კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზურგზე შესასმელები

„სწავლა სიკვდიმდე შენია“

კარგა ხანია, არც მისი დალალები მოხვედრია ჩვენი ამომრჩევლის თვალებს და არც მისი ბაგეთაგან თქმული – ჩვენს მრავალჭირნახულ ყურებს, მაგრამ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ მისი აქტივობა დააკლდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, თუმცა, აღმოჩნდა, რომ, მართალია, თვალ-ყურს მოაკლდა, მაგრამ, ჯიბეს ისევ აწევს.

კერძოდ, გაირკვა, რომ საპარლამენტო უმცირესობის და, იმავდროულად, პარლამენტის ყველაზე ნორჩი წევრი, მარიამ საჯაია, სასწავლებლად ოკეანის გაღმა გაემგზავრა. იგი ვაშინგტონში მაგისტრატურის ერთწლიან კურსს გადის თურმე და, არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს, ზედაც, შედარებით სამართალს ეუფლება (ჯერ რომ დაუფლებოდა და შემდეგ ეკანონმდებლა, ვითომ, უფრო დაზარალდებოდა ჩვენი საკანონმდებლო ბაზა?!).

ამ ფაქტში საოცარი არაფერი იქნებოდა (ჯერ ერთი, ფრიად ნორჩია და, რაც მთავარია, გურამიშვილი გვასწავლის, რომ „მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი“), რომ არა ერთი „მაგრამ“; ამ ერთი წლის განმავლობაში, სანამ ხალხის რჩეული ქ-ნი საჯაია განათლების მორევშია გადაშვებული, მას პარლამენტარის ხელფასიც შეუნარჩუნდება და დანამატიც (კარგია კარგი ცხოვრება!).

პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ქ-ნი იმერლიშვილი აცხადებს, რომ ქ-ნი საჯაია სასწავლო შვებულებაში იმყოფება და, ამიტომაც, პარლამენტის რეგლამენტით, ხელფასი თავისი დანამატითურთ უნარჩუნდება.

სამწუხაროა, რომ გადასახადის გადამხდელისთვის არავის უკითხავს, ეთანხმება თუ არა დეპუტატების არათუ ასეთ არაადეკვატურად მაღალ-მაღალ ხელფასს, მათთვის ხელფას-დანამატის მუქთად გაცემას, თუმცა, რაკი ისინი ზემოთ არიან, ჩვენ ქვემოთ ვიმყოფებით, ბარემ, ფართის უფლებითაც ჩაგვეწერა და ზურგით გვეტარებინა?! თუ ხარჯია, ხარჯი იყოს! 

скачать dle 11.3