კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რეკლამის განთავსების დროს ნებადართულია თუ არა მისი შინაარსის ნებისმიერი ფორმა; ასევე, რა მოთხოვნები უნდა იქნეს დაცული ზოგადად რეკლამის დამზადებისა და გამოყენების შემთხვევაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა. რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე, არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა; ხოლო, საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის, ლოგოტიპის მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო, სურვილის შემთხვევაში, ის შეიძლება შესრულდეს უცხოურ ენაზეც. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ყველა შემთხვევაში, ზომითა და რაოდენობით, გარდა ტელეპროდუქციისა, არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ  ფორმას.  ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა იყოს ერთნაირად განათებული და ადვილად წასაკითხი. რეკლამაში ენობრივი ნორმების დაცვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, კონკრეტულად რა სახის რეკლამის დამზადება და გამოყენებაა აკრძალული ან შეზღუდული საქართველოში ქვეყნის კანონმდებლობით?

პასუხი: დაუშვებელია იმ საქონლის რეკლამირება, რომლის წარმოება და რეალიზაციაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, ლიცენზიას, მაგრამ, ასეთი ნებართვა არ არის მიღებული; აგრეთვე, იმ ეკონომიკური აგენტის რეკლამირება, რომლის საქმიანობაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, მაგრამ, ასეთი ნებართვა არ არის მიღებული. იმ საქონლის რეკლამას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა ახლდეს აღნიშვნა – „სერტიფიცირებულია“; აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება – ეს ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას; აკრძალულია რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე; რეკლამა არ უნდა უბიძგებდეს მოქალაქეებს ძალადობის, აგრესიისა და ქაოსისკენ, არ უნდა მოუწოდებდეს მათ საშიში ქმედებისკენ, რომელსაც შეუძლია, ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან დაემუქროს მის უსაფრთხოებას; აკრძალულია რეკლამის გადასახდელის დიფერენცირება რეკლამირებადი საქონლის სახეების მიხედვით. უცხო ქვეყნიდან საქართველოში გავრცელებული, ტრანსლირებული რეკლამა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას რეკლამის შესახებ, უნდა აღიკვეთოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად; ასევე, აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამირებისას არასრულწლოვანთა გამოსახულების ან ხმის ნებისმიერი ფორმით გამოყენება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ ითვლებიან მეორე რიგის კანონით მემკვიდრეებად და როგორ გადაწყდება საკითხი, თუ მეორე რიგის მემკვიდრე გარდაცვლილია, მაგრამ მას დარჩა შვილები? მიიღებენ თუ არა მისი შვილები მემკვიდრეობას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მეორე რიგის კანონით მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდათ.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ ითვლებიან მესამე რიგის კანონით მემკვიდრეებად?

პასუხი: მესამე რიგში კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან ბებია და ბაბუა, ბებიის დედ-მამა და ბაბუის დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და ბაბუის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ბებია და ბაბუა ცოცხლები აღარ არიან.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ ითვლებიან მეოთხე და მეხუთე რიგის კანონით მემკვიდრეებად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მეოთხე რიგის კანონით მემკვიდრეები არიან ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები; მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო, თუ ეს უკანასკნელნი ცოცხლები არ არიან, მაშინ – მათი შვილები.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, კანონით აქვს თუ  არა რაიმე სახის შეზღუდვა ადვოკატს ბრალდებულთან შეხვედრისას და შეიძლება თუ არა ადვოკატის ბრალდებულთან შეხვედრა ისმინებოდეს ან ვიდეოთვალით ხდებოდეს ამ შეხვედრის კონტროლი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან კონფიდენციალური და თავისუფალია. კონფიდენციალურია, ასევე, პირის ბრალდებულად ცნობამდე მისი ურთიერთობა მის შესაძლო ადვოკატთან. დაკავებული ან დაპატიმრებული ბრალდებულის ურთიერთობა თავის ადვოკატთან შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით.

კითხვა: ჩემი ახლო ნათესავის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, წინასწარი გამოძების პროცესში, პროკურორმა პირად საუბარში მოგვთხოვა ადვოკატის შეცვლა და გვითხრა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმებას არ გააფორმებდა. გთხოვთ მაცნობოთ, აქვს თუ არა პროკურორს ამგვარი მოთხოვნის უფლება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადვოკატს ირჩევს და იყვანს ბრალდებული ან, ბრალდებულის ნების გათვალისწინებით – მისი ახლო ნათესავი ან სხვა პირი. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ამგვარი მოთხოვნის არათუ უფლება არ აქვთ, არამედ, უფლება არ აქვთ, რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს. ბრალდებული, მისი ახლო ნათესავი ან ადვოკატის ამყვანი სხვა პირი და ადვოკატი თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ მხოლოდ მათ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.

скачать dle 11.3