კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

როგორ გააკეთა „ფეისბუქზე“ ჩინელმა ბიჭმა ჯგუფი: „ჩინელები საქართველოში“

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს. ჩემთან სიახლე ის არის, რომ ძალიან გამიტაცა ინტერნეტმა და დიდი მონდომებით ვეცნობი ახალ ამბებს. 

გუშინ „ფეისბუქში“ ფოტო დავდე, ჩვენმა ნათესავებმა „დამილაიქეს“ და უკვე 2 000 ლაიქი აქვს. ფოტოზე მე, ლამზირა და ჩვენი შვილი ვართ შუშის ხიდზე გადაღებული. აქ ყველა ასე იღებს ფოტოებს და ჩვენც ასე გადავწყვიტეთ. საერთოდ, ვცდილობთ, ყველანაირ ინტერნეტ-მოდას ავყვეთ. ლამზირა მაძალებდა, ტუალეტში გადაღებული ფოტოებია მოდაში და შენც დადეო. მე ძალიან არ მინდოდა, მაგრამ, ლამზირა ძალიან ჯიუტია. მეც ავიღე და დავდე და მას შემდეგ ერთი კვირაა, ლამზირა ხმას არ მცემს. მე რა ვიცოდი, როგორ სურათებს დებდნენ სხვები, ახლა კი ვიცი და ძალიან მრცხვენია, ის ფოტო კი წავშალე. ლამზირა მთელი მონდომებით მისდევს ქართულ ინტერნეტ-მოდას. ძალიან ძვირიანი ტელეფონი მაყიდვინა თავისთვის და ამის გამო ერთი კვირაა, საჭმელი არ გვაქვს სახლში, სამაგიეროდ, ლამზირას „ფეისბუქის“ გვერდი სავსეა მისი ტუჩებგამობზეკილი ფოტოებით. ერთ რამეს დავაკვირდი კიდევ: ქართველები ფოტოს გადაღებისას რაღაცნაირად იცინიან, გოგოები თვალებს ქაჩავენ და ვითომ სექსუალურ გამომეტყველებას იღებენ, ბიჭები კი კრიმინალებივით ან ძალიან სოლიდური ბიზნესმენებივით გამოიყურებიან. 

„ფეისბუქი“ ქართველებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქ შეუძლიათ, იმდენი იგინონ, რამდენიც გაუხარდებათ და არც არავინ უშლის ხელს. აგინებენ მთავრობას, ტელევარსკვლავებს, მეზობლებს და ხშირად საკუთარ თავსაც კი. როგორც ადრე მოგწერე, საქართველოში საკუთარ დედას თუ არ აგინებ ლაპარაკის დროს, დაბალ დონედ ითვლება. დედა, მე არ ვიგინები, თუმცა, ქართველები იმდენს მაგინებენ, ჩემი დამატება აღარ სჭირდება.

ძალიან სახალისოა ქართველი ტელევარსკვლავების ჩხუბი „ფეისბუქით“ – ესეც ახალი ტენდენციაა და ხალხი ძალიან ერთობა იმისი წაკითხვით, თუ როგორ ლანძღავენ ერთმანეთს პატივცემული ქალბატონები. ისინი ერთმანეთს უწუნებენ გარეგნობას, ჩაცმულობას, ქმრებს, მანქანებს და ასე შემდეგ.   

დედა, „ფეისბუქში“ ჯგუფი გავაკეთე – „ჩინელები საქართველოში“ და უკვე ოცი ათასი ადამიანია გაწევრიანებული, სულ ჩინელები, თუმცა ხანდახან ყურადღება თუ მოვადუნე, ქართველიც შემოიპარება ხოლმე და ჩვენს ჯიშსა და ჯილაგზე რაღაც უცნაურობებს წერენ. 

დედა, სან ხაოს უთხარი, ბოლო ფოტო დამილაიქოს, მანდ არ ჩამომიყვანოს, თორემ, გავგლეჯ შუაზე მაგ ყოყოჩობისთვის. 

ჯერჯერობით ეს არის სულ. ძალიან მენატრებით ყველა. 

 

გკოცნით, თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3