კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აისიდან დაისისკენ

როცა იგი აღარ გჭირდება

რაკი თვით წვრილმანი დანაშაულისადმიც კი ტოლერნტობა (ნულთან გატოლებას ვინ ჩიოდა)  მინუს უსასრულობისკენ იყო გადახრილი, სტაბილურად ვიკავებდით მოწინავე ადგილს როგორც პატიმრების ოდენობის, ისე პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

მაგრამ, ისე მოხდა, რომ პატიმრებიც შეგვიმცირდა (ზოგი ახალმა პარლამენტმა გამოუშვა ამნისტიით, ზოგიც – ძველმა პრეზიდენტმა შეწყალებით) და ძველებმაც იცვალეს ფერი, სხვათა შორის, არა მხოლოდ პატიმრების მიმართულებით (შეგახსენებთ, რომ პირველმა პირმა 2008 წლის ომის გმირებიც გაიხსენა და ავღანეთში დაჭრილებიც, რომელთა ვინაობა აქამომდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო ფართო და, როგორც დაინტერესებული, ისე გულგრილი საზოგადოებისთვის).

კერძოდ, გასულ კვირას პრეზიდენტმა სენაკში ციხეში გარდაცვლილი 16 წლის პატიმრის ოჯახი მოინახულა, მათ მიუსამძიმრა (ჰოი, საოცრება!) და, როგორც ქვეყნის მართლაცდა ამაგდარს შეშვენის, მათგან დეტალური ინფორმაციაც მოისმინა.

რადგან ვიცით, რომ პირველი პირი უნდა იყოს, თუ მთლად „მაღალი, უხვი, მდაბალი…“ არა, ამასთან ოდნავ მიახლოებული, უდავოა, ბ-ნმა სააკაშვილმა როსტევანის წაბაძვით იმოქმედა, თუმცა, რაკი მისი ქცევა საპრეზიდენტო დაისზე აისისაზე მოქცევისგან რადიკალურად განსხვავდება, კვლავ დასტურდება მწერლის მარად აქტუალური შეგონება: გამოცდილება მაშინ მოდის, როცა იგი აღარ გვჭირდება.

скачать dle 11.3