კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასიამოვნო წვრილმანი

კაზაკების უმწიკვლოება

სანამ ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, სტავროპოლის ოლქის ქალაქ როჟდესტვენსკში, ივნისის შუაგულში, 27 წლის ავარიელმა მამაკაცმა კაზაკი გააუპატიურა და, როგორც იქაურ კაზაკთა ატამანი აცხადებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. 

ამ განცხადებას ადგილობრივი, არაკაზაკი მცხოვრებლებიც გამოეხმაურნენ და, მაგალითად, ერთ-ერთმა ქალბატონმა ისიც კი ბრძანა, რომ ისიც იმავე ავარიელის მსხვერპლი გახდა იმავე მეთოდებით, ოღონდ, 6 წლის წინათ.

ადგილობრივი მოსახლეობა აღშფოთებულია, კაზაკთა ატამანიტეტი მკაცრი ღონისძიბების გატარებას ითხოვს (ჩამოსულთა პასპორტები შევამოწმოთ, რომ კავკასიელი არ შემოგვეპაროსო), რუსული მილიცია საქმეს იძიებს, ხოლო ეჭვმიტანილი  (რომელსაც მოულოდნელად გულის შეტევა დამართნია) დაღესტნელი კი საპატიმროშია.

მანამდე კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარებულა: მსხვერპლს მოძალადის ვალი ჰქონია, მაგრამ, არ უბრუნებდა, ჰოდა, რაკი არ უბრუნებდა, ზემოხსენებული მეთოდითაც დაისაჯა.

ასეა თუ ისე, სტავროპოლის ოლქი მოძალადის დასჯასაც ითხოვს და სხვა ფაქტების გამოძიებისაც. მართალია, ჩვენი გაგვჭირვებია, მაგრამ, რაკი მარტონი არ ვყოფილვართ, არც ის არის გამორიცხული, სტავროპოლის მხარეში უმწიკვლო კაზაკი მალე სანთლით გახდეს საძებნელი. 

скачать dle 11.3