კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეხვდა კახა მიქიაშვილი ნუკი ცარელაშვილის გათხოვებას და რა ურთიერთობა აქვთ კახას შვილებს ერთმანეთთან

მომღერალ ნუკი ცარელაშვილს ჩვენი მკითხველი ჯერ კიდევ „ჯეოსტარიდან“ იცნობს, თუმცა, მას შემდეგ თითქმის 9 წელი გავიდა. ნუკიმ კარიერა საოპერო კუთხით გააგრძელა და მას სერიოზული წარმატებებიც აქვს. ნუკი ამჟამად იტალიაში, ქალაქ ოზიმოში ცხოვრობს და ოზიმოს აკადემიაში აგრძელებს სწავლას. ორი წლის განმავლობაში მას არაერთი საინტერესო მოსმენა ჰქონდა. რაც მთავარია, ის ცნობილ პროფესორებთან გადიოდა მასტერკლასს და აკადემიიდან იტალიის სხვდასხვა ქალაქი მოიარა გასტროლებით. ცოტა ხნის წინ, ნუკის პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი რამ მოხდა: მან საკუთარი მომავალი ანდრეა ბარტოლის დაუკავშირა. წყვილმაოზიმოში ულამაზესი ქორწილი გადაიხადა, რომელსაც ნუკის შვილი – 7 წლის ანასტასია მიქიაშვილიც ესწრებოდა.

 

ნუკი ცარელაშვილი: მაქვს პროფესიული წინსვლები, პატარ-პატარა შემოთავაზებები. მაქვს ძალიან ლამაზი ოჯახი და ამჟამად მათი ხელშეწყობით, მთლიანად კარიერაზე ვარ ორიენტირებული. ჩემთვის ყველაზე რთული ანასტასიას გარეშე ცხოვრება იყო. როცა ანასტასიას გარეშე ძალიან დამიმძიმდა ცხოვრება, ღმერთმა დიდი საჩუქარი გამომიგზავნა – ისეთი ადამიანი შემახვედრა, რომელმაც ულამაზესი, დიდი სიყვარული მაჩუქა და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი გადამატანინა. 20 აგვისტოს ჩამოვიყვანეთ ანასტასია და 7 სექტემბერს, როდესაც მე და ანდრეამ ხელი მოვაწერეთ, ისიც დაესწრო ჩვენს ქორწილს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე – ჩემს შვილთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. რაც მთავარია, ანასტასიაც უბედნიერესი იყო. ასევე, ჩემი დაც ჩემთან იყო. სავიზო რეჟიმის გამო, მშობლებმა ჩამოსვლა ვერ მოასწრეს, სამაგიეროდ, მე, ანასტასია და ანდრეა ვგეგმავთ ახალი წლის დღეებში საქართველოში ჩამოსვლას. ჩემს მშობლებსაც შეხვდება და დიდი სურვილი გვაქვს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავიწეროთ ჯვარი. ჩემი მეუღლე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე ბედნიერი ვიყო. როცა მკითხა: რა შეეძლო ჩემთვის გაეკეთებინა, მე ვუთხარი, რომ მინდოდა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამეწერა ჯვარი. გადავწყვიტეთ, რომ იტალიაში მოვაწერდით ხელს, შემდეგ საქართველოში ანდრეა მართლმადიდებლად მოინათლება და დავიწერთ ჯვარს. 

– რას საქმიანობს შენი მეუღლე და როგორ გაიცანი?

– ფარმაცევტია. საერთო მეგობართან გავიცანი ერთ-ერთ წვეულებაზე. იტალიელები ძალიან თბილი ხალხია, მაქსიმალურად ცდილობენ, სტუმარს ყურადღება მიაქციონ. იმ საღამოს ყველა ყურადღებას მაქცევდა. ერთადერთი, ანდრეა იყო, რომელიც არ მიყურებდა, მაგრამ ქალებს არაფერი გამოგვეპარება. სამჯერ ისეთი მზერა დავიჭირე მისგან, რომ მივხვდი, ვაინტერესებდი. მერე მითხრა კიდეც: არ შემოვბრუნებულვარ, მრცხვენოდა – ჩემთვის ძალიან ჭკვიანი, მიუწვდომელი და ლამაზი იყავიო. შემდეგ მეგობრებთან ერთად წავედით ვარდების ფესტივალზე. ანდრეა მთელი საღამო ცდილობდა, ჩემთვის ყურადღება არ მოეკლო. ძალიან მამაკაცურია, ჯენლტმენი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, მაგრძნობინოს, რომ ჩემ გვერდით ნამდვილი მამაკაცია. 29 წლის ასაკში პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, რომანტიზმი. ანდრეამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის და დამიმტკიცა, რომ იმსახურებდა ჩემ გვერდით ყოფნას – როგორც პიროვნება, მას ისე ვაინტერესებდი. 5 თებერვალს, ჩემს დაბადების დღეზე მაჩუქა საგვარეულო ბეჭედი, რომლითაც მისმა ბაბუამ ბებიამისი დანიშნა და ხელი მთხოვა. ჩემი თანხმობაც მიიღო. ისეთი ადამიანია, ზოგჯერ მგონია, მძინავს და რომ გავიღვიძებ, ყველაფერი დამთავრდება. ასეთ ადამიანზე ვერც ვიოცნებებდი. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ანასტასიასთან. თავიდან მეშინოდა, არ ვიცოდი, ანასტასია როგორ შეეწყობოდა, რადგან მას მამა ჰყავს და მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. მას მამას ვერავინ შეუცვლის და არც ანდრეა აპირებს ამას. როცა აეროპორტში, ანასტასია გაექანა და ანდრეას ჩაეხუტა, მან სიხარულისგან იტირა. ფანტასტიკური ურთიერთობა აქვთ, ისეთი, როგორზეც ვერასდროს ვიოცნებებდი. 

– როგორი ურთიერთობა აქვს ანასტასიას პატარა დასთან, კახა მიქიაშვილისა და სალომე არშბას შვილთან? 

– ანდრიას ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, ყველანი იცნობენ თინას. ანასტასიას ტელეფონში აქვს მისი ფოტოები, მამიდა უგზავნის და მთელ იტალიას აჩვენებს: ეს არის ჩემი დაიკო – თინა. უზომოდ უყვარს. მაღაზიაში რომ მივდივართ და მისთვის რამეს ვყიდულობ, მეუბნება: თინასაც უყიდეო. არასდროს ვიქნები წინააღმდეგი, რომ დასთან ჰქონდეს ურთიერთობა, ისევე, როგორც მამასთან, მამიდებთან, რომლებიც ძალიან ყურადღებიანები არიან. 

– ანასტასია შენთან ერთად ცხოვრობს იტალიაში და იქ სწავლობს. კახა ხომ არ იყო მისი საქართველოდან წამოსვლის წინააღმდეგი? 

– ნებისმიერი მამისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ მისი შვილი ევროპაში მიიღებს განათლებას. ანასტასია ძალიან კარგ იტალიურ სკოლაში სწავლობს, პარალელურად, ინგლისურ და ფრანგულ ენებს ეუფლება. კახა გაგებით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას – ურეკავს, რჩევებს აძლევს, რომ კარგად მოიქცეს, ადრე დაიძინოს და კარგად ისწავლოს.

– როგორ შეხვდა კახა შენს გათხოვებას?

– არ მგონია, სწყენოდა, თუმცა არ მოულოცავს. მისი ემოციების შესახებ არაფერი ვიცი.  

– როგორი ქორწილი გქონდა?

– იტალიური ქორწილი გვქონდა, ოზიმოს კომუნაში მოვაწერეთ ხელი. ერთი კვირით ადრე შეგაქვს კომუნაში საბუთები, მერე ისინი სპეციალურ სტენდზე აქვეყნებენ: ეს წყვილი ამა და ამ დღეს უნდა შეუღლდეს და თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ მათ შესახებ, ანუ, თუ რომელიმე მათგან დაქორწინებულია შეგვატყობინეთო. შესაბამისად, ჩვენი ქორწინების შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო და ბევრიც მოვიდა. მეგობრებმაც ბევრი სიურპრიზი მოგვიწყეს: მთელ ოზიმოში გაკრული იყო ფიფქია და შვიდი ჯუჯას პოსტერები. ფიფქია ვიყავი მე, ხოლო შვიდივე ჯუჯა – ანდრეა, ანუ ჩვენი სახეები იყო იქ ჩასმული. ბევრი ვიცინეთ. გარდა ამისა, მანქანაზე ოთხივე საბურავი მოგვიხსნეს – მე თეთრი საქორწინო კაბით და ანდრეაც სასიძოდ გამოწყობილი ვეძებდით მათ დიდხანს. ასევე, მოგვიტანეს დიდი ყუთი, სადაც, წესით, საჩუქარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თაბაშირი აღმოჩნდა, რომელიც ჩაქუჩით გვამტვრევინეს. კინაღამ რომ მოვკვდით, მერე გადმოგვცეს საჩუქარი კონვერტით. კომუნიდან გამოსულებმა, ბრინჯის წვიმაში გავიარეთ, თავზე გვაყრიდნენ, მთელ სამოსში ბრინჯი გვქონდა ჩაყრილი. ქორწილი გადავიხადეთ ანდრეას ერთ-ერთ აგარაკზე. ყველაფერი ჩვენი ორგანიზებით იყო და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ბოლოს, გვიან მხოლოდ ახალგაზრდები დავრჩით, დიჯეი გვყავდა და დილამდე გავერთეთ. საქორწინო თაიგული ჩემმა დამ დაიჭირა. ახლა ანასტასია უკვე საქმროს ურჩევს მარიამს. ოჯახის წევრებმა სიურპრიზი მომიწყვეს: დიდ ეკრანზე გაუშვეს ვიდეო, სადაც მე და ანდრეას საქართველოდან გვილოცავდნენ. მე ვტიროდი, თან, იტალიურად ვთარგმნიდი. 

скачать dle 11.3