კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

ანეკდოტები

ქმარი კურორტზე მარტო წავიდა დასასვენებლად. ერთი კვირის შემდეგ ცოლს ესემესი მოუვიდა:

„ძვირფასო‚ იცოდე‚ მხოლოდ შენ მიყვარხარ“.

„საყვარელო‚ ჯერჯერობით‚ შენც ყველას ჯობიხარ“, – პასუხი გაუგზავნა ცოლმა.

***

შეყვარებულები წაიჩხუბნენ.

– პრინცები არ არსებობენ‚ ჩვენამდე მხოლოდ ცხენები აღწევენ! – თქვა გოგომ.

– საქმე ისაა‚ რომ პრინცები პრინცესებთან მიდიან‚ ცხენები კი – ცხენებთან, – უპასუხა ბიჭმა.

***

სახლში ტრუსებით სიარულს ბევრი პლუსი აქვს: მოხერხებულია‚ თავისუფლად მოძრაობ‚ არაფერი გაწუხებს‚ გგრილა... თუმცა, მინუსიც ახლავს – ზარი კარზე...

***

თქვენ ბრალი გედებათ პიროვნების შეურაცხყოფაში – ეს პოლიტიკოსი მეძავისთვის შეგიდარებიათ.

– და‚ რომელი ჩივის?

***

ტელეფონისტ-ოპერატორი:

– ეს ნომერი არ პასუხობს!

– როგორ‚ სულ?

– არა, პირველი სამი ციფრი პასუხობს‚ დანარჩენი კი დუმს.

***

– ფილა გინდა? – ეკითხება სიძე სიდედრს.

– შოკოლადის?

– არა‚ საფლავის...

***

– ყველანი ადგილზე დარჩით და არ გაინძრეთ!

– ეს ძარცვაა?

– არა, ჯგუფურ სურათს გიღებთ!

***

ჭიჭიკია საზოგადოებრივ ტუალეტშია. შედის ტიპი და ხმამაღლა ამბობს:

– დაკავებულია?

– კი...

– ნამდვილად დაკავებულია?

– არა‚ ავტომოპასუხე დააყენეს...

***

ტიპი ცალი ფეხსაცმლით მიდის.

– მეორე დაკარგე?

– არა‚ ვიპოვე...

***

ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა... როცა სიმართლე ვიცი.

***

– ზური‚ შვილო‚ ამოდი აგარაკზე – ცივი ლუდი‚ ხინკლები‚ მუსიკა, გოგოები...

– მამი‚ მორჩი რა‚ მეორედ მაგ ანკესზე არ წამოვეგები‚ ვეღარ მომატყუებ – ბარი და თოხი ჩემი საქმე არ არის!

***

გამოცდაზე:

– როგორ, ილია არ გაგიგია?

– არა.

– აკაკი?

– არც აკაკი?

– ვაჟა?

– რომელი ვაჟა?

– თავისუფალი ხარ‚ გამოცდა ვერ ჩააბარე!

– ე‚ გეყოფა... შენ შავი ზაურა იცი? ცაცია ლადო? არც კაპეიკა გეცოდინება... აბა‚ რას მეკაჩავები და მაშინებ‚ ძმაო?!

***

– ეჰ‚ რა კარგია ბუნებაში – კარავი‚ კოცონი‚ ნაკადული‚ სუფთა ჰაერი‚ დათვი... დათვი?!

***

ცოლი მივლინებაში მიდის.

– აბა‚ ახლა‚ იქ არ იმაიმუნო...

– რა სისულელეა! ნუ ნერვიულობ...

იფიქრა ქმარმა და გადაწყვიტა: მუცელზე ტრაქტორს დავახატავ‚ როცა ჩამოვა‚ შევამოწმებ‚ თუ წაშლილი იქნება‚ ესე იგი‚ მიღალატაო... და, ასეც მოიქცა.

ქალმა ჩასვლისთანავე მონახა პარტნიორი და კარგადაც გაერთო... ოღონდ, წამოსვლისას შეამჩნია‚ რომ ტრაქტორი აღარ არის... დავიღუპეო‚ უთხრა საყვარელს. 

– ნუ გეშინია‚ მე მყავს ნაცნობი მხატვარი‚ როგორსაც გინდა‚ ისეთს დაგახატავს.

მოვიდა მხატვარი და დაიწყო ხატვა‚ თან ქალს ეკითხება‚ როგორი იყოო:

– ბოლი ამოდიოდა?

– მგონი‚ კი...

– კაბინაში ტრაქტორისტი იჯდა?

– თითქოს იჯდა...

დაბრუნდა ქალი მივლინებიდან და, შეხვდა თუ არა ქმარს – ამაყად აიწია მაისური ნახე შენი ტრაქტორიო. ქმარი გაშტერდა:

– ვა‚ როგორ უმუშავიათ‚ ტრაქტორიც კი დაუქოქიათ‚ ჩემი!

***

ქმარი შინ გვიან დაბრუნდა. კართან ცოცხმომარჯვებული ცოლი დახვდა.

– შემოსასვლელს გვი თუ სადმე გაფრენას აპირებ?

***

თუ თქვენ ორმოს გითხრიან‚ ნუ შეუშლით ხელს – აუზს გააკეთებთ.

თუ თქვენ ზურგში გირტყამენ‚ ესე იგი‚ თქვენ წინ ხართ.

თუ ძვლებს გიმტვრევენ‚ გიხაროდეთ – ოსტეოქონდროზი არ გემუქრებათ.

***

დიალოგი სასამართლო დარბაზიდან:

– შეგიძლიათ‚ მისი გარეგნობა აგვიწეროთ?

– საშუალო სიმაღლის‚ შავი ულვაში და წვერი ჰქონდა‚ ხუჭუჭა თმაში კი ჭაღარა ჰქონდა შერეული...

– ქალი იყო თუ მამაკაცი?!

***

ქმარი შუაღამისას დაბრუნდა შინ. ცოლი საწოლშია და თავს აჩვენებს‚ თითქოს სძინავს. ქმარს მიაქვს სკამი‚ წინ უჯდება და დასცქერის. ქალმა თავი ვერ შეიკავა და ეკითხება:

– რას აკეთებ?

– კონცერტი როცა დაიწყება‚ პირველ რიგში მინდა ვიჯდე...

***

– ო‚ ვხედავ ჩვენ რომანტიკული საღამო გვექნება – სანთლები‚ ზეთი...

– რომანიჩ‚ დახურე კაპოტი!

скачать dle 11.3