კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნივთები გააქრო ბერიამ სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი სეიფიდან

ომის დასაწყისი

(1941 წლის 22 ივნისი)

სტალინთან თანამშრომლობის ოცდაათწლიანი ყოველდღიური ურთიერთობები მაკავშირებს და შოკირებული, ან, თუნდაც, დაბნეული ბელადი მე არ მახსოვს. კარგად მახსოვს ომის დაწყება, მისი ყველა ნიუანსი და, რაც მთავარია, სტალინის გენიალური ფიგურა, რომელიც მთელი ომის განმავლობაში კიდევ უფრო განდიდდა და გასხივოსნდა...

21 ივნისს კრემლში მშვიდობიანი დღეების ბოლო, ომისწინა თათბირი გაიმართა, რომელსაც მთელი პოლიტბიურო და ყველა ძალოვანი უწყების მთავარი პირი ესწრებოდა. ეს მრავალრიცხოვანი შეკრება საკმაოდ ცოტა ხანს – სულ ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა და მისი დანიშნულება იყო წინასაომარი მზადყოფნის საბოლოო ანგარიში ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე. თითოეული მომხსენებელი მაქსიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში აცნობდა დამსწრეებს თავისი საპასუხისმგებლო უბნის მზადყოფნის ძირითად ასპექტებს. ბოლოს სტალინმა ათწუთიანი რეზიუმე გააკეთა და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის განკარგულება გასცა.

საიდუმლო რიტუალი აგარაკზე

თათბირი დასრულდა, პასუხისმგებელმა მუშაკებმა თავ-თავიანთ უწყებებს მიაშურეს. მოლოტოვსა და ბერიას კი სტალინმა კრემლში დარჩენა უბრძანა, ხოლო თავად, პოსკრებიშჩევთან ერთად, ჩვენი თანხლებით, კუნცევოში გაემგზავრა. აგარაკზე რომ მივედით, შუაღამეს გადაცილებული იყო და საათი პირველის თხუთმეტ წუთს უჩვენებდა. ჩვეულებისამებრ, სტალინი თავის ოთახისკენ გაეშურა, ჩვენ ჩვენი ადგილები დავიკავეთ და კუნცევოში ჩვეულებრივზე მეტმა სიჩუმემ დაისადგურა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ომის დაწყების ზუსტი თარიღი სტალინთან ერთად სულ ათამდე ადამიანმა იცოდა და მათ შორის – ბერიამ, მოლოტოვმა, ჟუკოვმა და პოსკრებიშევმა, ხოლო ყველა დანარჩენი, მზადყოფნა ¹10-ის რეჟიმში იყვნენ გადაყვანილები და, ბუნებრივია, ხვდებოდნენ, რომ დღედღეზე ომი დაიწყებოდა.

ძალიან საინტერესო და იდუმალებით მოცულია ღამის სამსაათნახევრიანი მონაკვეთი, რომელიც დიდმა ბელადმა ფაშისტური აგრესიის დაწყებამდე (ღამის 00.30-4.00 საათი) კუნცევოში, საკუთარ სამუშაო ოთახში გაატარა. ერთი შეხედვით, საკვირველი და დიდად საინტერესო არაფერი უნდა იყოს იმაში, რომ, რთული, ძალიან დაძაბული სამუშაოს შემდეგ, დიდი ბელადი დასასვენებლად განმარტოვდა, თუმცა... საქმე ისაა, რომ სტალინმა ეს ომის დაწყებამდე სულ რაღაც სამსააათ-ნახევრით ადრე მოინდომა (განმარტოება), მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდა საომარი მოქმედების დაწყების თარიღი, მაგრამ, არც ესაა ამ შემთხვევაში მთავარი. ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ სტალინის ეს განმარტოება წინასაომარი ძალების კონცენტრაციას, თუ გნებავთ, ერთგვარ რიტუალს წარმოადგენდა, რაშიც პირადად მე, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მტკიცედ ვრწმუნდები. სტალინი რომ გარდაიცვალა, ზუსტად ვიცი, რომ პირადად ლავრენტი ბერიამ მისი სეიფიდან (რომელიც სტალინის საძინებელში იყო ჩამონტაჟებული) რაღაც ნივთები გამოიღო და გაურკვეველი მიმართულებით წაიღო. როგორც გავიგე (სხვათა შორის, ეს პირველად ვასილ სტალინმა განაცხადა ახალგარდაცვლილი მამის ცხედართან და მისი დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს განცხადება იყო), ბერიას მიერ სეიფიდან წაღებული ნივთები სტალინისთვის ციმბირში ჯერ კიდევ მისი გადასახლებისას უჩუქებია ტუნგუს შამანს. ესენი იყო: ჭიქა, შანდლის მაგვარი დანადგარი, ტყავის დაწნილი ავგაროზი და მუნდშტუკი. მოგვიანებით დავინტერესდი ასეთი რაღაცეებით და გავარკვიე, რომ ეს ყოველივე სარიტუალო ატრიბუტებს წარმოადგენდა ციმბირის ზოგიერთ ტომში. საქმე ისაა, რომ ეს ნივთები პირველად სტალინის ოთახში გამთენიისას, ომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვნახე მაგიდაზე გაშლილი, მეორედ კი მაშინ, როცა ისინი ბერიამ წაიღო. ოთხს თხუთმეტი წუთი აკლდა, როცა სტალინთან შევედი მისივე გამოძახების შემდეგ. იგი მორიგე ოფიცერს სპეციალური ზარით იძახებდა, რომელიც ღილაკზე ჰქონდა დამონტაჟებული თავის ოთახში. მან მე გასამგზავრებლად კორტეჟის მომზადება პირადად მიბრძანა და სწორედ ამ დროს შევნიშნე ის ზემოჩამოთვლილი ნივთები მის მაგიდაზე, ოთახში კი რაღაც განსხვავებული სუნი იდგა. ერთი სიტყვით, ეს ყოველივე მე მხოლოდ 12 წლის შემდეგ აღვიდგინე მეხსიერებაში.

ომი დაიწყო

დილის 4 საათსა და 12 წუთზე კუნცევოში პირველი ზარი გაისმა, რომელსაც პოსკრებიშჩევმა უპასუხა. რეკავდა ჟუკოვი, რომელმაც გერმანული აგრესიის დაწყება პირადად სტალინს მას შემდეგ ამცნო, რაც პოსკრებიშჩევმა ტელეფონის აპარატი დიდი ბელადის კაბინეტში გადართო. ომის დაწყების შესახებ პირველად მაშინ შევიტყვე და ამ ცნობამ ჩემზე განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. 4 საათსა და 30 წუთზე სტალინი საკუთარი ოთახიდან გამოვიდა. იგი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული იყო. მთელი აგარაკი სრულად ვიყავით მობილიზებულები და მის ბრძანებას ველოდით. სტალინმა გამგზავრების ნიშანი მოგვცა, ყველანი მანქანებში მოვთავსდით და მოსკოვისკენ დავიძარით. სტალინი და ვლასიკი უკან ისხდნენ, ხოლო მე, ჩვეულებისამებრ – წინ. მთელი გზა დიდ ბელადს ხმა არ ამოუღია. ლაპარაკი მას არც სხვა დროს უყვარდა მანქანაში, მაგრამ, იმ დღეს განსაკუთრებული სიჩუმე იდგა. კრემლში რომ მივედით, იქ უკვე მთელი პოლიტბიურო იყო შეკრებილი და მხოლოდ სტალინს ელოდებოდნენ. დიდი ბელადი მშვიდად, ყოველგვარი ფაციფუცის გარეშე შევიდა კაბინეტში და ცოტა ხანში იქ დანარჩენებიც მიიწვია. ჟუკოვმა და სიმოშჩენკომ ომის პირველი საათების ოპერატიული ინფორმაციები მიაწოდეს ბელადს. აღმოჩნდა, რომ, ჩვენი სამხედროების თავდაუზოგავი წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე ადგილზე მტერს ჩვენი თავდაცვის გარღვევა და ღრმად შემოჭრა მოეხერხებინა. სტალინმა ყველაფერი ეს დინჯად მოისმინა და შესაბამისი დირექტივებიც გასცა. შემდეგ მოლოტოვს გერმანიის ელჩის – შულენბურგის გამოძახება მოსთხოვა კრემლში და მასთან შესახვედრად გაგზავნა. შულენბურგი დილის 6 საათზე გამოცხადდა, ცოტა ხანს ესაუბრა მოლოტოვს და კაბინეტში დაბრუნებულმა მოლოტოვმა ომის გამოცხადების ოფიციალური ნოტა მოიტანა. შემდეგ პოლიტბიუროს წევრებმა ომის დაწყების შესახებ რადიოში გამოსაცხადებელი ტექსტი შეადგინეს და შუადღეზე ეს ცნობა მოლოტოვმა წაიკითხა რადიოთი. დაახლოებით დილის 10 საათზე სტალინის კაბინეტში მხოლოდ ბერია, მოლოტოვი და ვოროშილოვი დარჩნენ, ხოლო დანარჩენები თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. ამასობაში მეკავშირე სამხედრო ოფიცრებმა სტალინის კაბინეტში ოპერატიული კავშირის ტელეფონები დაამონტაჟეს, რათა მას წინა ხაზთან პირდაპირი საუბრის საშუალება ჰქონოდა. თითქმის ყოველ ნახევარ საათში სტალინი პირადად ურეკავდა მეთაურებს და უშუალოდ მათგან იგებდა იქ შექმნილ ოპერატიულ ვითარებას.

14 საათზე ჩვენი კორტეჟი ჯერ გენერალურ შტაბში მივიდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში. ორივე უწყებაში სტალინი ცენტრალურ აპარატს შეხვდა და მათ მხნეობისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა. საღამოს, დაახლოებით 18 საათზე, სტალინმა, მოულოდნელად ხელოვანთა შეკრების ბრძანება გასცა და შეხვედრა დიდ დარბაზში დანიშნა. საათ-ნახევარში დიდი დარბაზი საბჭოთა კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებით გაივსო. სტალინი მათ წინაშე ვრცელი სიტყვით გამოვიდა და ყველას მოუწოდა, დიდი ომის თემაზე აქტიურად ემუშავათ. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაედო სათავე ეგრეთ წოდებული ომის თემას, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩვენს დიად გამარჯვებაში. 22 საათისთვის სტალინს უკვე სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებმა დაურეკეს და ესაუბრნენ. მთელი იმ დღის განმავლობაში, ისევე, როგორც მთელი ომისა და, საერთოდ, სტალინის მოღვაწეობის განმავლობაში, დიდ ბელადს ექსტრემალურ სიტუაციებში (სხვა მისი თანამებრძოლებისგან განსხვავებით, რომლებიც დაბნეულები ჩანდნენ) ძარღვიც არ შესტოკებია სახეზე და მშვიდად, საღად გამოიყურებოდა. სხვათა შორის, ასეთივე მშვიდი იყო ლავრენტი ბერია, რომელსაც სრული მობილიზება და კონცენტრაცია ეტყობოდა. დიდი ბელადის სახეზე თუნდაც წამიერ შეშფოთებას ვერ შენიშნავდით. იგი, ჩვეულებისამებრ, ბევრს ეწეოდა, იყო დინჯი, მშვიდი და კონცენტრირებული.

23 საათსა და 30 წუთზე სტალინმა პოსკრებიშჩევს უხმო, მცირე ხნით ესაუბრა და, მას შემდეგ, რაც პოსკრებიშჩევი გაისტუმრა, თავადვე გამოვიდა კაბინეტიდან და, ვინც კი იქ (მისაღებში) ვიმყოფებოდით, თავისთან გვიხმო. შევედით. მან ხელით გვანიშნა, დავსხედითო, თავად კი უხმოდ სცემდა ბოლთას და ჩიბუხს აბოლებდა. ათიოდე წუთში ბერია, ვოროშილოვი, კალინინი და მარშალი შაპოშნიკოვიც დაბრუნდნენ, რომელთაც კრემლის სასადილოს პერსონალი მოჰყვა უკან. მათ წითელი ღვინით სავსე ბოკლები მოიტანეს, მაგიდაზე დაწყვეს და წასვლა დააპირეს. თუმცა, სტალინმა მათ დარჩენა უბრძანა. შემდეგ, დიდი ბელადის თხოვნით, ყველამ ღვინიანი ჭიქები მოვიმარჯვეთ, სტალინმა კი წარმოთქვა: „ამხანაგებო, მტერმა საშინელი ძალით, ვერაგულად შემოგვიტია, მაგრამ, მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხის გმირული სულისკვეთება ყველაფერს გადაწონის“, – შემდეგ კი ამ ისტორიული ფრაზით დაასრულა თავისი სიტყვა: „მტერს დავამარცხებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ჩვენი გამარჯვებისა იყოს!“ – და „საფერავით“ სავსე ჭიქა გამოცალა. ასევე, მოვიქეცით ყველა. 22 ივნისი მიიწურა, სტალინი კაბინეტში განმარტოვდა, დიდი ომი კი უფრო და უფრო იკრებდა ძალას.

 

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3