კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა ხდება მარიტა ჯანაშიასა და ჯეჯი გომელაურს შორის და როგორ შეხვდნენ მარიტას გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები

მარიტა ჯანაშია გასულ წელს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა – სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, წელს კი უკვე მეორე კურსზეა. მთელ უნივერსიტეტში მისი ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა, რადგან ბევრი ცნობილი მსახიობისა თუ რეჟისორის შვილიშვილებმა და შვილებმა ერთად მოიყარეს თავი. 

მარიტა ჯანაშია: ძალიან მომწონს თეატრალურში სწავლა, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. ძალიან საინტერესო საგნები ისწავლება. ცალ-ცალკე რაზეც მინდოდა სიარული და სწავლა, ყველაფერი აქ ისწავლება. თან, გიზო ჟორდანიასა და ნანუკა ხუსკივაძის ჯგუფში ვარ და, ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, მათთვის, ვინც ჩვენს ჯგუფში მოხვდა, დიდი გამართლებაა. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათგან იმდენ რამეს ვისწავლი, ვერსად ვერავინ რომ ვერ მასწავლის. 

– როგორ შეხვდნენ ოჯახში შენს გადაწყვეტილებას? 

– ბებია ძალიან მგულშემატკივრობს, ჩემს ყველა გამოცდას დაესწრო. დედაჩემს არ უნდოდა, რომ სამსახიობოზე ჩამებარებინა, მამამ – შენ როგორც გინდაო, ანუ, ბებიამ უფრო დამიჭირა მხარი. უბრალოდ, ბებია ყველა სპექტაკლში კვდებოდა, ახრჩობდნენ და ამის გამო მთელი ოჯახი დასტრესილი იყო. ამიტომ, მამამ რომ გაიგო, სამსახიობოზე ვაბარებდი, დიდად არ აღფრთოვანებულა, მაგრამ, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩემი არჩევანი იყო და ხელი არავის შეუშლია. დედამაც არ იცის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. მოკლედ, საბოლოოდ, ყველამ დადებითად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. 

– რა ხდებოდა გამოცდებზე, ბევრი ინერვიულე? 

– ჩვენს გამოცდებს ძალიან ბევრი ხალხი ესწრება, თან, ჩვენი ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. პირველად რომ გამოვედი ჩვენებაზე, მაშინაც არ მინერვიულია ასე. ოსტატობის გამოცდა ღია იყო და 50 კაცამდე მაინც ესწრებოდა: ბავშვები, ლექტორები, მშობლები. სულ ვამბობდი: ხალხის როგორ უნდა შემეშინდეს, ჩვენებებს იმდენი კაცი ესწრება-მეთქი, მაგრამ, გამოცდაზე 50 კაცი რომ მოვიდა, ისე ვინერვიულე, კინაღამ გული გამისკდა. ყოველი გამოხედვა გძაბავს, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ. ძალიან საინტერესო ჯგუფი გვაქვს – 18 სტუდენტი ვართ და ყველა ინდივიდუალურია. ჩემთან ერთად სწავლობენ: ელდარ შენგელაიასა და არიადნას შვილიშვილი – ნატალია ჯუღელი; ნიკოსა და ეკას შვილი – ჯეჯიკო გომელაური; ნინო ქორიძის შვილი – ირაკლი კვირიკაძე; ამირან შალიკაშვილის შვილიშვილი – მარიამი; უშანგი ჩხეიძის შვილიშვილი – ნიკა მითაიშვილი. შარშან  ხუთმა რეჟისორმა აიყვანა ჯგუფები და, ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთ ჯგუფში, ბატონ გიზოსთან მოვიყარეთ თავი. დიდი ინტერესია ჩვენი ჯგუფის მიმართ და პასუხისმგებლობაც დიდი გვაქვს. საკუთარ თავზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, ჯგუფში ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ბავშვები არიან და მიხარია, რომ ასეთ კარგ ადამიანებთან ერთად ვსწავლობ, მათთან მიწევს მუშაობა და ურთიერთობა, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. 

– ერთმანეთს არ იცნობდით? 

– ჩემს ერთ-ერთ ჯგუფელს, მარიამ ხუხუნაიშვილს საბალეტო სასწავლებლიდან ვიცნობდი, სხვას – არავის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბებიები და ბაბუები ერთმანეთს იცნობდნენ, ერთად მუშაობდნენ. ბებიაჩემი ნატალია ჯუღელის ოჯახთან ძალიან ახლოს არის, როგორც აღმოჩნდა, თურმე, ნატალიასთანაც მეგობრობს, მაგრამ, ჩვენ ერთმანეთს არსად არ შევხვედრივართ –  ისიც შორიდან მინცობდა, მეც და, საბოლოოდ, თეატრალურში გადაიკვეთა ჩვენი გზები, აქ დავმეგობრდით. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფის მიმართ მეტი ინტერესია და უფრო მეტსაც გვთხოვენ. ჩვენს გამოცდებს უფრო მეტი ხალხი ესწრება – აინტერესებთ, რა გავაკეთეთ, როგორც ვიქცევით, რა შეგვიძლია. თან, ბატონი გიზო ჟორდანიას ჯგუფის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. 

– ფოტოები ვნახე, სადაც ჯგუფელებთან ერთად ისვენებ  და თქვენთან ერთად ნანუკა ხუსკივაძეც არის. 

– ბობოყვათში არის თეატრალური კოტეჯები და ნანუკა იქ წავიდა, მაგრამ, ვინ მოასვენა?! მე, ნატალია და ბებიაჩემი წავედით ერთად, მაგრამ მერე ბებიას ფილმის გადაღებები დაეწყო და თბილისში დაბრუნდა. მე და ნატალია სასტუმროში მარტოები ვიყავით. ნანუკამ – ხომ არ დაგტოვებთო და ჩვენთან გადმოვიდა. კარგი დრო გავატარეთ. ნანუკა თეატრალურში, უპირველეს ყოვლისა, პედაგოგია, იმის გარეთ კი მეგობრები ვართ. რაც მთავარია, შემიძლია, მას ისეთ თემებზე დაველაპარაკო, რაზეც ვერ დაველაპარაკები ვერც დედას, ვერც ბებიას და ვერც მამას. ამიტომაც, სულ ველაპარაკები ასეთ რაღაცეებზე, ოღონდ, მხოლოდ მე არა, მგონი, მთელი ჯგუფი. მეგობრულ და ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევს, ყველაზე კარგი პედაგოგია. ასეთი პედაგოგი, დარწმუნებული ვარ, არავის არ ჰყავს. მისგან იმდენ რამეს ვსწავლობთ... მკაცრიც არ არის და, რაც მთავარია, იცის, თითოეულს როგორ უნდა მოგვიდგეს, როგორ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ სწორად გავიგოთ და შედეგი მიიღოს. 

– ძალიან დატვირთულები ხართ?

– თითქმის სულ პრაქტიკული მეცადინეობები გვაქვს, თეორიულ საგნებს ცოტას ვსწავლობთ. ოსტატობა რომ იწყება  – იწყება და იწყება... თან, ჯგუფში ბევრნი ვართ და დიდხანს გვიწევს იქ ყოფნა. პირველივე კურსზე გვქონდა ეტიუდები და ძალიან მიხაროდა – აღმოვაჩინე, რომ სასცენო მოძრაობა ძალიან მომწონს, გაგიჟებული ვარ. ანუ, ვსწავლობთ სალტოების გაკეთებას, სცენაზე დავარდნას, ადგომას, ახტომას, დაჭერას – ძალიან საინტერესოა. მე კივილით ვიწყებ ხოლმე. ერთხელ, ერთ ადამიანს ხელიდანაც გავუვარდი, კინაღამ ტვინი დავასხი. ჩვენი დაზღვევა, ძირითადად, ლეიბია ან ბიჭები, მაგრამ, ორივე მტკივნეულია: ლეიბი თხელია, ბიჭები კი უყურადღებოები არიან. რთული, მაგრამ საინტერესო საგანია. არაფრისთვის არ მრჩება დრო. ამიტომ, როცა ამ პროფესიას ირჩევ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ სულ თეატრალურში იქნები. ყველაფერზე უარის თქმა მომიწია, თუმცა, ამასაც მივეჩვიე. ახალი მეგობრებიც მყავს და მათთან დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ, ჩემი ძველი მეგობრებიდან არავინ არ მელაპარაკება – აპორტესტებენ. მეც მენატრება ისინი, ამიტომ, ზაფხულში ყველა ვნახე და ავინაზღაურე, თან, პენსიონერულად დავისვენე. 22 წლის ვხდები და ხმაურიანი ასაკი ჯერ არ მქონია. უფრო მშვიდად, წყნარად მიყვარს დასვენება, კლუბებში წასვლა ყოველთვის საშინლად მეზარება. 

– ბოლო დროს შენზე ერთი ამბავი გავიგე და მინდა გადავამოწმო. როგორც ამბობენ, შენ და ნიკო გომელაურის შვილი, ჯეჯი, შეყვარებულები ხართ – ხშირად ერთად გხედავენ, „ფეისბუქზე“ ერთად გადაღებული ბევრი ფოტო გიდევთ, ხელიხელჩაკიდებულები ასეირნებთ ძაღლს ასე შემდეგ. როგორც ჩანს, არ ხართ ერთმანეთის მიმართ გულგრილები. რა ხდება თქვენ შორის, შეყვარებულები ხართ?

– ვინ გითხრა? მე სხვებისგან ამის შესახებ არაფერი გამიგია, საკუთარი თავისგან... არ ვიცი... მე და ჯეჯი ჯგუფელები ვართ, ძალიან კარგი ბიჭია, საყვარელი, გვისამოვნებს ერთად ყოფნა და ხშირადაც ვართ ერთად...  ჯერ არ ვსაუბრობ ამ თემაზე, მაგრამ, როგორც კი ამას გადავწვეტ, მაშინვე შენ მოგიყვები. 

скачать dle 11.3