კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ყველაზე მაღალი კალათბურთელი კალათბურთის ისტორიაში და ვინ ითვლება ყველაზე მაღალ სპორტსმენად NBA-ს ისტორიაში

საკალათბურთო კალათა 305 სანტიმეტრ სიმაღლეზეა განთავსებული და მოთამაშეების უმეტესობას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ მას შეწვდეს, თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ეს სიმაღლე პრობლემას არ წარმოადგენს – ისინი ნახტომის გარეშე, უბრალოდ ხელის მაღლა აწევით ახერხებენ, ჩააგდონ ბურთი და ქულა მოუტანონ საკუთარ გუნდს – საუბარია მსოფლიოს ყველაზე მაღალ კალათბურთელებზე.

ალექსანდრ სიზონენკო

ყველაზე მაღალი საბჭოთა კალათბურთელი სიზონენკოს სიმაღლე 245 სანტიმეტრი იყო. მას ერთდროულად ორი ტიტული ჰქონდა: „პლანეტის ყველაზე მაღალი კალათბურთელი“ და „პლანეტის ყველაზე მაღალი ადამიანი.“ თავისი კარიერა სიზონენკომ კუიბიშევისა და ლენინგრადის გუნდებში გაატარა. საკალათბურთო მოედნის გარდა, იგი კინემატოგრაფშიც იყო დაკავებული:  საბჭოთა ზღაპარში – „მამაცი მკერავი” მან გოლიათის როლი ითამაშა. სიზონენკო მთელი სიცოცხლის განმავლობაში იზრდებოდა, რაც მას დისკომფორტს უქმნიდა. ის 58 ზომის ფეხსაცმელს ატარებდა, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში მისი წონა 186 კილოგრამს შეადგენდა. სიზონენკოს ჰორმონული დარღვევა ჰქონდა, ძლიერი ოსტეოპოროზის გამო მას გადაადგილება უჭირდა და ამიტომ მთელ დროს სახლში ატარებდა. საბჭოთა კალათბურთელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2012 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა 52 წლის ასაკში.

სულეიმან ალი ნაშნუში

ლიბიელი სულეიმან ალი ნაშნუშიც ალექსანდრ სიზონენკოს სიმაღლის – 245 სანტიმეტრი იყო და ლიბიის ნაკრებში თამაშობდა. კალათბურთის პარალელურად, ისიც იყო კინოში დაკავებული, კერძოდ, მას შესრულებული აქვს პატარა როლი ფედერიკო ფელინის „სატირიკონში”. ნაშნუში 1991 წელს გარდაიცვალა და სიზონენკოს მსგავსად, მასაც ჰქონდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

სუნ მინმინი

ჩინელი კალათბურთელი სუნ მინმინი ყველაზე მაღალია ამჟამად მოქმედ კალათბურთელებს შორის – მისი სიმაღლე 236 სანტიმეტრია და ის ჩინური „ბეიძზინ დაქსის” ღირსებას იცავს. სუნს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, ეთამაშა NBA-ში, მაგრამ, ვერასდროს გასცდა კოლეჯების ლიგას, სადაც რამდენიმე წელი გაატარა. სუნ მინმინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი კალათბურთელია იაო მინის შემდეგ. მინმინს შესრულებული აქვს ეპიზოდური როლი ჯეკი ჩანისა და კრის ტაკერის ცნობილ ბლოკბასტერში – „პიკის საათი 3”.

გეორგე მურეშანი

რუმინელი გეორგე მურეშანი NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი კალათბურთელია. მისი სიმაღლე 231 სანტიმეტრი იყო და ის „ნიუ-ჯერსი ნეტსის” ღირსებას იცავდა. მურეშანის სიმაღლე ჰიპოფიზოსის პრობლემით იყო გამოწვეული. ამჟამად მურეშანი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. იგი გადაღებული მხატვრულ ფილმში „ჩემი გოლიათი”.

მანუტე ბოლი

სუდანელი მანუტე ბოლის მამის სიმაღლე, 203 სანტიმეტრი იყო, დედის – 198 სანტიმეტრი, ხოლო, თავად მანუტეს სიმაღლემ კი 231 სანტიმეტრს მიაღწია. მან „ნაციონალურ ასოციაციში“ რამდენიმე გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა, მათ შორის – „მაიამი ჰითისა” და „ფილადელფია სიქსერზის” რიგებში. იგი ბლოკ-შოტების ოსტატად ითვლებოდა და დღემდე NBA-ს დამფარებლების ტოპ-ოცეულის წევრია. მანუტე ბოლი 2010 წელს გარდაიცვალა 47 წლის ასაკში.

სლავკო ვრანეში

ჩერნოგორიელი სლავკო ვრანეში NBA-ს ისტორიაში სიმაღლით მესამე კალათბურთელია და ამჟამად მოქმედი კალათბურთელებიდანაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სპორტსმენია – მის სიმაღლე 230 სანტიმეტრია და მისი დებიუტი „ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში“ 2004 წელს შედგა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერის” რიგებში, სადაც მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, შემდეგ კი ევროპაში დაბრუნდა. სლავკო ამჟამად სერბული „მეტალაცისა” და ჩერნოგორიის ნაკრების ღირსებას იცავს.

შონ ბრედლი

229 სანტიმეტრი სიმაღლის შონ ბრედლი ასევე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ კალათბურთელად ითვლება „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ ისტორიაში. ბრედლი სხვადასხვა დროს „ფილადელფია სიქსერზის”, „დალას მევერიქსისა” და „ნიუ-ჯერსი ნეტსის” რიგებში ასპარეზობდა. მან კარიერის ბოლოსკენ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და 2001 წელს „ევრობასკეტზე“ ითამაშა, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა. შონ ბრედლის შესრულებული აქვს როლი, ალბათ, ყველაზე ცნობილ ფილმში კალათბურთზე, კომედიაში „სფეის ჯემი”, სადაც მისი პარტნიორები არიან კალათბურთის ლეგენდები: მაიკლ ჯორდანი, ჩარლზ ბარკლი, ლარი ბერდი, პატრიკ იუინგი და მაგსი ბოგზი. 

იაო მინი

ყველაზე ტირაჟირებული ჩინელი კალათურთელი იაო მინი სიმაღლეში 229 სანტიმეტრია და, ასაკის მიუხედავად, ვეტერან სპორტსმენად ითვლება. იაოს საუკეთესო წლებმა „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ კლუბ „ჰიუსტონ როკიტსში” ჩაიარა, სადაც მან 9 სრული სეზონი ითამაშა. იაოს მონაწილეობა აქვს მიღებული 2000, 2004 და 2008 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, მათ შორის ათენსა და პეკინში – იგი ჩინეთის ნაკრების მედროშე გახლდათ გახსნის ცერემონიალზე. მინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ჩინეთში და მას უამრავი სარეკლამო კონტრაქტი აქვს დადებული სხვადასხვა კომპანიასთან. ამჟამად იაო სპორტულ კომენტატორად მუშაობს ერთ-ერთ ჩინურ ტელეარხზე.

პაველ პოდკოლზინი

რუსი კალათბურთელის პაველ პოდკოლზინის სიმაღლე 226 სანტიმეტრია და ამჟამად მოქმედი რუსი სპორტსმენებიდან ის ყველაზე მაღალია. პაველმა კარიერა ნოვოსიბირსკში დაიწყო, თავის მშობლიურ ქალაქში, საიდანაც ევროპაში გადაიხვეწა და საბოლოოდ NBA-ში ცდილობდა დამკვიდრებას. პოდკოლზინმა ორი სეზონი გაატარა „დალას მავერიქსში”, 2006 წელს გუნდთან ერთად NBA-ის ფინალამდეც მიაღწია, თუმცა, მაინც ვერ იქცა ძირითადი ხუთეულის წევრად და სამშობლოში დაბრუნდა. ამჟამად ყველაზე მაღალი რუსი კალათბურთელი „ნოვოსიბირსკის” ღირსებას იცავს.

მარკ იტონი

მარკ იტონს თითქმის 12-წლიანი კარიერა ჰქონდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ასოციაციაში. ის 1982-1993 წლების სეზონებში ის „იუტა ჯაზის” შემადგენლობაში ირიცხებოდა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ დაფარებაში. იტონს ეკუთვნის NBA-ს რეკორდი ერთ სეზონში ბლოკ-შოტების რაოდენობით. იტონის სიმაღლე 224 სანტიმეტრია და ის დღემდე ითვლება ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად.

скачать dle 11.3