კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩალის ფასად – სიყვარული

ანუ, დაგვნებდა

ქართულმა დიპლომატიამ კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა, კერძოდ, თუკი აქამომდე ძეხორციელი ვერ გარკვეულიყო, ვანუატუს 50 000-იანი, სასირცხოზე ჯერაც ფოთოლაფარებული მოსახლეობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, აწ უკვე ვიცით, რომ ვანუატუელები ჩვენ დაგვნებდნენ.

მეორე მხრივ, ისინი კი დაგვნებდნენ, მაგრამ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დანებების მსურველთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. უჩანს და, აი, რატომ: როგორც აღმოჩნდა, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფხაზეთთან და „იუჟნაია ოსეტიასთან“ საქმის დაჭერას არ ურჩევს. 

სხვათა შორის, იმის პარალელურად, რომ, „საქართველოში ბიზნესის წარმოება საკმაოდ ხელსაყრელია,“  რფ-ის საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის საიტზე ვკითხულობთ, რომ „აფხაზეთის საქმიანი კლიმატი შესაძლოა, შეფასდეს, როგორც საკმაოდ რთული ინვესტორებისთვის (კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი აქვთო, ანუ ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო),  ხოლო „იუჟნაია ოსეტიას“ თითქმის წყალწაღებულად ახასიათებენ: „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რესპუბლიკაში უკიდურესად ჩამორჩენილად ხასიათდება“.

ჩვენ არ ვიცით, რა მიზანს ემსახურება რფ-ის საგარეო უწყების, ერთი მხრივ, ჩვენდამი ეგზომ დატკბობა, მეორე მხრივ კი, ამ ჩვენი სეპარატისტების შერისხვა, თუმცა, იმას კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის სიყვარულს ჩალის ფასი აქვს. 

скачать dle 11.3