კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ასტროლოგიური ტიპის ადამიანთან არ ღირს ახლოს ყოფნა და რატომ უნდა დაგეგმოთ შეხვედრები მთვარის ფაზის გათვალისწინებით

დედამიწაზე იდეალური და აბსოლუტურად ჰარმონიული არაფერია და ენერგიების მიმოქცევასაც თავისი დარღვევები აქვს. ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით ადამიანებში შეიგრძნობა. კერძოდ, ეთერულ სხეულში ხშირად ირღვევა ენერგეტიკული მერიდიანები, იქ ენერგიის ცირკულაცია არასწორად ხდება და, ამ დროს, არ არის გამორიცხული, ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ გაუჩნდეს პრობლემები.

ყველა ადამიანი, ძირითადად, კოსმიური და მიწიერი ენერგიებით იკვებება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მას არ ჰყოფნის ასეთი გზით მიღებული ენერგია და ვერც ბუნებისგან ახერხებს მის მიღებას, ის იწყებს მსხვერპლის ძებნას და, შესაძლოა, ეს მსხვერპლი, ანუ, ენერგოდონორი, უახლოესი ადამიანიც კი აღმოჩნდეს. გირჩევთ, ყურადღებით იყოთ ამ მხრივ, რადგან, თავის დაცვა არა მხოლოდ უცხოებისგან, არამედ, შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგანაც მოგიწიოთ.

სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ენერგია აქვს. ხშირად ხდება ენერგიის ცირკულაციის დარღვევა. როცა ადამიანს არ ჰყოფნის საკუთარი ენერგია, ამ დროს ირთვება ენერგიის ქვეცნობიერად მიღების კოდი. კერძოდ, ადამიანი ხდება ენერგოვამპირი და ცდილობს, იპოვოს ენერგოდონორი თუნდაც უახლოეს გარემოცვაში.

ბუნებაში ენერგოვამპირის ორი ტიპი არსებობს: მზისა და მთვარის. მთვარის ტიპი, რომელიც არ არის აგრესიული, ნაკლებად საშიშია; მზის ტიპი კი, საკმაოდ აგრესიულია და ეს ერთი შეხედვითაც შესამჩნევია.

მზის ტიპის ენერგოვამპირი ხშირად აგზნებულია, არ მალავს თავის აგრესიას, ცდილობს, საკუთარი აზრი ნებისმიერი ფორმითა და ხერხით მოახვიოს თავს სხვა ადამიანებს. არ ითვალისწინებს სხვების რჩევებსა და აზრებს. მისთვის დარიგების მიცემა წყლის ნაყვაა. არის ეგოისტი, მაგრამ, ამავდროულად, კარგი ორატორი. ასეთი ტიპის ენერგოვამპირი, საკუთარი მეტყველების წყალობით, ლაპარაკით იჭერს მსხვერპლს და იწყებს მისგან ენერგიის გამოწოვა-შთანთქმას. მათი უმრავლესობა ცეცხლის სტიქიის ქვეშაა დაბადებული და ამ სტიქიის გავლენა მათში მკვეთრად შეიგრძნობა.

მთვარის ტიპის ენერგოვამპირი მზის ტიპის ენერგოვამპირისგან სრულიად განსხვავდება: ის სულ უკმაყოფილოა, ცხოვრებაზე გულაცრუებულია, გამუდმებით წუწუნებს ბედზე. ხშირად საუბრობს თავის პრობლემებზე, უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ასეთი წესით, თავისი მონოტონურობით, ის აცლის „მსხვერპლს“ ენერგიას და ამ ენერგიით თავად იკვებება.

თუ ენერგოვამპირს დროზე არ გაეცალეთ, შესაძლოა, მან თქვენგან იმდენი ენერგია „გამოქაჩოს,” რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ. თუ იმ მომენტში ფიზიკურად ვერ გაეცლებით,  მოახდინეთ მისი იგნორირება: არ მიაქციოთ ყურადღება და გულთან ახლოს არ მიიტანოთ მისი სიტყვები; ან, პირიქით, შეტევაზე გადადით: სანამ ის ხმას აუწევს და თავის პრობლემებზე დაიწყებს წუწუნს, თქვენ დაასწარით – არ მისცეთ საუბრის საშუალება და მეტი ილაპარაკეთ; თუ ამანაც არ გაჭრა, რამე მოიმიზეზეთ და სასწრაფოდ გაეცალეთ – ეს თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა.

ასევე, თვის გარკვეულ დღეებში უამრავი ადამიანი უჩივის სისუსტეს, გაღიზიანებას, მგრძნობელობის მომატებას და ვერ ხსნის ამის გამომწვევ მიზეზებს. 

ადამიანის განწყობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს მთვარის ფაზები. თავი რომ დააღწიოთ ნერვიულობას, გაღიზიანებასა და მშფოთვარე ძილს, უნდა შეასრულოთ მარტივი და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები,  რომლებიც ასტროლოგიაში კარგად არის აპრობირებული. მაგალითად, თუ სავსე მთვარეა, საძინებელი ოთახი კარგად ჩააბნელეთ ფარდებით, რადგან, შესაძლოა, მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზად იქცეს.

უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში, მწარე კერძების ნაცვლად, ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახასა და იის ნაყენის მიღება – ის ორგანიზმს ადუნებს, აწყნარებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს. ასევე, სავსე მთვარის დღეებში კარგია, თუ დაძინებამდე ერთი საათით ადრე ცაცხვის ყვავილების აბაზანას მიიღებთ. ასეთი აბაზანა ადვილად მოგიხსნით სტრესს ასტროლოგიურად რთულ დღეებში.

მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ადამიანის ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამას თავიდან აიცილებთ, თუ მთვარის შევსების წინ წვენებით ან ხილით მოიწყობთ განტვირთვის დღეს. სასურველია, ამ დღეებში ტკბილეულს მოერიდოთ.

სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიირთვათ ცაცხვის ყვავილების ჩაი. 

აგრეთვე, ცნობილია, რომ სავსე მთვარის დღეებში დამზადებული ზამთრის პროდუქტის მარაგი მალევე იწყებს გაფუჭებას. სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს არც მოსავლის აღება-დაბინავებაა მიზანშეწონილი, რადგან, ამ დღეებში ადამიანის ჯანმრთელობაც შესუსტებულია და, ამიტომ, უმჯობესია, ეს პერიოდი სახლში გაატაროთ და დაისვენოთ.

скачать dle 11.3