კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

პირველი „Samsung Note 3’’ – უკვე საქართველოშია

ინოვაციური  ტექნოლოგიის ფლაგმანის – „Samsung Galaxy Note 3-ის“ პირველი ეგზემპლარი უკვე საქართველოშია. მედიის წარმომადგენლებისთვის ტექნოლოგიური შედევრის პრეზენტაცია Samsung-ის მენეჯმენტმა თბილისში, ბრენდის მაღაზიაში, ჭავჭავაძის N48-ში, 17 სექტემბერს გამართა.

კომპანიის ინფორმაციით, „Samsung Galaxy Note 3-ის“ სადემონსტრაციო მოდელის დათვალიერება, ფუნქციების გაცნობა და წინასწარი შეკვეთა მომხმარებელს 17 სექტემბრიდან შეუძლია, ხოლო ოფიციალურად გასაყიდად „Samsung Galaxy Note 3“ 27 სექტემბრიდან შემოვა.

ახალი ფლაგმანი მოდელის – „Samsung Galaxy Note 3-ის“ პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ ბერლინში მოეწყო. კომპანიის მენეჯმენტში  აცხადებენ, რომ აღნიშნული  მოდელი მძლავრია, მდიდარია თავისი შესაძლებლობებით  და შესაბამისად, საკმაოდ ძვირად ღირებულია.

როგორც Samsung-ის მობილური და IT მოწყობილობების გაყიდვების მენეჯერი საქართველოში – შოთა ლურსმანაშვილი აცხადებს, Samsung მომხმარებელს წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობას სთავაზობს. ყველა, ვინც 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით „Samsung Galaxy Note  3-ის“ წინასწარ შეკვეთას განახორციელებს, მიიღებს:

* 100-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათს „Samsung Galaxy Note 3-ის“ 150 ლარის ღირებულების აქსესუარზე. აღნიშნული აქსესუარი – S-View Cover – არის განახლებული, მრავალფუნქციური და უფრო დახვეწილი, რითაც ძალზედ აადვილებს და უფრო მოსახერხებელს ხდის სმარტფონის მოხმარებას.

* რაც მთავარია, მომხმარებელი დასაჩუქრდება 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით 599 ლარის ღირებულების „Galaxy Note 3-ის“ ინოვაციური საათის ტიპის „Galaxy Gear” აქსესუარ-ით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი შეძლებს: ზარის განხორციელებას, ფოტო და ვიდეოგადაღებას, ელექტრონული ფოსტის შემოწმებას, sms შეტყობინების წაკითხვას და ასე შემდეგ. „ბარათის“ მისაღებად საჭიროა, მომხმარებელმა განათავსოს წინასწარი შეკვეთა „Galaxy Note 3-ზე“.

„Galaxy Note 3“ – მსოფლიო სმარტფონების ბაზრის ახალი ფლაგმანია. ის ყველაზე მძლავრი სმარტფონია და აღჭურვილია მრავალი ინოვაციური ფუნქციით, რაც ამარტივებს სმარტფონის გამოყენებას. შესანიშნავი ეკრანი და შეუდარებელი S  pen – „Note 3-ის“ ყველა მომხმარებელს მოხიბლავს,“ - აცხადებს შოთა ლურსმანაშვილი.

საქართველოში Samsung-ის პირველი ოფიციალური მაღაზია აგვისტოში გაიხსნა. კომპანია Samsung 1938 წელს შეიქმნა  და, დღესდღეობით, ელექტროტექნიკის  მწარმოებელი უდიდესი კომპანიაა.

скачать dle 11.3