კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შრომაში დამალულები

„როცა გეტყვი – „ი“, მაშინ გამოდი!“

უკვე მივეჩვიეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მთავრობას ხმალამოღებული ებრძვის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხმალი, ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით იხმარება და კონკურენციას კიდევ უფრო მეტ ხიბლს ჰმატებს). სახელდობრ, გასულ კვირას ბ-ნი ბარნოვი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რაკი ამ უკანასკნელებმა ბრძანეს, უშიშროების საბჭოს სხდომას არ დავესწრებითო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უარი შემდეგნაირად გაიგო: „მთავრობის წევრებს არ აქვთ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.“

იქვე არც პოლიტიკური შეფასება დაგვამადლა, რომლის ლაიტმოტივიც ასეთია: ბ-ნი ბარნოვისთვის გაუგებარია, რატომ აფასებენ გაეროს ტრიბუნაზე პრეზიდენტის გამოსვლას „ბოდვა-მასკარადად“, ხოლო, საქმიან მიდგომად – „უსუსურ ბლუკუნს“ იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

ასეა თუ ისე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ „დიდი საფრთხის წინაშე ვდგებით“ და გულგატეხილია, რომ „მთავრობა იმალება“. კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „ისინი გვემალებიან, რადგან ჩვენ შევთავაზებთ ისეთ ხედვას, ისეთ გზას, რომლის შესრულების არც თავი, არც პასუხისმგებლობა, არც გამბედაობა და არც სინდისი ამ მთავრობას არ ჰყოფნის (და მერე რა, რომ ხედვებისთვის ხორცშესასხმელად დრო თავზე საყრელად ჰქონდათ). 

თუმცა, რაკი მისთვის „დამალობანას“ მოტივი გაურკვეველია, როგორც ჩანს, ყოველი შემთხვევისთვის, განმარტავს, რომ, მთავრობას განა რინგზე, საერთო სივრცეში სათანამშრომლოდ იწვევენ.  მაგრამ, გულდაკოდილია – „შრომაში გვემალებიანო“.

ბუნებრივია, ჩვენ არ ვუწყით, აუსრულდება თუ არა ბ-ნ ბარნოვს მთავრობასთან საერთო სივრცეში შერკინების სურვილი, თუმცა, თუ  „დამალობანას“ პრინციპს გავიხსენებთ: თუკი აქამომდე სრულიად წინა მთავრობა იმალებოდა, ვითომ, ტრადიცია რატომ არ უნდა გაგრძელდეს?! რაც დანერგეს, იმას იმკიან,  ანუ, როცა გეტყვი – „ე“, არ გამოხვიდე! 

скачать dle 11.3