კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კომპლექსი მოუხსნა „ფეისბუქმა“ ადამიანებს და უკავშირდება თუ არა მათი გამოქვეყნებული სტატუსები მათ შინაგან სამყაროს

მართალია, ბოლო წლებში სხვადასხვა სოციალირი ქსელი ძალიან პოპულარულია, მაგრამ მათ შორის „ფეისბუქმა” ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მას, ფაქტობრივად, კონკურენტი აღარ ჰყავს. „ფეისბუქზე” უამრავი ადამიანია დამოკიდებული და ის ცხოვრების წესად ექცათ. დღევანდელ ინტერვიუში, აქცენტს გამოქვეყნებულ სტატუსებზე შევაჩერებთ, რომელსაც მომხმარებელთა ერთი კატეგორია დღეში რამდენჯერმეც კი აქვეყნებს. აქვს თუ არა გამოქვეყნებული სტატუსის შინაარს, მისი ავტორის ბუნებასთან კავშირი, ამის შესახებ ფსიქოლოგ ანა ცინაძისგან შევიტყობთ.

ანა ცინაძე: გამოქვეყნებული სტატუსები, რა თქმა უნდა, კავშირშია მისი ავტორის ბუნებასთან. როგორც კალიგრაფიაა ადამიანისთვის დამახასიათებელი და ტიპური, ასევეა, ამ შემთხვევაშიც. თქვენი მეგობრის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის  წაკითხვისას, ავტორსაც რომ არ მიაქციოთ ყურადღება, ისედაც მიხვდებით, ვისი დადებულია ეს „პოსტი.”

– ხშირად ისეთ პირადულ სტატუსებს ვაწყდებით, რომლის საჯაროდ გამოტანა, წესით, ავტორს არც უნდა უნდოდეს. ეს შეიძლება, იყოს ადამიანის შინაგანი კომპლექსი, ან თუნდაც სპეციალურად, სხვის დასანახად დაწერილი, რომ ძალიან კარგად ხარ და ასე შემდეგ.

– რა თქმა უნდა, ეს ასეა. შეიძლება, ადამიანმა იმიტომ დადოს მსგავსი სტატუსი, რომ სხვას  მიზანმიმართულად აჩვენოს თუ რა კარგად არის ის, ან პირიქით. ეს ალბათ მაინც ყურადღების მიქცევის სურვილია.

– ვინც დღეში ძალიან ბევრ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, როგორი ადამიანია ის?

– ეს მარტივადაც შეიძლება აიხსნას. ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო. 

– იმასაც ამბობენ, საკმარისია, ფსიქოლოგთან საკუთარი სტატუსების ამონაწერი მიიტანო, ის დასკვნას გამოიტანსო, მართალია?

– ეს მხოლოდ პირველი სეანსისთვის იქნება საკმარისი, ანუ ზედაპირულად. უფრო კონკრეტული დასკვნისთვის კი, ამ სტატუსთა ამონაწერი საკმარისი ნამდვილად არ იქნება. 

– დღის რომელ მონაკვეთში გამოქვეყნებულ სტატუსს შეიძლება ჰყავდეს უფრო მეტი მკითხველი? თუ არ აქვს საერთოდ ამას მნიშვნელობა?

– დასავლეთში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, სადილამდე გამოქვეყნებული სტატუსები 65 პროცენტით უფრო მეტად და ხშირად იკითხება, ვიდრე სხვა დანარჩენი. განსაკუთრებით აქტიურია პარასკევი. შაბათ-კვირას კი ინტერესის დაცემა შეიმჩნევა. შაბათ-კვირას მომხმარებლის პასიურობა, ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ძალიან კარგის ნიშანია. ანუ, ადამიანები ბოლომდე არ არიან გადავარდნილი ვირტუალურ სამყაროში და დასვენების დღეებში სხვა საქმითაც ინტერესდებიან.

– რა განსხვავებაა, ტექსტურ, ფოტო და ვიდეო დართულ პოსტებს შორის?

– ყველაზე პოპულარულია პოსტები თანდართული ფოტოთი ან ვიდეოებით. ამ შემთხვევაში ფოტო 22 პროცენტით პოპულარულია ვიდეოსთან შედარებით, ხოლო 54 პროცენტით უფრო პოპულარული, ვიდრე ტექსტური. გარკვეულ შემთხვევებში, ვიდეოებსაც აქვს უპირატესობა, თუმცა საერთო ჯამში, მაინც ეს მონაცემებია.

– დღეს ბევრი ფოტოს სწორედ იმისთვის იღებს, რომ შემდეგ „ფეისბუქში“ ატვირთოს.

– კი, ასეა. იტყვიან ხოლმე, ეს ზუსტად „ფეისბუქისთვის“ გადასაღები ფოტოაო.

– რაც შეეხება სხვადასხვა ადგილმდებარეობის გამოქვეყნებას დღის განმავლობაში?

– ესეც იმას აღნიშნავს, აქტიური ხარ თუ არა –  სულ მომართული ხარ თუ არა და დღეში რამდენ რამეს ასწრებ. შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს სხვა ადამიანების ინტერესს და ყურადღებას.

– მათზე რას გვეტყვით, ვინც საერთოდ არ წერს სტატუსს?

– ასეთები უფრო დამკვირვებლის როლში არიან. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები ცხოვრებაშიც უფრო მეტად აკვირდებიან მოვლენებს და სიტუაციებს. ინერტული პოზიცია კი აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არიან აქტიურნი. ასეთ ადამიანებს, უბრალოდ, არ უნდათ, რამე დაწერონ და გამოაქვეყნონ. 

– გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, შესაძლებელია თუნდაც ზედაპირული ანალიზი გაკეთდეს ადამიანის ფსიქოლოგიაზე?

– რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პირად და ცოტა ეროტიკული ელფერის ფოტოებს დებენ. ამით ისინი აუდიტორიის ყურადღებას იზიდავენ. არიან ისეთებიც, პატარა, საყვარელი ბავშვების ფოტოების დადებას რომ არჩევენ. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, მათ ბავშვი არ ჰყავთ და ამით ერთგვარად იმის კომპენსაციას ახდენენ, რაც რეალურ ცხოვრებაში აკლიათ. ასევე, არიან ისეთებიც ფლორისა და ფაუნის ლამაზ ფოტოებს რომ ტვირთავენ თავის გვერდზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ამ ადამიანს ესთეტიკური გემოვნება აქვს, ან უბრალოდ, უნდა, ცხოვრებაში მხოლოდ ლამაზი და კარგი დაინახოს. ანდა, ამის პროპაგანდას ახდენენ საზოგადოებაში.

საერთოდ, სოციალურმა ქსელებმა ადამიანებს ის კომპლექსი მოუხსნა, რასაც ისინი რეალურ ცხოვრებაში განიცდიან. ვინც ცხოვრებაში მორცხვი და თავშეკავებულია, ვირტუალურ სამყაროში გაცილებით თამამი ხდება. ეს კი მათ თვითრეალიზაციაში ეხმრება.

скачать dle 11.3