კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატრულის არშინი

ბიუჯეტის ტურისტები

რაკი სტუმარი ღვთისაა, ტურისტი კი – ბიუჯეტის, ბუნებრივია, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში უცხონომრიანი ავტომანქანებიც მომრავლდნენ, მათ შორის, დედაქალაქშიც (და, სულ სხვა საუბრის თემაა, რატომ დასრიალებენ თავმომწონედ ამ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისნომრებიანი ავტოები).

 მეორე მხრივ, თვალშისაცემია, რომ მოძრაობის წესებსაც უხვად არღვევენ და საავარიო შემთხვევებსაც ქმნიან, რასაც, ბუნებრივია, ჩვენი საპატრულო პოლიცია „ვერ“ ამჩნევს, თუმცა, პირად საუბრებში განმარტავენ, რომ, ზეპირი დირექტივის თანახმად, ტურისტების ჩვენებური კანონებით შეწუხება აუკრძალეს.

ხოლო, თუ ჩვენივე შს მინისტრის შეგონებას გავიხსენებთ, ვინც არ დაარღვევს, არც დაჯარიმდებაო (მოგეხსენებათ, პატრულის მიერ ექვს თვეში აკრეფილმა ჯარიმებმა ყველა რეკორდი მოხსნა) და იმასაც დავამატებთ, რომ საქართველოს მოქალაქე პატრულთან მუდამ მტყუანია, უცხო ქვეყნის მოქალაქე – აპრიორში მართალი, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში საამურად ცხოვრებისთვის (ჯარიმას რომ გადაურჩე და დარღვევაც ხახვივით შეირჩინო), სულ მცირე, უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყო.

შესაბამისად, რაკი საქმეს ისეთი პირი უჩანს, „ვინ თქვა, მოკვდა არსენაო“, გამოდის, რომ, „პატრულის არშინით“, თავის მოქალაქეს ართმევს, უცხოს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა. 

скачать dle 11.3