კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხვისი ჯიბე

ცას – კიბე და ენას – ძვალი

გასულ კვირას ქრისტიან-დემოკრატებმა პარლამენტის მოქმედ წევრებს  პარლამენტის ინიციატივა შესთავაზეს, რაც წინა მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ბ-ნი ვეფხვაძის ბაგეებით გაგვიმჟღავნეს. კერძოდ, ისინი ხალხის რჩეულთ ურჩევენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ დადგენილი საარსებო მინიმუმით, ანუ, 141 ლარად იცხოვრონ. ამ შეთავაზების მოტივი კი იმის დადასტურებაა, რომ საარსებო მინიმუმი 250 ლარამდე უნდა გაიზარდოს (სწორედ ამას ეხება ქრისტიან-დემოკრატების საკანონმდებლო  ინიციატივა, რომლითაც მათ საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს).

შესაბამისად, ბ-ნი ვეფხვაძე გვპირდება, რომ, თუკი პარლამენტის წევრები შეძლებენ 141 ლარით ცხოვრებას, ისინი უკან გაიხმობენ თავიანთ საკანონმდებლო ინიციატივას.

ის, რომ 250 ჯობია 141-ს, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია და არც ქრისტიან-დემოკრატების განზრახვის კეთილშობილებაში ეჭვის ხილული საფუძველი არსებობს, რომ არა ერთი „მაგრამ:“ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე სავსებით გამჭვირვალეა ბ-ნი ვეფხვაძის შემოსავლები, საიდანაც ვიგებთ, რომ მან, როგორც მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, 2009 წელს წლიურ სადეპუტატო ხელფასად 65 676 ლარი აიღო, 2010 წელს კი – 69 732 ლარი.

ასე რომ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჩვენს პრეზიდენტს, მათაც გვიან ეწვია გამოცდილება, ბუნებრივია, იმას გარდა, რომ სხვა სხვის ჯიბეზეა ბრძენი. 

скачать dle 11.3