კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემმა წინაპარმა ჩაიდინა თვითმკვლელობა. გთხოვთ მითხრათ, გადადის თუ არა ეს ცოდვა მის შთამომავლებზე?

პასუხი: ეს ცოდვა შთამომავლებზე  არ გადადის, მაგრამ, თქვენი სულის ცხონებისთვის აუცილებელია, იცხოვროთ ქრისტიანული ლოცვით, მარხვით, ზიარებითა და წმინდა ცხოვრებით.

კითხვა: ჩემს ახლობელს ბიოდენების დიდი რაოდენობა აქვს, რომლითაც უანგაროდ კურნავდა ახლობლებს, თუმცა, მოძღვარმა აუკრძალა ეს საქმიანობა. რატომ არის ბიოდენებით მკურნალობა ცოდვა?

პასუხი: მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა წმინდა და ღირს მამათაგან კურნება მათი სიტყვითა და შეხებით, მაგრამ, მათ ეს უნარი და კურნების ნება ეძლეოდათ მრავალწლიანი ლოცვის, მარხვისა და მღვდელმსახურების შედეგად. ბიოდენების მფლობელებმა კი თავი უნდა შეიკავონ სხვების განკურნებისგან, რადგან, არავინ უწყის, ეს ძალა საიდან მომდინარეობს – იქნებ, ეშმაკისგან?!

კითხვა: მინდა, ჩემი ოჯახის წევრები დავიცვა ავი თვალისა და ბოროტებისგან. არსებობს თუ არა საამისოდ რაიმე თილისმა და შელოცვები?

პასუხი: ეკლესია არ ცნობს არც თილისმებს და არც მაგიურ შელოცვებს. მხოლოდ საღვთო მადლს, რომელიც ლოცვითა და ზიარებით გვეძლევა, შეუძლია, დაიცვას ადამიანი ბოროტი ძალისგან.

კითხვა: როგორ მოვიქცე, როდესაც ახლობლები ჩემს კეთილ რჩევებს არ ითვალისწინებენ და მცდარ გზას ადგებიან, არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ?

პასუხი: არ უნდა გაბრაზდეთ და არ ეჩხუბოთ ახლობლებს, თუკი თქვენს კეთილ რჩევას არ გაითვალისწინებენ. გაიხსენეთ, თქვენც ხომ ეურჩებით უფალს და ის არ გსჯით?! მოთმინებით აღიჭურვეთ, ადრე თუ გვიან, ყოველი ადამიანი თვითონ მიხვდება თავისი გადაწყვეტილების სიმცდარეს.

скачать dle 11.3