კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარჯანიშვილის ქუჩაზე განსხვავებული Mcdonald’s-ის რესტორანი გაიხსნა

10 ოქტომბერს მარჯანიშვილის მოედანზე Mcdonald’s-ის განახლებული რესტორანი გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში Mcdonald’s-ის პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ და  გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რემოდელინგის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და თბილისს კიდევ ერთი განსხვავებული ტიპის Mcdonald’s-ის რესტორანი დაემატა. 

„ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე და მიგვაჩნია, რომ ხარისხიანი პროდუქციის გარდა, მომხმარებელს სრული კმაყოფილებისთვის კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის ინვენტარი, დახვეწილი დიზაინი, სიმყუდროვე და სიახლე სჭირდება. ასევე, არ გვავიწყდება სოციალური პასუხისმგებლობაც და ამიტომ, დღესვე, განახლებულ შენობაში გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ვუმასპინძლეთ, გავახარეთ საგანგებოდ მათთვის მომზადებული გასართობი პროგრამითა და გემრიელობებით,“ - განაცხადა Mcdonald,s-ის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

სამუშაო პროცესს ევროპული კომპანიები ერთობლივად უძღვებოდნენ: პროექტი და ინტერიერის დიზაინი ფრანგულ კომპანია Archange Atelier-ს ეკუთვნის; ექსტერიერისა და ინტერიერის გარდა, რესტორანში მოხდა სამზარეულო დანადგარების განახლება და აღიჭურვა  გერმანული კომპანია Franke-ს ტექნიკით; აღსრულების პროცესს კი ავსტრიული კომპანია Schloffer და ქართული სამშენებლო კომპანია L&A კურირებდნენ.

„შეგვიძლია ვიამაყოთ იმითაც, რომ საქართველო გათამამებულია Mcdonald’s-ის ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური შენობებით. თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ბათუმში არსებული რესტორნები, მსოფლიოს მასშტაბით, Mcdonald’s-ის 20 ყველაზე გამორჩეულ შენობას შორის არის დასახელებული,“ – განაცხადა Mcdonald’s-ის პრეზიდენტმა  თემურ ჭყონიამ. მისივე თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ 15 რესტორნის აშენება, რაც Mcdonald,s-ის საერთო ბრუნვას 100 მილიონამდე გაზრდის. „უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ახალი რესტორნის გახსნას სანზონაში, გლდანში, ნაძალადევში და მარნეულში. მარნეულში Mcdonald,s-ის ობიექტის აშენება, ბათუმის მსგავსად „სოკართან“ ერთად იგეგმება. აღნიშნული პროექტებით დაახლოებით 2 ათას ადამიანს დავასაქმებთ,“ – განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა.

ინვესტიციები და ბიუჯეტში შენატანები:

* ბიუჯეტში შენატანი Mcdonald,s-ის სისტემის მიერ:  33 749 279 ლარი.

* სულ ინვესტიეციები:   18,477,387 ლარი.

* მარჯანიშვილის რემოდელინგი - 2 053 841.99 ლარი.

* დასაქმებულთა რაოდენობა: 508 ახალგაზრდა; საშუალო ასაკი – 23 წელი.

Mcdonald’s რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, მსოფლიოს 119 ქვეყანაში Mcdonald,s-ის 33 000-ზე მეტი რესტორანი ყოველდღიურად დაახლოებით 68 000 000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში  Mcdonald’s-ის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 6 ფილიალი აქვს: 4 – თბილისში, 1 ქუთაისში და 1 – ბათუმში.

скачать dle 11.3