კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცოცხების გამკეთებლები“

ანუ, მონატრება…

სულ რაღაც ორიოდე კვირის წინათ ხალხის რჩეული ბ-ნი ბობოხიძე ჩვეული ემოციურობით გამოგვიტყდა, რომ, ისეთმა „ნაციონალურმა“  ტიტანებმა, როგორებიც ბ-ნები სააკაშვილი და მერაბიშვილი ბრძანდებიან, „ნაცმოძრაობაში“ თავ-თავიანთი პოსტები უნდა დატოვონ. მაგრამ, არც ისეთი გულქვაა, ეთქვა (თუმცა, თუ მისი გამოსვლის პათოსით ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული, ეფიქრა), პარტიიდანაც უნდა გავრიცხოთო (დიდსულოვნად ბრძანა, რიგით წევრებად – კი ბატონოო).

მაგრამ, ასევე, სულ რაღაც ერთიოდე კვირის წინათ, იმავე ბ-ნმა ბობოხიძემ არანაკლები (თუ მეტით არა) ემოციურობით განაცხადა, რომ ხელისუფლებას 4 წელს ვერ აცლიან. ვერდაცდის მიზეზი კი შემდეგნაირია (ციტატას მოვიხმობ): „ჩვენი ადგილი არ არის იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ მივყავართ, ქართველებო, მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, ეს არის ძალა, რომელიც ნელ-ნელა გვაპარებს ანტიევროპულ და პრორუსულ იდეოლოგიას, ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ დასამხობად (რა თქმა უნდა, სუფთა წყლის ევროპულია მმართველი, რომლის სასახლის ფასი და ამშენებელი არათუ საზოგადოებამ, თვით სამართალდამცველებმაც ვერ დაადგინეს).“

თუმცა, ყველაზე საინტერესო ბ-ნი ბობოხიძის გამოსვლაში მაინც ის ადგილია, სადაც მან ბ-ნი მერაბიშვილის ციტატა მოიხმო (აი, იმ ბ-ნი მერაბიშვილისა, რომლის გენმდივნის პოსტიდან გადაყენებასაც ორიოდე კვირის წინათ მოითხოვდა): „კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბატონი ვანოს სიტყვებს: დიახ, ჩვენ ვერ ვაცლით 4 წელს .“

ერთი სიტყვით, ბ-ნი ბობოხიძე (ეჭვი მაქვს, პარტიაში შეახურეს) საბრძოლველადაა განწყობილი და მთავარ მიზანსაც გვიმხელს: „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გამოვგლიჯოთ ქვეყანა, რომელიც 1 ოქტომბერს ხელში ჩაიგდეს. ხოლო, რაკი „ნაციონალური“ მმართველობა აწ უკვე მჭიდროდ დაუკავშირდა ცოცხს, ამ თემატიკას გვერდი ვერც ხსენებულმა ბატონმა აუქცია და გვირჩია: „მაშინ ასე მაინც დავყოთ: ცოცხების გამკეთებლები, ანუ ჩვენ და ცოცხებგაკეთებულები.“ ამ ლოგიკით კი, გამოდის, რომ ბ-ნ ბობოხიძეს გული სწყდება, რაკი „ცოცხებგაკეთებულებმა“ პირველ ოქტომბერს „ცოცხების გამკეთებლები“ დაიწუნეს, ოღონდ, იქვე იბადება კითხვა: დაბრუნებაში, ვითომ, ცოცხის მონატრების იმედი აქვს?! 

скачать dle 11.3