კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მსურს, შევიძინო „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი, ბენზინის ძრავით, ორხიდიანი. მინდა, ავტომობილი იყოს პრაქტიკული, გამძლე და ჰქონდეს დიდი, ტევადი საბარგული. საბარგულში 17-22-კუბიანი გაზის ავზი ჩავდგა და მის გარდა კიდევ დარჩეს დამატებითი სივრცე ბარგისთვის. რომელ მოდელს მირჩევთ ამ პარამეტრების მიხედვით?

პასუხი: გირჩევთ, შეიძინოთ „ტოიოტას“ მარკის „ჯიპი,“ უფრო კონკრეტულად „ტოიოტას“ „ფორრანერი“. ეს ზუსტად ის ავტომობილია, თქვენ მიერ ჩამოთვლილ პარამეტრებს რომ სრულად აკმაყოფილებს. 

კითხვა: მსურს, შევიძინო მექანიკური გადაცემის კოლოფით აღჭურვილი მანქანა, წინა წამყვანი თვლებით და თან, ეკონომიური. ამ მონაცემებით „ოპელის“ გარდა, ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ ეს მარკა არ მინდა. იქნებ მირჩიოთ, სხვა ისეთი მოდელი, კლირენსი ძალიან დაბალი რომ არ ჰქონდეს. მე მომწონს „ცე“ კლასის „მერსედესი“ დიზელის ძრავით და „ბეემვეს“ ეგრეთ წოდებული „ტროიკა“, ასევე დიზელის ძრავით. არ მინდა, ავტომობილი ბევრს წვავდეს და თან ძალიან ძვირი იყოს. ამ  მოდელებიდან უპირატესობას რომელს ანიჭებთ, იქნებ მირჩიოთ?

პასუხი: ჩამოთვლილი ავტომობილებიდან წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი მხოლოდ „ოპელია“. შესაბამისად, თუ წინა წამყვანზეა ლაპარაკი, „მერსედესსა“ და „ბეემვეზე“ არც უნდა შევჩერდეთ. მაგრამ, „ოპელის“ გარდა, არსებობს უამრავი მოდელი, მით უმეტეს, თუ მაღალი კლირენსით ეძებთ. მაგალითად, მაღალიც არის და ეკონომიურიც: „სიტროენ“ „ცე3“, „ეიჩდიაი“ ძრავით. 

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „მერსედესი“ ე-200, 1996-2001 წლების გამოშვება, რათა გამოვიყენო როგორც ტაქსი. მირჩევთ თუ არა ამ მოდელს ამ დანიშნულებით „გამოყენებისთვის,“ გამძლე „მერსედესის“ ამ მოდელს ქვეკლასიფიკაციები აქვს, როგორიცაა: „ელეგანსი,“ „ავანგარდი,“ „კლასიკი.“ რა განსხვავებაა ამ ქვემოდელებს შორის და რომლის ყიდვას მირჩევთ?

პასუხი: ეს მოდელი ტაქსად თავის დროზე თვითონ გერმანელებმა შეარჩიეს, იმდენად პრაქტიკულია. რაც შეეხება განსხვავებებს, „ელეგანსი,“ „ავანგარდი“ და „კლასიკი“, ძირითადად კომფორტის დეტალებზეა აქცენტირებული და არა გამძლეობაზე. თუმცა, განსხვავება მაინც არის და უმეტესად, დაკიდების სისტემაში. როგორც ტაქსისთვის, ისე ზოგადად, მაქსიმალური კომფორტისთვის, „ავანგარდი“ ჯობია, მაგრამ არსებით განსხვავებას ვერ იგრძნობთ, თუნდაც „კლასიკი“ რომ შეიძინოთ.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ პასატი“, ამერიკული ვერსია, 2003 წლის მოდელი, მართვის ავტომატური კოლოფით, 1.8-იანი ბენზინის ძრავით. მინდა, გაზის ჩაყენება და მაინტერესებს, მიზანშეწონილია თუ არა, შეიძლება, ამან უარყოფითად იმოქმედოს, რას ველოდო?

პასუხი: გაზის სისტემების ძირითადი უარყოფით თვისება ძრავის არასტაბილური მუშაობაა, რაც ძირითადად, გამოწვეულია ინსტალაციის შემდეგ ცუდი დარეგულირებით. თუ გაზის სისტემას აყენებთ, უმჯობესია, პროფესიონალებს მიმართოთ, ან „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ოფისს დიღომში, ან „სუბარუს“ ცენტრს ნუცუბიძის პლატოზე.

კითხვა: ვარ დამწყები მძღოლი და მაინტერესებს, 6 000 დოლარის ფარგლებში, 1998-2001 წლების „ცე“ და „ე“ კლასის „მერსედესებიდან“ რომლის ყიდვას მირჩევთ? რომელია უფრო კომფორტული, ადვილად სამართავი და დასამორჩილებელი?

პასუხი: როგორც წესი, „ე“ კლასი უფრო კომფორტული და მასიურია. რაც შეეხება, თუ როგორი სამართავია ერთი ან მეორე, რეალურად, არსებითი სხვაობა არც კია. უბრალოდ, „ცე“-კლასი უფრო მოქნილია ზომის სიმცირის გამო და როგორც დამწყებ მძღოლს, გაბარიტების აღქმა გაგიადვილდებათ. 

კითხვა: მყავს „მერსედესი ე-190,“ 1991 წლის გამოშვება, მართვის ავტომატური კოლოფით. მანქანის ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს ანტიფრიზში რაღაც ზეთოვანი, შესქელებული მასა გროვდება. ამოვაწმენდინე და ნახევარი წლის შემდეგ ისევ გაჩნდა. მიზეზად სხვადასხვა ვერსიას ასახელებენ. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მანქანა ძალიან მოსახერხებელია და მიყვარს, მაგრამ ასაკიც აქვს. თქვენ როგორ მირჩევთ, შეკეთება ჯობია, თუ სხვა მანქანის ყიდვა? როგორც ქალბატონების უმრავლესობას, მეც მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი მოდელი მირჩევნია. თქვენ რომელი მანქანის ყიდვას მირჩევდით? მინდა, გაითვალისწინოთ საწვავის ეკონომიურობა და გამძლეობა. 

პასუხი: „ე-190“ ლეგენდარული მოდელია, თავისი ისტორიული პრობლემით, რომელიც წლების შემდეგ იჩენს თავს. ეგ პრობლემა მოგეხსნებათ თუ ძრავას ზედა ნაწილს, ეგრეთ წოდებულ „გალოვკას“ მოახსნევინებთ, „გააშლიფოვკებთ“ და ახალ სადებს, ეგრეთ წოდებულ „გალოვკის პრაკლადკას“ ჩადებენ. რაც შეეხება შეცვლას, „მერსედესზე“ მიჩვეულ მძღოლს, სხვა მოდელს ვერც შევთავაზებ, მით უმეტეს, რომ ავტომატური კოლოფი ყველაზე გამძლე სწორედ „მერსედესს“ აქვს. შეეცადეთ, თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასში ისევ „მერსედესის“ რომელიმე მოდელი შეიძინოთ. 

კითხვა: მყავს 1999 წლის გამოშვება „სუზუკი გრანდ ვიტარა”. ჩემდა გასაკვირად, ორი დღის წინ, დილით აღმოვაჩინე, რომ საჭე ძალიან რთულად დასამორჩილებელი, უხეში გახდა. შესაბამისი ღვედი დასუსტებული არ არის, საბურავებში წნევა ნორმალურია, ჯვარედინი გადამცემი, ეგრეთ წოდებული „კრესტავინა,“ დაზიანებული არ არის, ჰიდრავლიკას ზეთი არ აკლია. როგორც მეუბნებიან, ყველა სიმპტომით პრობლემა ჰიდრავლიკის ტუმბოშია. რას შეეძლო ამის გამოწვევა, ვის მივმართო და როგორ ავიცილო მსგავსი პრობლემა შემდგომში? 

პასუხი: ამ შემთხვევაში, ორი მიზეზი შეიძლება იყოს, რომელიც თქვენს პრობლემას იწვევს. პირველი, ეს არის ჰიდრავლიკის ტუმბო, რომელიც წნევას ქმნის. ალბათ, ის დაზიანდა და საჭირო წნევას ვერ, ან საერთოდ არ ქმნის და მეორე – დაზიანდა ეგრეთ წოდებული „რულევაია კალონკა” – მოწყობილობა, რომელიც საჭის მართვას უზრუნველყოფს. ანუ, შესაძლებელია, ტუმბოსთვის საჭირო წნევა „რულევოის” მოეწოდებოდეს, მაგრამ ის სათანადოდ არ რეაგირებდეს, არ გადმოჰქონდეს წნევა საჭეზე. საჭის მექანიზმის გადამოწმება და შეკეთება შეგიძლიათ დიღომში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოსთან. იქ, დაახლოებით 40-50 მეტრში, მარჯვენა მხარეს შედის ვიწრო ქუჩა, რომლის სიღრმეშიც საჭის ხელოსნები არიან. რაც შეეხება პრობლემის მომავალში თავიდან აცილებას, ის თქვენგან არ მომდინარეობს და შესაბამისად, ვერც თავიდან აიცილებთ. ერთადერთი, რითაც საჭე ზიანდება, ჰიდრავლიკის ზეთის დაკლებაა. ის რომ იცლება, სხვადასხვა ზეთს ასხამენ. ამით ის ადგილი კი არა, სხვა დეტალებიც ზიანდება. ამიტომ, ზეთის დაკლების შემთხვევაში, ყოველთვის კარგი ხარისხის და ზუსტად ისეთი ჩაასხით, რაც საჭიროა.  

скачать dle 11.3