კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (154)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

არც გვიღებენ, არც გვიშვებენ

დაბმულ-გადაბმულები

თუ გავიხსენებთ, რომ ევროპის მასშტაბით თავი უკვე გვაქვს მოჭრილი, იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართველი ქურდების სახელი შორსაა გავარდნილი და ევროპის ტერიტორიაზე დღე ერთია და რამდენიმე ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას აკავებენ ძარცვისთვის, შესაძლოა, ლოგიკურიც იყოს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გასვლაზე კანონში ახალი შეზღუდვის დაწესება.

თუმცა, თავად კანონმდებელი გვარწმუნებს, რომ ეს შეზღუდვები სხვა არაფერია, თუ არა კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. ჰოდა, ამ შესაბამისობისა თუ საკუთარი სირცხვილის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე დატოვებისთვის, ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლა შეიძლება შეეზღუდოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძებნილნი არიან ან ყალბი საბუთებით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას, არამედ, მაშინაც კი, თუკი მათი წასვლა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს არ შეესაბამება.

ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, თუ არც ძებნილი ვარ და არც გამყალბებელი, კიდევ რით უნდა შევუქმნა საფრთხე არათუ ჩემი სახელმწიფოს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, ევროპაში ისედაც დიდი გაჭირვებით გვიღებენ (მაგალითად, ჩვენი რეგიონიდან ყველაზე ხშირად სწორედ საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან უარს ევროკავშირის ვიზებზე), როგორც ჩანს, ახლა ჩვენებიც აღარ გაგვიშვებენ. ხოლო, თუ ზემოთქმულს იმასაც დავამატებთ, რომ, მიმდინარე წლის ექვს თვეში პატრულმა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 70 პროცენტზე მეტი ჯარიმა გამოუწერა საქართველოს მოქალაქეებს (ისიცაა, არ დაარღვიო და ჯარიმასაც აიცდენ), რაც მეტნი დავრჩებით, მეტსაც დავარღვევთ და ბიუჯეტსაც შევეწევით. 

 

скачать dle 11.3