი მთაწმინდის პარკზე?

– უპირველესად, იმიტომ უნდა ამოვიდნენ ჩვენთან, რომ აქ სუფთა ჰაერია და ტემპერატურა დაახლოებით 4 გრადუსით განსხვავებულია თბილისთან შედარებით. გვაქვს, ასევე, ძალიან კარგი კვების ობიექტები, ყველანაირი გემოვნების გათვალისწინებით – როგორც ქართული, ასევე, ევროპული, აზიური და ასე შემდეგ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთაწმინდის პარკს აქვს ფანტასტიკური ხედები, ულამაზესი ლანდშაფტი, თუკი რამ არსებობს თბილისში. გარდა 80-წლიანი ხეებისა, ძალიან ბევრი ხე დაემატა პროექტის დამტკიცების შემდეგ. ბევრი ხეა ჩამოტანილი ჰოლანდიიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც ძალიან გაალამაზა ტყე-პარკი. გვაქვს უაღრესად საინტერესო ატრაქციონები, რომლებიც მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული. პარკის დაპროექტებაში ევროპელი კონსულტანტები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ტერიტორია სამ ზონად დაგეგმეს: საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალურ ზონებად, თავისი შესაბამისი ატრაქციონებითა და ინფრასტრუქტურით. 

– რომელ ზონაზე უფრო მეტია მოთხოვნა?

– ბავშვთა ზონა ძალიან პოპულარულია, თუმცა, საოჯახო და ექსტრემალურ ზონებშიც ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია. 

– ტერიტორია დაცულია?

– რა თქმა უნდა, ტერიტორია დაცულია. კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული სამთავრობო დაცვის პოლიციასთან, რომელიც პერიმეტრს მთლიანად იცავს. გარდა ამისა, გვყავს შიდა დაცვაც, რომელიც, ასევე, სიმშვიდეს უზრუნველყოფს. ჩვენთან ჯერჯერობით არაფერი ისეთი არ მომხდარა და, იმედი გვაქვს არც მოხდება, რადგან, ძალიან მშვიდი და სტუმართმოყვარე გარემო გვაქვს.

– ტურისტები ხშირად ამოდიან?

– ფაქტობრივად, თბილისში ჩამოსული ყველა ტურისტი ერთხელ მაინც ამოდის მთაწმინდის პარკში. ძალიან ბევრ ტურისტს თუნდაც იმიტომ უყვარს აქ ამოსვლა, რომ თბილისს ზემოდან გადახედოს. თუმცა, აქ მოსულები უკვე ხვდებიან, რომ, კარგი გადასახედის გარდა კიდევ ბევრი რამ არის მთაწმინდის პარკში საინტერესო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ტურისტულ ასოციაციასთან; მემორანდუმი გავაფორმეთ, რათა, ტურისტების ამოსვლას უფრო ორგანიზებული ხასიათი ჰქონდეს – წინასწარ გათვლილი პროგრამით, თავისი გიდით და ასე შემდეგ.

– პარკში ატრაქციონები ყოველდღიურად მუშაობს?

– ყველა ატრაქციონი თითქმის ყოველდღე ჩართულია. თუ წვიმიანი ამინდია, იმის გამო, რომ დატვირთვა არ არის, არ ვამუშავებთ. წელიწადში მხოლოდ ერთი თვე – თებერვალში ვაჩერებთ ატრაქციონებს, რათა ტექნიკური დათვალიერება ჩავუტაროთ და შევაფასოთ მათი მდგომარეობა. ამ პერიოდში ჩამოგვყავს ინგლისური ან გერმანული კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს ამოწმებს და რეკომენდაციებს გვიწევს, რა უნდა გაკეთდეს. 

– ალბათ, სამომავლო გეგმებიც დიდი გაქვთ.

– პარკი ცოცხალი ორგანიზმივით არის, სულ სიახლე და განვითარება სჭირდება, ჩვენ კი ამ ყველაფერზე ვზრუნავთ. ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც რამდენიმე ახალ მიმართულებას მოიცავს. ესენია: 7დ კინოთეატრი; დიდი საცურაო აუზი კარგი გადასახედით; გვექნება ნამდვილი საჰაერო ბუშტი, რომელიც ჯერჯერობით დამაგრებულია; ასევე, იქნება ახალი ატრაქციონები და დაემატება კვების ობიექტები.

– ანუ, სტუმარს ყოველ ამოსვლაზე რაღაც სიახლე დახვდება მთაწმინდის პარკში.

– ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მუდმივად გვქონდეს სიახლეები, სხვანაირად არც შეიძლება; ასევე, ვზრუნავთ იმაზეც, რომ აქ მოსულ სტუმარს ყველანაირი კომფორტი შევუქმნათ როგორც გართობის, ისე სიმშვიდის თვალსაზრისით.

скачать dle 11.3