კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთის რომელი ვარსკვლავი ფლობს ყველაზე ძვირად ღირებულ სახლს ევროპაში

ევროპაში მოთამაშე ტოპ-ფეხბურთელებს მდიდრული სახლები ან სასახლეები აქვთ. მათი შემოსავლებისა და ვარსკვლავური სტატუსის გათვალისწინებით, ფეშენებელური და მდიდრული საცხოვრებელი ფართის  ქონა აუცილებელიც კი არის. გთავაზობთ ევროპელი ვარსკვლავების ყველაზე ძვირად ღირებული სახლების ტოპ-ათეულს.

კაკა („მილანი”) – 3 მილიონი დოლარი

სახლი მადრიდში კაკამ 2009 წელს შეიძინა, როდესაც „მილანიდან“ „რეალში” გადავიდა. სახლი მადრიდის პრესტიჟულ უბანში – პოზუელოში მდებარეობს. კაკას მეზობლები კი კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა, იკერ კასილასი, სერხიო რამოსი და ანხელ დი მარია არიან, მათ შორის რონალდუ, ფაქტობრივად, კაკას კარის მეზობელია – მათი სახლები სულ რაღაც 400 მეტრით არის ერთმანეთთან დაშორებული. ესპანური პრესის ცნობით, მას შემდეგ, რაც დატოვა „რეალი” და „მილანში” დაბრუნდა, კაკამ სახლის გაქირავება გადაწყვიტა, კერძოდ, თვეში 12 ათას ევროდ ის „რეალის” ახალწვეულს, უელსელ გარეთ ბეილს მიაქირავა. ცნობისთვის, ბეილის წლიური ხელფასი „რეალში” 6 მილიონი ევროა.

ანდრეს ინიესტა („ბარსელონა”) – 4,6 მილიონი დოლარი

„ბარსელონისა” და ესპანეთის ნაკრების ლიდერისთვის ეს სახლი 2005 წელს ააშენეს. მას ხუთი საძინებელი და პატარა სალოცავი აქვს, ფასადს კი ამშვენებს წარწერა – „ინიესტა”, რომლის გარშემო ფეხბურთელის სანომრე ნიშანი – რვიანია გამოსახული. სახლის ინტერიერში მთლიანად ჭარბობს „ბარსელონის” საკლუბო ფერები. ინიესტას აუზის ფსკერზეც კი „ბარსელონის” ლოგოტიპია დატანილი. სახლი სოფელ ფუენტეალბილიეში მდებარეობს, იქ, სადაც ინიესტა დაიბადა და გაიზარდა.

ლიონელ მესი („ბარსელონა”) – 5 მილიონი დოლარი

ცნობილია, რომ მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელს, არგენტინელ ლიონელ მესის, არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, ამიტომ, მისი სახლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი. მესის სახლში სპა-სალონი, მინი-კინოთეატრი და დახურული მინი-სტადიონიც კი არის.

მარიო ბალოტელი („მილანი”) – 5 მილიონი დოლარი

მარიოს სახლი მანჩესტერის გარეუბანში მდებარეობს. ის მან ჯერ კიდევ „მანჩესტერ სიტიში” თამაშის დროს შეიძინა, რომლის რიგებსაც „სუპერმარიო” 2010-2013 წლებში იცავდა. „მილანში” გადასვლის შემდეგ, მარიო, კაკას მსგავსად, სახლს აქირავებს, ოღონდ, თვეში 13 ათას გირვანქა სტერლინგად.

კრიშტიანუ რონალდუ („რეალი”) – 6 მილიონი ევრო

„მანჩესტერში” თამაშის პერიოდში კრიშტიანუ რონალდუმ, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა მანჩესტერთან ახლოს, ჩეშირის საგრაფოში შეიძინა ფეშენებელური სახლი. ამჟამად „რეალში” მოთამაშე რონალდუს სახლი გასაყიდად აქვს გატანილი.

ფრანკ ლამპარდი („ჩელსი”) – 7 მილიონი დოლარი

„ჩელსის” ლიდერის საცხოვრებელი სახლის ფართობი 1 800 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ორსართულიანი სახლში 9 საძინებელი, 12 საპირფარეშო-აბაზანა, დახურული აუზი და ნავის სადგომია. სახლს ეკუთვნის 3 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც განთავსებულია სახლი სტუმრებისთვის, დიდი აუზი, ჩოგბურთის კორტი და გოლფის სათამაშო მოედანი.

ჯონ ტერი („ჩელსი”) – 7,5 მილიონი დოლარი

ლონდონის „ჩელსის” კაპიტანმა და ინგლისის ნაკრების ექსფეხბურთელმა, ჯონ ტერიმ, თავისი მომავალი სახლის ფოტო სამშენებლო კომპანიის სარეკლამო ბროშურაზე ნახა და მაშინვე დაინტერესდა შენობით, რომელიც ლონდონისგან მოშორებით, საუთჰემპტონში იყო აშენებული. ტერიმ ზუსტად ისეთივე სახლის მშენებლობა დაუკვეთა იმავე კომპანიას, ოღონდ, ამჯერად – ლონდონში. ტერიმ სპეციალურად მშენებლობისთვის შეიძინა 4,5 ჰექტარი მიწის ფართობი და მერიისგან  მშენებლობაზე დასტური მიიღო. ამჟამად ჯონ ტერის ოჯახი ცხოვრობს ფეშენებელურ სახლში, რომელიც ლონდონის ცენტრიდან 30 კილომეტრით არის დაშორებული. სახლში 10 საძინებელი, მიწისქვეშა აკვარიუმი, 100-მეტრიანი აუზი, 10 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოფარეხი, საცეკვაო დარბაზი და 34 ადამიანზე გათვლილი კინოთეატრია.

დიდიე დროგბა („გალათასარაი”) – 14,5 მილიონი დოლარი

ყველაზე ძვირად ღირებული სახლების სამეულს ხსნის „გალათასარაის” 35 წლის ივუარელი ფორვარდის, აფრიკის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელისა და „ჩელსის” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის დიდიე დროგბას ფეშენებელური სასახლე, რომელიც დროგბამ 2007 წელს რუსი ოლიგარქის, იური შეფლერისგან შეიძინა (რომლის საკუთრებაა არაყი „სტოლიჩნაია”). დროგბას სახლში შვიდი საძინებელი, 8 აბაზანა, 2 სამზარეულო, ორანჟერეა, აუზების კომპლექსი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა და სოლარიუმია; ასევე, სახლს აქვს 10 ავტომობილზე გათვლილი ფარეხი და მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი ოთახები. ცალკე ოთახი დათმობილი აქვს დროგბას ჯილდოებსა და პრიზებს. საგულისხმოა, რომ დროგბას მეზობელია როკ-ენ-როლის ვარსკვლავი – კლიფ რიჩარდი.

უეინ რუნი („მანჩესტერი”) – 17,8 მილიონი დოლარი

„მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის, უეინ რუნის სახლი ორ ნაწილად იყოფა: „მამაკაცებისთვის” და „ქალებისთვის”. დიზაინი მთლიანად უეინსა და მის მეუღლეს, კოლინს ეკუთვნით. ქალებისთვის განკუთვნილი ნაწილი მთლიანად ვარდისფერშია გადაწყვეტილი; ერთ-ერთ ოთახს ამშვენებს ტყავის დივანი, რომელიც სვაროვსკის თვლებით არის მორთული, თითო თვალის ფასი კი 10 ათასი გირვანქაა. სახლის სტუმრების თქმით, მთლიანი სანტექნიკა, მათ შორის, უნიტაზებიც კი, ოქროთია მოპირკეთებული. სახლს ამშვენებს ქანდაკებებიანი ბაღი, მცირე ზომის სტადიონი და უზარმაზარი ავტოფარეხი. რუნის სახლი ჩეშირის საგრაფოში მდებარეობს. მისი მეზობლები არიან რობინ ვან პერსი და რიო ფერდინანდი.

დევიდ ბექჰემი (დაასრულა კარიერა) – 20 მილიონი დოლარი

ყველაზე ძვირად ღირებულ სასახლედ ფეხბურთელების საცხოვრებლებს შორის დასახელებულია „ბექჰინგემ პალასი” – დევიდ და ვიქტორიას სასახლე, რომელიც წყვილმა 1999 წელს, დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში შეიძინა. მაშინ სასახლის ყიდვა ცოლ-ქმარს 4 მილიონი დოლარი დაუჯდა, დღევანდელი მონაცემებით კი სახლის ფასი 20 მილიონ დოლარს შეადგენს. ბექჰემების სასახლე 1930-იან წლებში აშენდა გეორგიანული არქიტექტურით. ის 7 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და ჰარტფორდშირის საგრაფოში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ სასახლის დაცვას უზრუნველყოფენ დიდი ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების ჯარების ყოფილი სამხედროები.

скачать dle 11.3