კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსკოვმა “გვირილებს„ უმასპინძლა

წლევანდელი ზაფხული ანსამბლ „გვირილასათვის” ღირსშესანიშნავი იყო. სტუდიამ მოიპოვა გრანპრი საერთაშორისო ფესტივალზე, ასახელა საქართველო და აღაფრთოვანა უცხოელი მაყურებელი. პარალელურად, უცხოეთში გადაიღეს ფილმი ანსამბლ „გვირილას” შესახებ. აღსანიშნავია, რომ გადაღებები დაემთხვა ბულგარეთის ერთ-ერთი ქალაქის საიუბელეო თარიღს.

 ნესებრში საოცარი საზეიმო საიუბილეო ატმოსფერო იყო, რამაც ხელი შეუწყო პატარებისა და დიდების საუკეთესო განწყობას და ფილმის გადაღებებს. 

7 ოქტომბერს  თბილისში  Party Club Moscou-მ უმასპინძლა პატარა „გვირილებსა” და მის საიუბილეო საღამოზე მისულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ  ქართული ბომონდის სახეები: მომღერალი ნუგზარ კვაშალი, მსახიობი გივი სიხარულიძე, პოეტი დავით ივანიშვილი, მომღერალი მამუკა მესხი, ნანა ცინცაძე, გიორგი ბერიძე, თეა წიკლაური, ლიზა ვადაჭკორია, კომპანიების „საფილოს”, „ნარცისისა” და „მარიგოლდის” წარმომადგენლები, მომღერალი მარკუს მეტრეველი, ტელესახე ლელა ნინუა, ქორეოგრაფი გელოდი ფოცხიშვილი და კიდევ ბევრი სხვა სტუმარი. 

 გრანპრის მფლობელი „გვირილები” ფესტივალის სხვადასხვა ნომინაციაში: საუკეთესო დუეტი – ანი ჩაგუნავა და გიორგი ღოღობერიძე, ნომინაცია საუკეთესო ტრიო – ელენე ფარფალია, ანი ტოგონიძე და ანი გოდუაძე, ნომინაცია მაყურებლის სიმპათია – მარი  მელიქიძე, ნომინაცია საუკეთესო არტისტიზმი – მარი ყვენწაშვილი, ნომინაცია საუკეთესო რეტროსიმღერის შესრულება – თიკა ზურაბიშვილი, ნომინაცია საუკეთესო კოსტიუმი – სალომე ჭიკაძე, ნომინაცია მსოფლიო ჰიტის საუკეთესო შერულება – ნანუკა მელუა, ნომინაცია საუკეთესო დეფილირება – ინა ბაგდასაროვა, ნომინაცია სახასიათო სიმღერის საუკეთესო შესრულება – ნიკა გურასპაშვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც პატარებს საფესტივალო აქტივობებისა და მოპოვებული მთავარი პრიზისთვის დამატებით გადაეცათ სერტიფიკატები. ასევე, სტუდია „გვირილას” კურსდამთავრებულებს: მარიამ აფციაურს, ნინი დვალიძეს, სალომე ხერკელაძეს გადაეცა სტუდიის დამთავრების სერტიფიკატები. საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდნენ: დავით ივანიშვილი, გივი სიხარულიძე, ნანა ცინცაძე და მარკუს მეტრეველი. 

ცერემონიალის შემდეგ შედგა უცხოეთში გადაღებული ფილმის პრეზენტაცია. ფილმი საზოგადოებას წარუდგინა, ფილმის ავტორმა, რეჟისორმა ბექა მიქაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა პატარების მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შესახებ გადაღებების პროცესში. ფილმის დასასრულს მას წილად ხვდა მხურვალე აპლოდისმენტები. ანსამბლ „გვირილას” ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა, ქალბატონმა ერნა წიფურიამ საიუბილეო ტორტი საზეიმოდ გაჭრა ფოიერვერკების თანხლებით. საიუბილეო საღამო მიჰყავდათ ახალი თეატრის მსახიობს: გიგო გამთენაძესა და სტუდია „გვირილას” არტ-მენეჯერს, ნინო ჩიხ-ლაძეს, რომელსაც საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კომპოზიტორმა ზურა მანაგაძემ თავისი სიმღერა გადასცა საჩუქრად. საღამოზე აღსანიშნავი იყო პოეტების პაექრობა, გივი სიხარულიძის, ლელა ნინუას, ნანა ცინცაძის და დავით ივანიშვილის საუცხოო მჭევრმეტყველება და სიტყვის ხელოვნება. იუბილეზე გაჟღერდა ასევე, სენტიმენტალური ტანგო, რომელიც ანსამბლს თამარ ნადირაძემ და გივი სიხარულიძემ მიუძღვნეს. ნანა ცინცაძის ულამაზესი ლექსი ედო საფუძვლად სიმღერას, რომელიც „ქართველ ლუჩანო პავაროტად“ წოდებულმა მომღერალმა, მამუკა მესხმა შეასრულა. სტუდიას იუბილე მიულოცა ანსამბლის უფროსი თაობის წარმომადგენელმა თათია ბააკაშვილმა თავისი რამდენიმე სიმღერით. საინტერესო ამპლუა მოირგეს ლელა ნინუამ და გელოდი ფოცხიშვილმა მათ სტუდიას ბოშური დუეტი უძღვნეს.

კომპოზიტორ ზურა მანაგაძის მიერ ნაჩუქარი სიმღერა კი დუეტ-სიურპრიზად გაჟღერდა საიუბილეო საღამოზე. სიმღერას ასრულებდნენ ნინო ჩიხლაძე და ნუგზარ კვაშალი. საიუბილეო საღამო თბილ და ლამაზ გარემოში ჩატარდა. წარმატებები „გვირილებს”!  

скачать dle 11.3