კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა მამათა შეგონებანი

ნილოს სინელი: გაღიზიანებულის ლოცვა საზიზღარი საკმეველია, განრისხებულის ფსალმუნება კი – უსიამოვნო ხმა.

ანტონი დიდი: ბოროტს ბოროტით ნუ მიუზღავ და შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ნუ უპასუხებ, რადგან, შენი დამცირება-დაკნინება უფლის ნებით ხდება, რომელიც ხედავს, რომ თვით შენ არ იმდაბლებ თავს.

***

ნურავის დაგმობ და განიკითხავ ადამიანთაგან, რათა ღმერთმა არ უგულებელყოს შენი ლოცვა-ვედრება.

ეფრემ ასური: სინანულის დრო მოკლეა, ცათა სასუფეველი კი – უსასრულო.

ამბა ისაია: გაუმაძღრობის ვნება, როგორც დედა ყოველგვარი ვნებისა, პირველ ყოვლისა, სიძვის ვნებას შობს.

იოანე კრონშტადტელი: ყოველთვის გახსოვდეს, რომ ხორცი მატყუარაა.

წმიდა ლუკა: მკაცრად მოგეთხოვებათ პასუხი ღვთის წინაშე ყველა იმ სიავის გამო, რომელსაც თქვენში ხედავენ თქვენი შვილები. თუ თვითონ ცუდად იქცევით, რა შეგიძლიათ ასწავლოთ ბავშვებს? დიდი განმანათლებელი და მღვდელმთავარი წმიდა იოანე ოქროპირი მშობლების შესახებ ამბობდა: „თქვენ თითქოს განზრახ ცდილობთ თქვენი შვილების დაღუპვას. ქრისტე ჩხუბსა და განხეთქილებას კრძალავდა, თქვენ კი ყოველთვის ამ ბოროტი საქმით ხართ დაკავებულნი; ქრისტე წყენის უსიტყვოდ გადატანას გვიქადაგებდა, თქვენ კი მშიშარასა და მხდალს უწოდებთ მას, ვინც წყენას მოითმენს; თქვენ საყვედურობთ კიდეც ბავშვებს, როდესაც მათ არ სურთ, სამაგიერო მიაგონ შეურაცხმყოფელს.“

ღვთისმსახურების კვირის ციკლი

კვირის (შვიდეულის) ციკლი ეწოდება ღვთისმსახურების იმ წესს, რომელიც კვირის შვიდი დღის განმავლობაში აღესრულება.

კვირის ყოველი დღე ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენას ან განსაკუთრებით სათაყვანებელ წმიდანს ეძღვნება.

კვირა დღეს ეკლესია იესო ქრისტეს აღდგომას ადიდებს;

ორშაბათს იდიდებიან უხორცო ძალნი – ანგელოზნი;

სამშაბათი იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა, უდიდესი წინასწარმეტყველთა და მართალთა შორის;

ოთხშაბათს იუდას მიერ მაცხოვრის გაცემას ვიხსენიებთ, ამიტომ, იესო ქრისტეს ჯვრისადმი მიძღვნილი მსახურება აღევლინება (ეს დღე მარხვაა);

ხუთშაბათს წმიდა მოციქულები და წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი იდიდებიან;

პარასკევს ვიხსენებთ მაცხოვრის ჯვარცმასა და ჯვარზე სიკვდილს და მსახურებაც იესო ქრისტეს ჯვარს ეძღვნება (ამ დღესაც ვმარხულობთ);

შაბათს იდიდებიან: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელსაც, ასევე, ყოველდღე ვცემთ თაყვანს; მამამთავარნი, წინასწარმეტყველნი, მოციქულები, მოწამენი, ღირსნი, მართალნი და ყოველნი წმიდანნი, რომელთაც სასუფეველი დაიმკვიდრეს. მათ გარდა, მოიხსენიება ჭეშმარიტი სარწმუნოების მქონე ყველა შესვენებული (გარდაცვლილი), ვინც აღდგომასა და სამარადისო სიცოცხლის დამკვიდრებას ელის.

скачать dle 11.3