კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

წერეთელი

ქართველებს შორის პირველი მხედრიონი წერეთლებს ჰყავდათ, რომელიც მათ იმერეთის სამეფოს გაუქმებამდე შეინარჩუნეს. მხედრიონი აზნაურებისგან შედგებოდა. ისინი მუდმივად სამხედრო ვალდებულები იყვნენ და უნდა ემსახურათ მანამ, სანამ ცხენზე ჯდომა შეეძლებოდათ...  

იმერეთში წერეთელი წარჩინებული თავადური საგვარეულოა. ისტორიაში ეს გვარი მეცამეტე საუკუნიდან არის ცნობილი.

მეცხრე საუკუნეში ლეონ მეორის ვაჟი, გიორგი პირველი (861-868), აფხაზეთის მეფე, რომელსაც ქუთაისში ჰქონდა რეზიდენცია, ფლობდა საუფლისწულო ციხესიმაგრე წერეთსა და მის მიდამოებს, რის გამოც ის და მისი შთამომავლები წერეთლის გვარს ატარებდნენ... წერეთლებმა პირველებმა შემოიღეს სამხედრო საქმეში წერილობითი შეტყობინება, რაც მათ ციხესიმაგრეში ხორციელდებოდა. „წერეთი” უკავშირდება სიტყვა „წერას” და ძველქართულად „კვალის გაყვანას“ ნიშნავს. თემურ-ლენგის ლაშქრობებით შევიწროებული წერეთლების წინაპრები საბოლოოდ იმერეთში დასახლდნენ. 1395 წელს იმერეთში დამკვიდრებულ წერეთლებს მეფე კონსტანტინესაგან ებოძათ თავადის წოდება და საჩხერე.

წერეთელი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა ზემო იმერეთში. გვარად ქცეული სადაურობის სიტყვა – წერეთი – სოფელია გორის რაიონში. 

„წერეთლების უძველესი სამკვიდრებელი აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ვეძიოთ. ამ გვარის წინაპრები, როგორც ირკვევა, თავდაპირველად ზემო ქართლში მოსახლეობდნენ. გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ატარებს წერეთის ქედის სახელწოდებას, ხოლო, იმავე რაიონში მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში მდებარეობს სოფლები – დიდი წერეთი და პატარა წერეთი. ჟამთა განმავლობაში წერეთლებს ბინადრობა უცვლიათ: ნაწილი გადასულა იმერეთში, ნაწილი კი დასახლებულა მდინარე ფრონეს ხეობაში, ცხინვალის მახლობელ მიდამოებში. ეს სანახები რომ ძველი საცხოვრებელი ადგილი ყოფილა წერეთლებისა, ამას კარგად მოწმობს ერთი სიგელი როსტომ მეფისა (1634-1653), ბოძებული მის მიერ 1648 წელს ვინმე ზაალ წერეთლისათვის”. 

წერეთლების სათავადო სამფლობელოს საწერეთლო ეწოდებოდა.

კოკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოკა.

1721 წელს საბარათიანოში, ბატონის მეფის სახასოში, მოიხსენიება ყაზარა კოკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: კოკაია, კოკაური, კოკელაშვილი, კოკელაძე, კოკიაშვილი, კოკილაური, კოკილაშვილი.

საქართველოში 98 კოკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 40, რუსთავში – 34, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.

642 კოკაია: მარტვილში – 357, სენაკში – 285.

ჩაკვეტაძე

ჩაკვეტაძე ლეჩხუმური წარმოშობის გვარია. დღესდღეობით ცხოვრობენ ცაგერის რაიონის სოფლებში: ლახეფაში, ტვიშსა და ზუბში; ასევე, წყალტუბოსა და ხონის რაიონებში, რამდენიმე ოჯახი თელავშიცაა. უნდა იყვნენ სამეგრელოსა და მარტვილის რაიონშიც. ცხოვრობდნენ აფხაზეთშიც. მათ თავდაპირველ სამოსახლოდ ითვლება სოფელი ლახეფა (ცაგერის რაიონში). სოციალური სტატუსი – თავისუფალი გლეხები. პირველად ეს გვარი ვინმე თინა ჩაკვეტაძის მიერ სოფელ ოყურეშის ეკლესიისადმი შეწირულ თასზე გაკეთებულ წარწერაში მოიხსენიება, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ან მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისს უნდა მიეკუთვნებოდეს. გვარის წარმოშობას, შეიძლება, საფუძვლად დასდებოდა ეპონიმი ჩაკვეტა. ასეთი საკუთარი სახელი არსად გვხვდება.

 ამ გვარის წევრებს შორის არსებობს რამდენიმე გადმოცემა მათი გვარის წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთის მიხედვით, ისინი თავს ხვამლის განძთსახიზართა მცველებად მიიჩნევენ (სოფელი ლახეფა ხვამლიდან უახლოესი დასახლებული პუნქტია). უფრო მოგვიანებით არქეოლოგიურ-ალპინისტურმა ექსპედიციამ მთლიანად დაადასტურა წერილობითი წყაროებისა და ხალხური ზეპირსიტყვიერების ცნობები ხვამლის მთაზე ქვაბ-განძსაცავის არსებობის შესახებ (გ. ლომთათიძე, „ხვამლის ციხე-ქვაბის არქეოლოგია,“ 1967). მეორე გადმოცემის თანახმად, ისინი მეციხოვნეები იყვნენ. სოფელ ლახეფის თავზე მდებარეობს ძველი ციხის ან სადარაჯო კოშკის ნანგრევები. ადრე ის, ალბათ, იმ გზას კეტავდა, რომელიც რიონის ხეობის ლეჩხუმს ცხენისწყლის ხეობის ლეჩხუმთან აერთებდა. ხალხი მას „უწვაშის ციხეს” უწოდებს. ციხე ნათალი დიდი ლოდებით უნდა ყოფილიყო ნაშენი. იქ მშენებლობის ორი ფენა უნდა იყოს: ერთი, რომელიც დიდი, დამუშავებული ლოდებისგან შედგება, არაუგვიანეს შუა საუკუნეების ფეოდალურ ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს (შეიძლება, ადრეფეოდალურიც იყოს); მეორე, შედარებით მომცრო ლოდებით ნაშენი, უფრო გვიანდელია. 

მწყერაძე-ბერუკაშვილი-მწყერაული

ბერუკაშვილი აზნაურ მწყერაძეთა გვარიდანაა გამოყოფილი. „აზნაურ მწყერაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსულნი, რომელნიც ესახლენ ლოსიათ ხევს, მწყერის ციხე-ადგილსა წოდებულსა და ადგილისა გამო გაუგვარდათ მწყერაძეობა. არიან ესენიცა აზნაურნი და ცნობილნი ლუარსაბ მეფისა დროსა და მოიხსენებულ ტრაქტატსა შინა“ (იოანე ბატონიშვილი, „შემოკლებითი აღწერა“). 

მწყერაძე მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში. 

საქართველოში 79 მწყერაძე ცხოვრობს: თელავში – 26, თბილისში – 24, გორში – 9.  არიან სხვაგანაც.

432 მწყერაული.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3