კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორ ცვლის ცოლთან შეჩვევა მამაკაცს და რატომ ეშინია ქალს ამის

ნებისმიერი ქალისთვის  ნაცნობია სიტუაცია, როცა იდეალური მამაკაცი, რომელიც უყვარდა და რომელზე ფიქრშიც ღამეებს ათენებდა, ოჯახში სრულიად აუტანლად იქცევა და უკვალოდ ქრება ის ღირსებები, რითაც ურთიერთობის დასაწყისში მოიხიბლა. რა ხდება? ნუთუ მამაკაცები ისეთი ნიჭიერები არიან, რომ პირველ ეტაპზე კარგად თამაშობენ, რომ მერე, როცა ქალს თავისად დაიგულებენ, თავიანთი ჭეშმარიტი სახე გამოაჩინონ?! პრობლემა ასე მარტივად ნამდვილად არ დგას. ჯერ ერთი, მამაკაცები საკმაოდ უნიჭო მოთამაშეები არიან; მეორეც – ქალებსაც არანაკლები წვლილი მიუძღვით ოჯახში ურთიერთობების გაფუჭებაში და ხშირად ამას ისე აკეთებენ, ვერც ამჩნევენ, მერე კი პანიკაში ვარდებიან. თუ სიყვარული ცოცხლობს, ყველაფერი თქვენს ხელშია, მთავარია, სწორად ჩასწვდეთ პრობლემის არსს და გააცნობიეროთ, როგორი ქმედება იქნება ეფექტური.

ლენა (45 წლის): რაც წლები გემატება, მით უკეთ ხვდები, რამხელა ფასეულობაა ოჯახი და როგორი მნიშვნელოვანია მისი სრულფასოვნად შენარჩუნება. სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა ოჯახის შექმნის შემდეგ დინებას ნებდება და აღარ ცდილობს, ურთიერთობა პოზიტიურ ტონუსში ამყოფოს.

– პოზიტიურ ტონუსში ყოფნაში რას გულისხმობთ?

– შეიძლება, იფიქროთ, რომ ოჯახური ურთიერთობა ისეთი რუტინული და დამღლელია, საშუალებას აღარ გიტოვებს, იფიქრო რომანტიკულ „გადახვევებზე“, იყო მუდმივად ახლის ძიებაში... მაგრამ, ამის გაკეთება, უბრალოდ, აუცილებელია, მით უფრო, როცა ოჯახური თანაცხოვრების ოცწლიანი სტაჟი გაქვს. ძალიან კარგი ქმარი მყავს. უკვე ამდენი წელია, მხარდამხარ მოვდივართ ერთად. პრობლემები როგორ არ გვქონია, მაგრამ, მის ერთგულებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. არც ყურადღება მომკლებია და არც იმის დარდი მქონია, ქმარს მოვბეზრდი-მეთქი.

– ახლა დარდობთ ამაზე?

– ახლა იმაზე ვდარდობ, რომ ჩემი წინდაუხედაობით რაღაც გავაფუჭე. ურთიერთობას ძალიან უნდა მოფრთხილება და ეს, ძირითადად,  ქალების გასაკეთებელია. ისედაც ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ – ზოგადად ხომ ასეა? გვინდა თუ არ გვინდა, უამრავ მოვალეობასა და საქმეს ვიკიდებთ მხრებზე, რადგან, მამაკაცებს რომ ვუყუროთ და ველოდოთ, არაფერი გამოვა და ისევ ჩვენ დავზარალდებით. პრობლემა, რომელიც შემექმნა, ჩემმა უმოქმედობამ გამოიწვია, მერე კი ისეთ დროს ავტეხე პანიკა, როცა არ უნდა ამეტეხა. მანამდე უნდა მოვქცეულიყავი ჭკვიანურად. რას მივაღწიე უაზრო ნერვიულობით? არაფერს. მხოლოდ საკუთარ თავს ვავნე. ფიზიკურადაც აისახა ჩემზე სტრესი და მორალურადაც დავძაბე ოჯახში სიტუაცია. ერთ დღეს ჩემმა დაქალმა მითხრა: სარკეში ჩაიხედე, რას ჰგავხარ. რა ხდება შენს პირადშიო?! მაშინ მივხვდი, რომ ჩუმად ვეღარ ვიქნებოდი, ეს ბოლო წვეთი იყო ჩემი მოთმინების ფიალაში. მანამდე მძიმე პერიოდი მქონდა – ვატყობდი, ჩემი ქმარი ძალიან შეიცვალა და ამის გამო ვნერვიულობდი, თუმცა, ვერაფერს ვამბობდი.

– როგორ შეიცვალა?

– ყოველთვის სრული თანხმობა გვქონდა. ერთმანეთთან იმაზე მეტად ახლოს ვიყავით, ვიდრე ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი. უერთმანეთოდ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია და არც მარტო წავსულვართ სადმე. წარმოგიდგენიათ? ოცი წლის განმავლობაში უიქენდიც კი არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე. მეგობრები დამცინოდნენ: რა იყო, რითი ვერ მოისიყვარულე შენი ქმარი, ჩვენთან ერთად გასართობად რომ არ დადიხარო. კი არ ვთამაშობდი „მაგარ ცოლს“, მართლა არ მიხაროდა სადმე მარტო წასვლა. საღამოობით ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით, ერთმანეთს დღის ამბებს ვუყვებოდით... საყიდლებზეც ყოველთვის ერთად დავდიოდით; ბავშვივით უხაროდა ერთად სადმე წასვლა და, უცებ, ეს ჩემი კომუნიკაბელური, ყურადღებიანი ქმარი ერთბაშად გადასხვაფერდა – თითქოს გამოცვალეს. ბუნებრივია, ოცი წელი საკმაოდ დიდი დროა, რომ ადამიანს მობეზრებამდე შეეჩვიო, მაგრამ ჩვენთვის უცხო იყო ასეთი რამ. უეცრად აღმოვჩნდი ფაქტის წინაშე, რომ ქმარი სრულ იგნორირებას მიკეთებდა – შეიკეტებოდა ოთახში და საერთოდ არ შემოდიოდა კონტაქტში. ღამეები აღარ მეძინა. ვერც ვერაფერს ვეკითხებოდი და ვასკდებოდი გულს...

– არ ჯობდა, გეკითხათ? ალბათ, გუნებაში შექმენით ისტორია ღალატზე.

– დიახ. ვაღიარებ, რომ, ამხელა გამოცდილების მქონე ქალი ძალიან უგუნური აღმოვჩნდი. ვითომ ოც წელიწადში რაღაც უნდა მესწავლა, მაგრამ, ეს დროზე არ ყოფილა დამოკიდებული. ურთიერთობის ხელოვნება აბსოლუტურად სხვა რაღაცაა და, სამწუხაროდ, ამას არავინ გვასწავლის. მეგობრებიც კი არ არიან კომპეტენტურები... ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი ინტიმურ საკითხშიც შეიცვალა. არანაირი ურთიერთობა. საერთოდ გაიტანა თავისი ლოგინი და დივანზე იძინებდა. ლამის გავგიჟდი. აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა. როგორც ყველა ქალი, მეც ემოციას ავყევი და გადავირიე.

– იფიქრეთ, რომ სხვა ქალი ჰყავდა და თქვენ აღარ უნდოდით?

– სხვა რა უნდა მეფიქრა?! ბუნებრივია, გამიჩნდა ეს ეჭვი და, არავინ თქვას, რომ სხვა ქალი გლობალიზაციაზე დაიწყებდა ფიქრს.

– გლობალური პრობლემები არა, მაგრამ, არ გიფიქრიათ, რომ, იქნებ სამსახურში ჰქონდა რთული სიტუაცია?

– ვიფიქრე მაგაზეც, მაგრამ, მე მისი სამსახურის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი და, არ ხდებოდა იქ რაღაც ისეთი, რასაც შეეძლო, ჩემი ქმარი ამ მდგომარეობამდე მიეყვანა. ვერაფრით მივხვდებოდი იმას, რომ უცებ ცხოვრების ამაოებაზე დაფიქრდებოდა და ერთფეროვნება ამ ზომამდე დაღლიდა.

– თქვენ თქვით, რომ მეუღლესთან სრულ თანხმობაში ცხოვრობდით. გქონდათ შანსი, პირდაპირ დალაპარაკებოდით? თუ გქონდათ, რატომ არ გამოიყენეთ?

– არ ვიცი. ალბათ, დავიბენი. გაუცხოება უცებ მოხდა. ეს რომ ნელ-ნელა განვითარებულიყო, უფრო მობილიზებული შევხვდებოდი. დავიწყე სტანდარტულად, ბანალურად მოქცევა – მობილურში, ჯიბეებში დავიწყე ქექვა კომპრომატების საპოვნელად. მისი ღალატის დამადასტურებელ ფაქტებს ვეძებდი. თუმცა, ვიცოდი, რომ ეს ყველაზე დამამცირებელი საქციელია და საშინლად განვიცდიდი, ამას რომ ვაკეთებდი. მერე გამახსენდა, რა ემართებათ კაცებს, „საშუალო ასაკის“ კრიზისი რომ ეწყებათ და, მოკლედ, დავსვი დიაგნოზი: სიყვარული! ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, თუ ვინმე ჰყავს და წასვლა უნდა, ნეტავი, მითხრას და წავიდეს-მეთქი, ამდენ ნერვიულობას მაინც გადავრჩები-მეთქი. დაქალმა მირჩია, მიდი, აეჭვიანე: კარგად ჩაიცვი, გამომწვევად; სალონში წადი, ღამის ძვირფასი საცვლებიც იყიდე და, ნახე, რა მოხდებაო.

– რა უნდა მომხდარიყო. რას ელოდით?

– რეაქციას უნდა დავკვირვებოდი. სხვათა შორის, ასეც მოვიქეცი და ჩემმა ქმარმა პირველად მომაქცია ყურადღება სამთვიანი სრული იგნორირების შემდეგ, მაგრამ, ეს ის არ იყო, რაც მინდოდა – შემომხედა არა აღფრთოვანებულმა, არამედ, გაკვირვებულმა და, გაღიზიანებით მკითხა – რას დამსგავსებიხარო. გული მომიკვდა. მერე სამზარეულოში გავიდა და დავრჩი უარესად აღელვებული და დამცირებული. მაშინვე გამოვიცვალე ტანსაცმელი და ავტირდი, თუმცა, ჩემი ქმრისთვის ეს არ დამინახვებია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ჩამიქნევია ხელი და ახალი სიურპრიზი შევთავაზე ქმარს – ვახშამი სანთლების შუქზე... ვარდებიც კი ვიყიდე და ამ ვარდებმა ლამის დამღუპა. ჩემმა ქმარმა აბსოლუტურად უკუღმა გაიგო ყველაფერი და ისე გადაირია...

– რატომ?

– იეჭვიანა – შენ ვიღაც გყავსო. იმისთვის გაშალე ასეთი სუფრა და იმისთვის კოხტავდებიო. ვითომ ჩემს მოსახიბლავად ცდილობ, სინამდვილეში კი მატყუებ, საყვარელი გყავსო. ლამის შოკი მივიღე. ყველაფერს წარმოვიდგენდი, ამის გარდა... უფრო ველოდი, რომ მეტყოდა: ტყუილად წვალობ, მე შენ აღარ მიყვარხარ და სხვასთან მივდივარო; მან კი უცებ მახალა: დაჯექი და მოყევი, რა ხდებაო... წარმოგიდგენიათ?! იქით მთხოვა სიტუაციაში გარკვევა. ვნანობ, რომ მე არ დავასწარი და ისეთი მოქმედებები განვახორციელე, რამაც უკუშედეგი მომიტანა. ყვავილები იმან გიყიდაო. მიყვიროდა. საკუთარი თავი შემეცოდა. რა თქმა უნდა, ავტირდი, მერე კი დავიწყე იმის მტკიცება, რომ მიყვარს და მასზე ძვირფასი არავინ მყავს; როგორ განვიცდიდი, რომ აღარ მეკარებოდა... გაშტერებული მიყურებდა! ვუთხარი, შენ მე, როგორც ქალი, აღარ გაინტერესებ. კარგი იქნებოდა, მართლა საყვარელი გამეჩინა, ის მომეფერებოდა და მაგრძნობინებდა, რომ ქალი ვარ-მეთქი. მე საკუთარ თავთან მინდოდა მარტო დარჩენა, შენ კი რა სისულელე გიფიქრიაო. მინდოდა, მომნატრებოდი და ცოტა ხნით იმიტომაც მოგერიდეო, – მიპასუხა.

– უთხარით, რომ მასში მომხდარმა ცვლილებებმა შეგაშფოთათ?

– რა თქმა უნდა. დავჯექი და დაწვრილებით მოვუყევი, როგორი იყო და როგორი გახდა. სხვათა შორის, გაუკვირდა. მერე კი მითხრა, ამ ხნის განმავლობაში მეც ბევრს ვფიქრობდი. შევეჩვიე ჩვენს ყოველდღიურობას და ეს მაწუხებდა. ვცდილობდი, არ დავმსგავსებოდი იმ კაცებს, გარეთ რომ ეძებენ გასართობს და გულის გადასაყოლებელს. ამ ტიპის ადამიანი რომ არ ვარ, ოცი წლის განმავლობაში ვერ გამიცანიო? ან, რას იტანჯებოდი და რაღაც თეორიებს აგებდი, დამლაპარაკებოდიო.

– ხედავთ? საუბარი ყოფილა გამოსავალი.

– არა, არ არის ასე. მე ვერ მივხვდებოდი, რა ხდებოდა სინამდვილეში. რომ ეთქვა, საკუთარ თავთან მომინდა განმარტოებაო, რბილად რომ ვთქვათ, არ დავუჯერებდი, მაინც ეჭვი გამიჩნდებოდა. ქმრის უჩვეულო და უცნაური საქციელი ნებისმიერ ქალს უჩენს იმ სახის ეჭვებს, როგორც მე გამიჩნდა.

– ანუ, მამაკაცებს, შეიძლება, სულაც არ ჰქონდეთ „ცუდი ზრახვები,“ ისე შეიცვალონ?

– დიახ, სწორედ ამის თქმა მინდა. შეუძლებელია, ისე იცნობდე ადამიანს, თუნდაც ქმარს, რომ მისი უმნიშვნელო ცვლილების ჭეშმარიტ მიზეზს ჩასწვდე. შეჩვევაც ძალიან ცუდი რამეა. მე მაშინ კი არ უნდა ავმოძრავებულიყავი, როცა „ტრუსის სუნი“ მეცა, არამედ, გაცილებით ადრე.

– რატომ, თქვენს ქმარს ხომ არ უფიქრია ღალატზე?

– უბრალოდ, გამიმართლა. ზოგადად, ხასიათში არა აქვს ღალატი, მაგრამ, არავინ იცის, რა მოხდებოდა, საცდური რომ ჰქონოდა ახლოს.

– არ უნდა შეეჩვიო ქმარს?

– მეტისმეტი შეჩვევა არ არის საჭირო, სიტუაციასაც მეტისმეტად არ უნდა შეაჩვიო, მით უფრო, თუ სამსახურიც რუტინული აქვს. კაცები ბავშვებივით არიან და ამაში გათხოვებიდან ოცი წლის შემდაგ დავრწმუნდი.

скачать dle 11.3