კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ გვეკრძალება, ამოვიცნოთ ჩვენი მომავალი ბედი?

პასუხი: ადამიანისთვის რომ სარგო იყოს ყველაფრის ცოდნა, ღმერთი მას ამგვარ უნარს მიანიჭებდა. უფალი ბევრ რამეს გვიმალავს ჩვენივე სიკეთისთვის, ჭკვიანი მშობლების მსგავსად, რომლებიც შვილებს უმალავენ იმას, რისი ახსნაც მათთვისვე სასარგებლოდ შეიძლება მოხდეს ზრდასრულ ასაკში. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ბოლომდე აღვასრულოთ ჩვენი მიწიერი დანიშნულება და ამ ასპარეზს არ გავეცალოთ იმაზე ადრე, ვიდრე ის არ აგვისრულებია.

კითხვა: ერთგან ამოვიკითხე, რომ ლოცვა ძალიან რთული საქმეა. შეიძლება, ლოცვა ძნელი იყოს?

პასუხი: შეიძლება, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი ლოცვად განემზადება, მტრები – ბოროტი ძალები – ყველანაირად ცდილობენ, აცდუნონ ის და ყურადღება გადაუტანონ, რადგან, არაფერი ისე ძლიერ არ მოქმედებს მათზე, როგორც ლოცვა. ადამიანს რომ მუდამ ჰქონდეს ლოცვის სურვილი, ის ხშირად უნდა იხსენებდეს ქრისტეს სამსჯავროსა და იმას, თუ როგორ წარდგება მის წინაშე.

კითხვა: შეიძლება თუ არა, მოუნათლავ ბავშვს ჯვარი გავუკეთო?

პასუხი: ჯვრის ტარებას ვერ აგიკრძალავთ, მაგრამ, რა გიშლით ხელს, რომ ბავშვი მონათლოთ? ახლაც ხომ არ სჯიან ამისთვის, როგორც კომუნისტების დროს? გირჩევთ, დაუყოვნებლივ მონათლოთ პატარა.

კითხვა: სახლში გვაქვს მაცხოვრის უძველესი ხატი. შესაძლებელია თუ არა მისი გაყიდვა? ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება ეს?

პასუხი: განსაცდელისგან ხსნა მხოლოდ უფლის დახმარებით ხდება და, უმჯობესია, ამ ხატის წინაშე ილოცოთ და შესთხოვოთ შემწეობა. ხატის გაყიდვით აღებული თანხით შესაძლოა, რაღაც გარკვეული ყოფითი პრობლემები მოიგვაროთ, მაგრამ, უფლის დახმარება ხომ ყოველთვის გჭირდებათ?!

скачать dle 11.3