კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

ღვთისმშობლის სასწაულები

ხატმა – „შენ ხარ ვენახი“ – სასწაული მოახდინა

წლების წინ, სისხლის გადასხმის ინსტიტუტში მიმიყვანეს აგონიაში მყოფ ქალთან, რომელსაც მესამე შვილი საკეისრო კვეთით ამოუყვანეს. ექიმის დაუდევრობით, ტამპონი დარჩენიათ მის ორგანიზმში, რასაც სეფსისი მოჰყოლია. ეს უკვე მესამე საავადმყოფო იყო, სადაც მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. შესასვლელში აწ განსვენებული აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი შემხვდა, რომელიც დილაადრიან საგანგებოდ მის მოსანახულებლად მოსულიყო. დავეკითხე, თუ იყო გადარჩენის იმედი. „ღმერთს თუ შეუძლია მისი გადარჩენა, – მიპასუხა მან, – ჩვენ ადამიანურად ყველაფერს ვეცადეთ, მაგრამ, შედეგი არ ჩანს“. რეანიმაციაში შესულს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი დამხვდა, რომელსაც დედა, მეუღლე და პატარა ქალიშვილები დასტიროდნენ. მომაკვდავს თავთან „შენ ხარ ვენახის“ მცირე ზომის ხატი დავუსვენეთ და ღვთისმშობლის პარაკლისი გადავუხადეთ გამოსაჯანმრთელებლად. ვლოცულობდი და მეც ცრემლები მახრჩობდა. მომაკვდავს, თითქოს ესმისო ლოცვა, ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. პარაკლისის შემდეგ  „შენ ხარ ვენახის“ კანდელიდან აღებული ზეთი ვაცხეთ, დავლოცეთ მისი სახლეულიც და, შეძლებისდაგვარად, ნუგეში ვეცით. მეორე დილით გახარებული ნათესავები ტაძარში ამოვიდნენ – უფალსა და ღვთისმშობელ მარიამს სამადლობლად სანთლებს უნთებდნენ „შენ ხარ ვენახის“ ხატთან. თურმე, პარაკლისის შემდეგ ავადმყოფს მალევე დაუბრუნდა გრძნობა და, იმდენად გამოკეთდა, რომ იმავე საღამოს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, ერთ კვირაში კი სახლშიც გაწერეს გამოჯანმრთელებული. ახალშობილი მონათლეს, დედასა და შვილს სასწაულმოქმედ ხატთან სამადლობელი პარაკლისი გადავუხადეთ.

დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) ბუბესის სასწაული

დიდებული სასწაულის მომსწრენი გახდნენ 51-ე ბატალიონის ჯარისკაცები, რომლის მეთაური მაიორი პეტრაკისი იყო. ეს სასწაული იტალია-საბერძნეთის ომის დროს, როდენის ქედზე, კლდისურის მარჯვენა ნაპირზე აღესრულა.

1941 წლის იანვრის 22 რიცხვიდან მოყოლებული, ყოველ საღამოს, ზუსტად 21 საათსა და 20 წუთზე, იტალიელების მძიმე ქვემეხები პეტრაკისის ბატალიონის პოზიციებისა და სამხედრო ტრანსპორტის სავალი გზის დაცხრილვას იწყებდა. მზვერავები და მფრინავები ცდილობდნენ, აღმოეჩინათ ქვემეხები, მაგრამ, არაფერი გამოსდიოდათ. შესაძლოა, იმიტომ ვერ ახერხებდნენ იტალიელების ქვემეხების ადგილმდებარეობის დადგენას, რომ მათ ყოველ საღამოს ადგილს უცვლიდნენ.

თებერვლის ერთ ცივ მიმწუხრს ისევ გაისმა იტალიური ქვემეხების ზალპი.

– ყოვლადწმიდა დედაო! – უცებ აღმოხდა მაიორს, – შეგვეწიე! გვიხსენ ამ დემონებისაგან!

იმწამსვე ცაზე მბრწყინავი ღრუბელი გამოჩნდა და ნელა დაიწყო სინათლის შარავანდედის სახის მიღება, მის ქვევმოთ კი პატარა ვერცხლისფერმა ღრუბლებმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახება შექმნეს, რომელიც თანდათან მიწისკენ მოიქცა და ბუბესის ორ შემაღლებას შორის მდებარე ხრამთან გაჩერდა. ყოველივე ეს განცვიფრებული ბატალიონის თვალწინ ხდებოდა.

– სასწაული! – ხმამაღლა შესძახა მაიორმა.

– სასწაული! სასწაული! – გაიმეორეს მეომრებმა და პირჯვარი გამოისახეს.

ტზიმასის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ბატარეას დაუყოვნებლივ გაუგზავნეს სროლის კოორდინატები. ათი წუთის შემდეგ ბერძნულმა ქვემეხებმა დაიქუხეს, ხოლო ოცი წუთის შემდეგ იტალიური ზარბაზნები დადუმდნენ – ამჯერად, სამუდამოდ.

скачать dle 11.3