კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აქცევს „ობობა“ დათო გომართელს მონსერატ კაბალიედ და რა საოცრებებს გეგმავს ის GDS-ზე

 მას მხოლოდ ფსევდონიმით ოცნობენ, ისიც – სატელევიზიო სფეროში, მაგრამ, მაყურებელი კარგად იცნობს მის ყველა ნამუშევარს. „რუსთავი 2-ში“ ცხრამეტწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ის თითქმის ყველა ცნობილი გადაცემის, შოუს რეჟისორი იყო. „ობობა“ – ამით ყველაფერია ნათქვამი: ეს ნიშნავს, რომ გამოსახულება იქნება იდეალური; რომ თქვენ მოგწონთ ის, რაც ეკრანზე ხდება, თუმცა, ნამდვილად არ ფიქრობთ, ვინ დგას კამერების უკან. ამხელა სტაჟის შემდეგ „ობობამ“, იგივე თემურ გოგოლაძემ, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და GDS-ის ფეხზე დაყენება გადაწყვიტა. რა გახდა ამის მიზეზი, ამაზე თავად საუბრობს.

– ამ წლების განმავლობაში, ალბათ, ძალიან ბევრ ტელეარხს უნდოდა შენი გადაბირება. რატომ მაინცდამაინც GDS?

– სხვათა შორის, ასე არ ყოფილა. ყოველთვის ყველამ იცოდა, რომ მე და „რუსთავი 2“ ერთად ვიყავით; რომ ყოველთვის ამ ტელეარხის ერთგული ვიყავი და გადაბირების მცდელობას და რაიმე მომხიბვლელი წინადადების შემოთავაზებასაც კი არ ჰქონდა აზრი. მაგრამ, ბავშვი რომ იზრდება, 19 წლის ასაკში უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს და ის უნდა წავიდეს სახლიდან, რათა ახალ სივრცეში მოსინჯოს თავისი ძალები. სხვაგან ნამდვილად არსად წავიდოდი, ამის თქმას ვერც გამიბედავდნენ. მაგრამ, უკვე „დიდი ბიჭი“ გავხდი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დამეწყო.

– ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად არის GDS-ში?

– მივიღე გადაწყვეტილება, რომ კრეატივიდან მენეჯმენტში გადავსულიყავი.  GDS-ში არა რეჟისორი, არამედ, გენერალური პროდიუსერი ვარ. მევალება, რომ GDS-ისგან გავაკეთო ისეთი ტელევიზია, რომელიც ბაზარზე შემოვა ამბიციით და რომელიც ამ ბაზარზე მყარად დაიკავებს ადგილს. ჩემი ამდენწლიანი გამოცდილება (უამრავ სხვადასხვა ტიპის გადაცემაზე მიმუშავია და ტელევიზიის სისტემა კარგად ვიცი) მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ გამოცდილებით ახალ ტელევიზიაში რადიკალურ გარდაქმნას ნამდვილად მოვახდენ. ეს არის ტელევიზია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. ამ ტელევიზიაში არ იქნება პოლიტიკა და ეკონომიკა, მაგრამ, იქნება სხვა ყველაფერი – გართობა, შემეცნებითი, საგანმანათლებლო გადაცემები... 

– სერიალები?

– იქნება სერიალები, ფილმები...

– ერთი საიდუმლო ვიცი: ძალიან ცნობილ პროექტს ყიდულობთ, რომელსაც მე ერთ-ერთ რუსულ არხზე ვუყურებ...

– დიახ, ეს არ არის რუსული პროექტი. რამდენიმე ტელეარხმა დაიწყო ამაზე ფიქრი და, სანამ ისინი ფიქრობდნენ, ჩვენ გადავწყვიტეთ. ეს არის „ენდემოლის“ პროექტი, რომელიც ვიყიდეთ და ამ არხზე გავაკეთებთ. გადაცემას ჰქვია „ერთი ერთში“ და ეს არის კონკურსი. მასში მონაწილეობას იღებენ ვარსკვლავები, რომლებიც კიდევ უფრო დიდ ვარსკვლავებს ემსგავსებიან – უფრო დიდ ვარსკვლავებად გადაკეთდებიან.

– მაგალითად?

– მაგალითად, დათო გომართელი შეიძლება გადაკეთდეს მონსერატ კაბალიედ – ის მთელი თავისი ვიზუალით შეიცვლება და იმღერებს საოპერო არიას იმავე ხმით. გვაქვს კიდევ რამდენიმე პროექტი, რომლებზეც წინასწარ საუბარი არ მინდა. ამჟამად ჩაშვებულია დილის და შუადღის ეთერები – ეს ის ორი გადაცემაა, რომლებიც ტელევიზიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს. გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი გადაცემა –„ჯიდიპედია“, რომელიც მთლიანად GDS-ის მოფიქრებულია და მას „GDS-ის შვილს“ ვეძახი. 

– ძალიან დიდია კონკურენცია შუადღის გადაცემებში...

– გეთანხმები, მაგრამ, ჩვენს „შუადღეში“ სულ სხვა რაღაცეეებს მოისმენენ, არავითარ შემთხვევაში არ დავემსგავსებით „რუსთავი 2-ს,“ „იმედს“ და საერთოდ არავის.

– მეუღლე „რუსთავი 2-ში“ დატოვე?

– არ დამიტოვებია. წავიყვანე...

– აი, ეს ნამდვილად არ ვიცოდი („ობობას“ მეუღლე, გვანცა კილასონია, „პროფილის“ ყოფილი პროდიუსერია).

– ზოგადად, ცოლ-ქმარს ერთად მუშაობა არ უყვარს, მაგრამ, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად პროფესიონალები მჭირდება ყველა ეტაპზე. გვანცა მუსიკალური გადაცემების პროდიუსერია, ის საუკეთესოა თავის სფეროში, ამ პოზიციაზე და, შესაბამისად, იმის გამო, რომ ჩემი მეუღლეა, უარს ვერ ვიტყოდი მის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. რაც ჩემს ცოლს შეუძლია, ეს ყველა არხს სჭირდება. სჭირდებოდა „რუსთავის 2-ს“ და ახლა ძალიან სჭირდება GDS-ს. რომ შევთავაზე, მითხრა – კი ბატონოო. ჩემი, გვანცასი და ნებისმიერი სხვა ადამიანის წამოსვლა „რუსთავი 2-ს“ არ დაეტყობა – ეს არის ძალიან მძლავრი, იდეალური მექანიზმის მქონე მანქანა, საიდანაც მიდიან მოდიან, მაგრამ, ის აღმასვლას განაგრძობს. GDS-ის მიზანია, მინიმუმ, მას დაეწიოს.

– დავეწიოთ და გავასწროთ შეერთებულ შტატებს.

– არა, გასწრებაზე ჯერ ძალიან ადრეა საუბარი. ჩემი ერთი წლის, ერთი სეზონის მიზანია,  მინიმუმ, ცუდ ხასიათზე დავაყენო სხვა ტელევიზიები ჩემი რეიტინგით. აუცილებლად გავაბრაზებ, თან – კარგად...

скачать dle 11.3