კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიშნავს თუ არა დოკუ უმაროვის განცხადება იმას, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ტერაქტების მოწყობაში მებრძოლებს მოსახლეობაც დაეხმარება

მართალია, რუსული და, რატომღაც, ქართული საინფორმაციო საშუალებები დუმილს ამჯობინებენ, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა: სისხლიანი დაპირისპირება არ წყდება. უფრო მეტიც, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მკვდრად შერაცხილი დოკუ უმაროვიც გამოჩნდა და რფ-ს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლასაც დაჰპირდა. ამის პარალელურად, ჩრდილოკავკასიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთი სრულ ჩიხშია და, ადრე თუ გვიან, წასვლაც მოუწევს.  თუმცა, მეორე მხრივ, არც რუსეთია უქმად და, როგორც ექსპერტები ამბობენ, კავკასიიდან „ნატოს“ გაძევების მიზნით (რომელიც ხეირიანად ჯერ არც კი შემოსულა), შესაძლოა, ყარაბაღის ომი განაკონსერვოს, რომ იქ შუამავლის ეგიდით  საკუთარი შეიარაღებული ძალები განათავსოს. სანამ ჩვენ ვილნიუსის სამიტზე „მაფის“ მონიჭება-არმონიჭებასა თუ ასპირანტის სტატუსის შენარჩუნებაზე ვბჭობთ, კავკასიაში პროცესები საკმაოდ მწვავედ ვითარდება. ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაგვიზიარებს. 

– დოკუ უმაროვი ნამდვილად ცოცხალია?

– ვინ თქვა, რომ არ არის?!

– რუსეთის სპეცსამსახურებმა.

–  რა თქმა უნდა, ცოცხალია. ეს არის მისი დაღუპულად გამოცხადების, თუ არ ვცდები, მეშვიდე შემთხვევა. ასეთია სპეცსამსახურების სამუშაო რეჟიმი, როდესაც ადამიანი აღარ ჩანს და აინტერესებთ, ფიზიკურად სად არის, რა ძალები უჭერენ მხარს, საზოგადოების რომელი ფენა დაინტერესდება ყველაზე მეტად ამ ამბით და რომელ ქვეყნებში მოჰყვება ყველაზე დიდი რეაქცია ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ; რამდენად პოპულარულია ისევ, რამდენად აქტუალურია ამ ადამიანის ყოფნა-არყოფნა. ერთგვარი ტესტია ასეთი ინფორმაციის გავრცელება.

– გასაგებია, რომ სპეცსამსახურებს თავიანთი ინტერესი აქვთ, მაგრამ, დოკუ უმაროვიც არ ჩანდა კარგა ხანს, ისიც აკვირდებოდა რეაქციას ხმებზე საკუთარი გარდაცვალების შესახებ?

– არა, ის არავის აკვირდება, ის მებრძოლია და იატაკქვეშეთი მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. ის არ უნდა გამოჩნდეს, უნდა შეინიღბოს, რომ საინფორმაციო საშუალებებმა ვერ გაიგონ მისი საქმიანობის, გეგმებისა და გადაადგილების შესახებ, განსხვავებით ჩვენი პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრისგან, რომლებიც წინასწარ აანონსებდნენ, როდის ჩადიოდნენ ავღანეთში და ვიცით კიდეც ამის შედეგები. 

– მესმის, რომ სოჭის ოლიმპიადამდე დიდი დროა, მაგრამ, ასე ადრე საკუთარი გეგმების გახმოვანება უფრო არ მისცემს საშუალებას უმაროვის მოწინააღმდეგეს, ანუ, რუსულ სპეცსამსახურებს, საფუძვლიანად მოემზადოს? რა დატვირთვა ჰქონდა დოკუ უმაროვის ასეთ ნაადრევ მუქარას?

– თუ მოისმინეთ, დოკუ უმაროვისა და მისი თანამებრძოლების განცხადება გათვლილი იყო კავკასიურ ელექტორატზე. ეს არ იყო ფუნდამენტური ისლამის მიმდევარი ლიდერის განცხადება. მან ასე თქვა: წინაპრების ძვლებზე არ ჩავატარებინებთ სატანისტურ აღლუმსო. მას არ უთქვამს, რომ ის ალაჰის მებრძოლია და ალაჰმა უკარნახა ეს ქმედება.

– ანუ, რელიგიური მოტივი გამორიცხა?

– დიახ და აბსოლუტურად სწორად გათვალა: მან  კიდევ ერთხელ შეახსენა კავკასიელებს როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომ კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები არის კავკასიელების მიწები და რომ იქ საუკუნეების განმავლობაში სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ ჩასახლდნენ არაკავკასიელები. კონკრეტულ ეთნიკურ წარმომავლობებს არ ვასახელებ იმიტომ, რომ სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში არა მხოლოდ რუსები ცხოვრობენ. ასე რომ, გათვლა იყო სწორი და კავკასიელებს ზუსტად ის ინფორმაცია მოაწოდა, რისი მოსმენაც მათ უნდოდათ. ამით მან საკუთარი თავი დაიცვა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მისთვის რადიკალური ისლამის მიმდევრის იარლიყის მინიჭებისგან. ამ განცხადებას ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა: გამოეხმაურა ჩერქეზეთის დიასპორის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ჩერქეზეთი აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა ან რუსეთის ფარგლებს გარეთ, ან რუსეთის ფარგლებში, მაგრამ, არა იმირატის დაქვემდებარებაში. ასე რომ, ჩერქეზების გზავნილიც ისეთივე იყო, როგორიც უმაროვის: თუ ეს იქნება ტრადიციული და კავკასიური დაპირისპირება, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ, თუ შენ ამას გააკეთებ რადიკალური ისლამის ეგიდით, ჩვენ შენთან არ ვართ.

– ესე იგი, აშკარა განხეთქილებაა ტრადიციული ისლამის წარმომადგენლებსა და ფუნდამენტალისტებს შორის?

– რა თქმა უნდა. ტრადიციული ისლამის მიმდევრები ამბობენ, რომ კავკასია არის ერთიანი სასიცოცხლო სივრცე, სადაც წამყვანი პოზიციები კულტურაში, პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში ეკუთვნით ქართველებს და ჩვენ ამ გზას უნდა მივყვეთ. რადიკალური ისლამის მიმდევრები კი ამბობენ: არაფერი არ არსებობს არც კავკასიაში, არც დედამიწის ზურგზე, გარდა ალაჰისა. შესაბამისად, სავსებით ბუნებრივია, რომ მრავალათასწლიანი ისტორიისა და კულტურის მქონე კავკასიელები ვერ მიიღებენ ფუნდამენტური ისლამის შემოთავაზებებს, ისევე, როგორც ტრადიციული კავკასიელი მართლმადიდებლებისთვის მიუღებელია იეღოველთა სექტის შემოთავაზებები. რაც ქრისტიანობისთვის არის „იეღოვას მოწმეები“, დაახლოებით, იმავე ფუნქციითაა დატვირთული ისლამში ვაჰაბიზმი. მათთვის პროდასავლური ორიენტაცია გაიგივებულია საქართველოსთან. მეტიც, ბოლოს კავკასიის ფაქტობრივი მეფე იყო ალექსანდრე ბატონიშვილი და მას ჩრდილო კავკასიაში შამილზე დიდი ავტორიტეტი აქვს.

– რომელს უფრო მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს კავკასიაში: ტრადიციულ ისლამს თუ ვაჰაბიზმს?

– რა თქმა უნდა, ტრადიციულ ისლამს. 

– მაგრამ, ფული, ალბათ, უფრო მეტი ვაჰაბიტებს აქვთ.

– რა თქმა უნდა და, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მთავარი შეცდომაც ის არის, რომ ტრადიციული ისლამის მიმდევრები და საერო ცნობიერების კავკასიელები შეავიწროვა და, ამიტომაც, მათი ადგილი ავტომატურად დაიკავეს უფრო აგრესიულმა ადამიანებმა, რომლებსაც რადიკალური ისლამის სახით იდეოლოგიაც უმაგრებდა ზურგს და მატერიალური შესაძლებლობაც. ფაქტი ერთია: ჩრდილო კავკასიაში რადიკალური ისლამის მიმდევრები რომ არ იყვნენ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული იქნება, გამოიყვანოს ჯარები, რომლებიც დამატებით ჰყავს ამის გამო შეყვანილი და თავის ნებაზე მიუშვას პოლიტიკური პროცესები. ჩრდილო კავკასიაში პროცესების თავის ნებაზე მიშვება კი ნიშნავს შემდეგს: ყველა რესპუბლიკა, მინიმუმ, რეალურ დამოუკიდებლობას მოითხოვს. სრულფასოვანი დამოუკიდებლობა კი ავტომატურად გულისხმობს, რომ ეს რესპუბლიკები ინტეგრირებულნი იყვნენ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში და ჰქონდეთ თავიანთი ეკონომიკური რესურსების დამოუკიდებლად  განკარგვის ნება.

– ვაჰაბისტები, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთის ხელისუფლების მოკავშირეებად გამოდიან. დოკუ უმაროვსა თუ იმ ძალებს, რომლებიც მას მხარს უჭერენ, აქვთ შესაძლებლობა, ჩაშალონ ოლიმპიადა? ან, რა დონეზე შეიძლება, შეუშალონ ხელი მის ჩატარებას?

– როგორც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე, კატეგორიულად გამოვრიცხავ დოკუ უმაროვისა და მისი თანამოაზრეების კავშირს რუსეთის სპეცსამსახურებთან. შეიძლება, ვიღაც სადღაც შეგზავნილი და ჩანერგილია, მაგრამ, დოკუ უმაროვი და მისი თანამოაზრეები, უპირველესად, იყვნენ საერო ცნობიერების კავკასიელები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და შემდეგ აღმოჩნდნენ იძულებულები, მოხვედრილიყვნენ ამ დინებაში ერთი მარტივი მიზეზის გამო: მთელმა მსოფლიომ წაუყრუა ამ ადამიანების პოლიტიკურ მოთხოვნებს. ისინი დარჩნენ დაუცველები და უსახსროდ და გახდნენ იძულებულები, გაერთიანებულიყვნენ რადიკალური ისლამის მებრძოლებთან.

რაც შეეხება შესაძლებლობებს: შესაძლებლობა ძალიან დიდი აქვთ და დღეს ვერავინ გეტყვით თქვენ, რა ფორმით გამოიყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს და რა მიმართულებით, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებას ემირატის მთავარსარდლობაში ვერავინ დაესწრება. მაგრამ, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ: მათ საკმაოდ დიდი ძალა აქვთ, დიდი გავლენებიც და ძალიან ბევრი თავგანწირული ადამიანიც ჰყავთ, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: 1994 წლიდან დღემდე, თითქმის 19 წელია, ჩრდილო კავკასიაში ადამიანები სხვადასხვა ფორმით ებრძვიან რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას. ზოგი საერო ცნობიერების კავკასიელია და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ზოგი ტრადიციული ისლამის მიმდევარია, ზოგი –  რადიკალური ისლამის მიმდევარი, მაგრამ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი რამ უცვლელი რჩება: ჩრდილო კავკასიის მშვიდობიანი მოსახლეობა თანაუგრძნობს და ეხმარება მებრძოლებს. დოკუ უმაროვის ამ განცხადების მთავარი მოტივიც ის არის, რომ მთელი ჩრდილოკავკასიური მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხელს არ შეუშლის მათ ტერაქტის ჩატარებაში.

– ჩრდილო კავკასიაში ტრადიციული ისლამისა და ვაჰაბიზმის დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ იმავე სოჭის ოლიმპიადასთან მიმართებაში და, ამ დროს, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ოლიმპიადაში?

– ჩვენ ადრეც და ახლაც ერთი და იგივე პოზიცია გვაქვს: გააჩნია, რა არის ჩვენი მიზანი. ჩვენ რომ იქიდან მედლებს ვერ წამოვიღებთ, ამაში ყველა ვთანხმდებით. მაშასადამე, ჩვენს იქ ჩასვლას აქვს პოლიტიკური დატვირთვა: ესეც არ არის პრობლემა, მაგრამ რა შედეგს ველოდებით ამ ჩვენი პოლიტიკური ნების გამოხატვით? უფრო მეტს მოვიგებთ თუ დავკარგავთ ჩასვლით?! იქნებ ჩაუსვლელობით უფრო მეტი მოგვეგო? ეს უნდა დავთვალოთ, მაგრამ არავინ ითვლის და არც არავის არასდროს დაუთვლია: არც შევარდნაძის ხელისუფლებაში, არც სააკაშვილის და არც დღევანდელში ასეთი გათვლები რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არც მომისმენია და არც დამინახავს. ყველა პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, რასაც მოსდევს ცუდი შედეგები და კავკასიის ხალხთა კონფედერაცია და ზაალ კასრელიშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად საკუთარი ავტორიტეტის ხარჯზე ამ შეცდომებს როგორღაც გამოასწორებენ ხოლმე.

– ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს მიჰყიდა მილიარდის შეიარაღება, სომხეთში საერთოდაც განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზები და მათ შორის სამხედრო შეთანხმებაა, რაც ერთმანეთის სამხედრო ძალით დახმარების ვალდებულებას გულისხმობს. არადა, რუსეთი თავის სტიქიაშია: ორივე მხარეს აიარაღებს. რა ხდება? ჩრდილო კავკასიისთვის ვერ მოუვლია და ზურგში, სამხრეთ კავკასიაში, კიდევ ერთი ფრონტის გახსნას აპირებენ?

– რამდენიმე კვირის წინათ გვქონდა პრესკონფერენცია, სადაც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის გამგეობის სახელით გავაკეთე განცხადება, რომ ყარაბაღში ვითარების ესკალაცია ხდება, ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და ამას აუცილებლად მოჰყვება სისხლისღვრა და გართულება მთელ კავკასიის რეგიონში.  იქნებიან დევნილები, შეიცვლება ვალუტის კურსი, დაიწყება ეკონომიკური პრობლემები, იმიტომ რომ კავკასიური რესპუბლიკების ეკონომიკის 70 პროცენტი დგას იმპორტზე. ამას აუცილებლად მოჰყვება ჩრდილო კავკასიაში გარკვეული ძალების გააქტიურება, რაც ძალიან მძიმე ფონს შექმნის საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთელ კავკასიაში. ეს კი რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მისცემს საშუალებას, ყარაბაღში შეიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები და მოაწყოს სამხედრო ბაზა, როგორც ეს გააკეთა აფხაზეთსა და ცხინვალში. გადავხედოთ, ამჟამად როგორი მოცემულობაა კავკასიაში: რუსეთი აკონტროლებს სიტუაციას ჩრდილო კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში ფლობს ორ სამხედრო ბაზას, სომხეთში აქვს ბაზები და ახლა ცდილობს, გაიკეთოს სამხედრო ბაზა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაშიც. ეს, ვფიქრობ, „ნატოს“ შანსებს კავკასიაში გაანულებს.

– ობობასავით დაქსელავს რუსული სამხედრო მანქანა ახლა უკვე სამხრეთ კავკასიას.

– ვიმეორებ, „ნატოს“ შანსები კავკასიაში განულდება, თუ მინუსებში არ გადავა. შესაძლოა, მინუსებშიც წავიდეს, რადგან, ემოციური კავკასიელი ხალხი საყვედურს იტყვის იმის გამო, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სათანადო ძალასა და სათანადო პროფესიონალიზმს ვერ აჩვენებს კავკასიაში და, ამიტომაც, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ბევრს უბედავს კავკასიელებს. ხომ გასაგებად ვამბობ?!

– აბსოლუტურად გასაგებია: „ნატოს“ ადგილს აღარ უტოვებს.

– ფიზიკური შევიწროების გარდა, მორალურადაც მოიპოვებს უპირატესობას რუსეთი. ჩვენ ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთეთ: შევთავაზეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას შუამავლობა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა და ეკონომიკური პრობლემები და, რაც მთავარია, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კურსის ცვლა. ეს არ იქნება პრეცედენტი, არამედ, იქნება გაგრძელება იმ კარგი წამოწყებისა, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ და ერთობლივად გამოვიძიეთ ლაფანყურის ოპერაცია და გავარკვიეთ მებრძოლების გადაადგილების მარშრუტები საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც იყენებდნენ არაკავკასიური სახელმწიფოები კავკასიელების დახმარებით.

– რეალურია ყარაბაღში ომის განახლება?

– სავსებით რეალურია. ერთი ინტერვიუ არ ეყოფა იმ პოლიტიკური პროცესების ანალიზს, რაც ხდება. რადგან ეს არის რუსეთის სამხრეთ კავკასიაში დაბრუნების შანსი, ის ეცდება, რომ ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი, ცდილობს, მიიპყროს დაქირავებულების ყურადღება. გვაქვს ინფორმაცია, რომ ორივე ქვეყანამ შესთავაზა დაქირავებულებს თავისი პირობები.

скачать dle 11.3