კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ინტიმური საუბრები

თურმე რუსეთში უფროსი ძმა მყოლია

რამდენიმე თვის წინ, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მამაჩემი პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში) როცა სწავლობდა, ჰყავდა შეყვარებული, რომლის ცოლად შერთვასაც კი აპირებდა, მაგრამ, ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა რუსი რძალი არ ისურვეს, მით უმეტეს, რომ ის გოგო ლენინგრადელი კი არ იყო, რომელიღაც შორი რაიონიდან ჩასულა იქ სასწავლებლად. მამას ინსტიტუტი რომ დაუმთავრებია, საქართველოში დაბრუნებულა, ის გოგო კი – თავის მშობლიურ მხარეში. მას შემდეგ მათ ერთმანეთთან კავშირი აღარ ჰქონიათ. ამ ზაფხულის დასაწყისში კი კომპიუტერში წავიკითხე ინფორმაცია, რომ ვიღაც 24 წლის ბორისი ეძებს ქართველ მამას და ასახელებს მამაჩემის სახელს, გვარს და სხვა მონაცემებს, თან, სურათიც აქვს დადებული – მამაჩემი და ბორისის დედა ერთად არიან გადაღებული. ეს ყველაფერი მამას დედაჩემის ჩუმად ვუთხარი – არ მინდოდა, განერვიულებულიყო. მამამაც დაურეკა იმ ბორისს და საბოლოოდ დაადგინეს, რომ მამა-შვილი არიან. სულ მოკლე ხანში ბორისი ჩვენთან ჩამოსვლას აპირებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ ძმა მეყოლება (მამაჩემზე აღარაფერს ვამბობ), მაგრამ, დედას როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი, წარმოდგენა არ მაქვს. მამა თვითონ ვერ ეუბნება და მთხოვა, ამ საქმეში დავხმარებოდი კი შევპირდი, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ ვბედავ და არ ვიცი, როგორ მოვახერხო ისე, რომ დედას ქალური თავმოყვარეობა არ შეელახოს. ცოტა ფიცხი ადამიანია და, შეიძლება, მამას არ აპატიოს ასეთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მის გაცნობამდე მოხდა.

მაკო, 22 წლის.

 

ჩემი ძმა შეყვარებულის დედამ დაიწუნა

წელს ჩემი ძმა თსუ-ს სტუდენტი გახდა, თანაც, სრული დაფინანსება მიიღო. ეს ყველაფერი კი იმიტომ გააკეთა (ანუ, იმიტომ ჩააბარა უმაღლესში), რომ თავისი ყოფილი შეყვარებულის დედისთვის დაემტკიცებინა, რომ მის შვილზე ნაკლები არ არის. საქმე ისაა, რომ ჩვენი ოჯახი რაიონში ცხოვრობს. რაიონში ცხოვრობს ნათიას ოჯახიც, მაგრამ დედამისს ქალაქელობაზე აქვს პრეტენზია, რადგან, ნათიამ რომელიღაც ჭე-კლასის ინსტიტუტში ჩააბარა და სიძედ თბილისელი და უმაღლესდამთავრებული ბიჭი უნდოდა, ჩემს ძმას კი სკოლის შემდეგ არსად ჩაუბარებია. მამაჩემს მოზრდილი მიწის ნაკვეთი ჰქონდა და ჩემმა ძმამ საკმაოდ სერიოზული ფერმა გააკეთა. მერე რამდენიმე მეგობარიც დაასაქმა და ისე ააწყო ბიზნესი, მთელი რაიონი მასზე ლაპარაკობდა. ნათიას დედამ კი ითაკილა – უდიპლომო და სოფლელი ბიჭი ჩემს შვილს არ შეჰფერის. მერე სად გამოვყო თავი და სად ვთქვა, ჩემს სიძეს მხოლოდ სკოლა აქვს დამთავრებულიო. რაც მთავარია, ნათიაც დედამისმა გადაიყვანა თავის ჭკუაზე და ჩემს ძმას უთხრა, არ შემეფერებიო. ამიტომაც ჩააბარა ჩემმა ძმამ უმაღლესში. როცა გაიგეს, რომ ჩემი  ძმა თსუ-ს სტუდენტი გახდა, მას მერე აღარ იციან, როგორ შემოუძვრნენ და როგორ მოულბონ გული თემოს, მაგრამ, აღარაფერი გამოუვათ. ჩემს ძმას ისე გაუტყდა გული, ნათიასკენ გახედვაც აღარ უნდა. როცა საჭირო იქნება, ერთ პატარა ბინას თბილისშიც იყიდის, ისე კარგად აქვს მეურნეობის საქმე აწყობილი და მერე ნახონ ნათიამ და დედამისმა, შურისგან და ბოღმისგან თვალები რომ გადმოუცვივდებათ. მაგათმა მზემ, ბევრს იპოვიან ჩემი ძმისნაირ წესიერ, მშრომელ და ჭკვიან ბიჭს.

მარინა, 25 წლის.

скачать dle 11.3