კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატერიკები

„როდესაც ფულს გაძლევენ, აიღე, მაგრამ...“

მეუფე ნექტარიოსი (ნექტარიოს ეგინელი, ალექსანდრიის ეკლესიის წმიდანი; (1846-1920 წლები) ერთხელ პანაშვიდზე მიიწვიეს. მან თან წაიყვანა დიაკონი პროკოფი, რომელიც შემდეგ იდრის მიტროპოლიტი გახდა. დიაკონმა წესის აგებისთვის ფული აღებაზე უარი განაცხადა. მაშინ მეუფემ ასე მიმართა: „როდესაც ფულს გაძლევენ, აიღე, მაგრამ, თუ არ გაძლევენ, ნუ მოითხოვ“:

 

„ფული უნდა გაიცეს – უფალი შეგვეწევა“

ერთხელ სემინარიაში მეუფესთან ერთი გაჭირვებული ადამიანი მივიდა და უთხრა: 25 დრაქმა მმართებს და დრო იწურებაო.

– კოსტას, – დაუძახა მეუფე ნექტარიოსმა სემინარიის მოლარეს, – ფული გვჭირდება.

კოსტასმა არაფერი უპასუხა, რადგან, მათ მხოლოდ 25 დრაქმა ჰქონდათ, თვე კი მხოლოდ ახალი დაწყებული იყო. თუკი მთელ თანხას მისცემდნენ, სემინარია სრულიად უფულოდ რჩებოდა.

კოსტას, – გაიმეორა მეუფემ, – მიეცი, გეთაყვა, 25 დრაქმა ამ კაცს...

– თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, – შეეპასუხა მოლარე, – მე არ მაქვს... თვე მხოლოდ ახლა დაიწყო და, შეუძლებელია...

– არა, ფული უნდა გაიცეს, – გაიმეორა მეუფემ, – უფალი შეგვეწევა.

მაშინ კოსტასმა მთელი ფული გადასცა ამ ადამიანს. ზუსტად ერთი საათის შემდეგ მთავარეპისკოპოსის კანცელარიიდან სემინარიაში გაისმა ზარი და მიიღეს მითითება, რომ მეუფე ნექტარიოსს მდიდარი წყვილის ქორწინებაზე (ჯვრისწერაზე) სემინარიის გუნდი უნდა წაეყვანა. ჯვრისწერის შემდეგ მათ სათითაოდ დაურიგეს კონვერტები.  სემინარიაში დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ ეპისკოპოსის კონვერტში 100 დრაქმა იდო, ყოველ მგალობელს კი 20-20 დრაქმა ერგო.

– აიღე ეს ყველაფერი, კოსტას! – უთხრა მეუფემ მოლარეს, – ხედავ, ჩვენ მხოლოდ 25 დრაქმა გავიღეთ, 180 კი მივიღეთ. დაიხსომე ეს მომავლისთვის.

 

„საჭიროა სულიერი თვალი და მოსიყვარულე გული, რომ ადამიანთა გასაჭირი დავინახოთ“

ერთ ადამიანს გამოცხადება ჰქონდა და ამ დროს მას მოესმა ხმა უფლისა: „მე მოვალ შენთან“. მან დაიწყო მზადება ღვთის შესახვედრად: დაასუფთავა სახლი, მოამზადა სუფრა... როდესაც ამ სამზადისში იყო, მასთან მათხოვარი მივიდა და დახმარება სთხოვა. მან კი მიუგო: ახლა შენთვის არა მცალია, უფალს ველოდები, სხვა დროს მოდიო. შემდეგ სხვა გაჭირვებული მოვიდა და ისიც ისევე გაისტუმრა. შემდეგ გზად უპატრონო, ობოლი ბავშვი შეხვდა და მასაც არაფერი მისცა, დაჯდა სახლში და უფალს დაელოდა. გავიდა დღეები, უფალი კი არ ჩანდა. ამის შემდეგ ლოცვითა და ცრემლით შეჰღაღადა შემოქმედს: „ხომ დამპირდი, რომ მოხვიდოდი ჩემთან, რატომ არ მობრძანდი?“ და მას მოესმა ხმა: „მე სამჯერ მოვედი შენთან და სამივეჯერ უარით გამომისტუმრე“. სწორედ ამიტომ არის საჭირო, გვქონდეს სულიერი თვალი, მოსიყვარულე გული, რომ ადამიანთა გასაჭირი დავინახოთ.

 

უწმიდესისა და უნეტარესის, 

ილია მეორის ქადაგებიდან.

скачать dle 11.3