კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძუნწები

ღვინო, დუდუკი და ბიუჯეტი

შესაძლოა, იმიტომ, რომ შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და პირიქით, შევიტყვეთ, რომ საკრებულოს აწ უკვე ახალ უმრავლესობას რესტორანში წაუქეიფია („მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა“). კერძოდ, ვირტუალურ სივრცეში გავრცელდა დოკუმენტი, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ საკრებულოს აპარატს რესტორან „წისქვილისთვის“ 7 238 ლარი გადაურიცხავს.  

იმ მარტივი მიზეზით, რომ ვირტუალურ სივრცეში ამ შეკრების ფოტოებიც გამოჩნდა, მათი მეშვეობით დგინდება, რომ ბიუჯეტის ხარჯით გამართულ სმა-ჭამას დიდად შესარგს ესწრებოდნენ საკრებულოს პოლიტიკურად ფერნაცვალი თავმჯდომარე ბ-ნი ხიშიაშვილი, ასევე ფერნაცვალი ბ-ნი ხაჩირიშვილი და ალაგ-ალაგ ფერშეცვლილი ბ-ნი იონათამიშვილი (ალბათ, სხვებიც, მაგრამ, მათი ვინაობა პირადად ჩემთვის უცნობია).

იმის გათვალისწინებით, რომ უფრო ადრე მერიის თანხით დაფინანსებულ სტრიპტიზ-ბარში გართობას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ბუნებრივია, მხოლოდ „ღვინო და დუდუკი,“ ფონზე – „ღვინო, დუდუკი, ქალები“ – უდავო პროგრესია.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საკრებულოს წევრებს არცთუ ურიგო ხელფასი აქვთ (აი, იმდენი, ჩვენს პენსიონერებს თვით ყველაზე თამამ სიზმარშიც რომ არ დაესიზმრებათ წლიურ შემოსავლად) და, იმასაც დავამატებთ, რომ ღარიბი ხალხის მდიდარ ხელისუფალს უკვე მივეჩვიეთ, იბადება რიტორიკული კითხვა: რატომ უჭირთ საკუთარ ჯიბეზე ხელის გაკვრა?!

скачать dle 11.3