კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა ურთიერთობა ჰქონდა სირიელ ინტელექტუალებთან პრეზიდენტ ბაშარ ასადს ლონდონში ყოფნის დროს და რა პლაკატები გააკრეს სირიელმა „ზომბებმა” დამასკოში

სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო ორ პოლუსად დაყო. ამერიკა და საფრანგეთი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადებიან და ბაშარ ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ; ხოლო რუსეთი და ჩინეთი, პირიქით სირიის მხარეს იჭერენ  და დაუშვებლად მიიჩნევენ უცხო ქვეყნების ჯარების ჩარევას სირიის შიდა საქმეებში. ქიმიური იარაღის გამოყენებას კი ამბოხებულებს აბრალებენ. ამ დაპირისპირების ფონზე ბაშარ ასადის პერსონის მიმართ ინტერესი მატულობს და გთავაზობთ მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს.

 

* ბაშარ ასადი 1965 წლის 11 სექტემბერს დაიბადა დამასკოში, სირიის სამხედრო საჰაერო ძალების გენერლისა და მოგვიანებით, სირიის პრეზიდენტის, ჰაფეზ ასადის ოჯახში. დაწყებითი და საშუალო განათლება ბაშარმა ელიტარულ არაბულ-ფრანგულ ლიცეუმში – „ხურიაში” მიიღო, რომელიც 1982 წელს დაამთავრა ბაკალავრის დიპლომით. 1988 წელს კი წითელ დიპლომზე დაამთავრა დამასკოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი „ექიმ-ოფთალმოლოგის” სპეციალობით. მოგვიანებით, ბაშარი დამასკოს გარეუბანში, ტიშრინის სამხედრო ჰისპიტალში მუშაობდა თვალის ექიმად. საინტერესოა, რომ ჰაფეზ ასადის ნამდვილი გვარი ალ-ვახში იყო, რაც არაბულად „გარეულ საქონელს” ნიშნავს. შემდგომში მან გვარი გადაიკეთა და გახდა „ასადი”, რაც არაბულად „ლომს” ნიშნავს.

* 1991 წელს, სხვა ვერსიით კი 1992-ში ბაშარ ასადი სტაჟირებაზე გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, პადინგტონში მდებარე „ვესტერნ აი ჰოსპიტალის” ოფთალმოლოგიურ ცენტრში. ლონდონში ბაშარი ფსევდონიმით ცხოვრობდა, რათა, არავის გაეგო, რომ ის სირიის პრეზიდენტის შვილი იყო. ასადი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებში მონაწილეობდა და დროის უმეტეს ნაწილს სირიელ ინტელექტუალებთან საუბარში ატარებდა. ოფთალმოლოგიის გარდა, ასადი ინფორმატიკითაც იყო გატაცებული.

* 90-იანი წლების შუა პერიოდში ბაშარის მამამ, პრეზიდენტმა ჰაფეზ ასადმა რამდენიმე ინფარქტი გადაიტანა. ამბობდნენ, რომ იგი თავის მემკვიდრედ უფროს შვილს, ბასელს ამზადებდა. ბასელი პროფესიით ინჟინერია და ასევე, წარმატებები ჰქონდა სპორტში: სროლასა და პარაშუტით ხტომაში. ბასელი სირიელ ახალგაზრდებს შორის საკულტო პიროვნება იყო და მამა დიდ იმედებს ამყარებდა მასზე. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, 1994 წელს ბასელ ასადი საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა. არაოფიციალური ვერსიით ავარია მოწყობილი იყო და ჰაფეზ ასადი იძულებული გახდა თავის მემკვიდრედ შუათანა ვაჟი, ბაშარ ასადი დაესახელებინა. ცნობისთვის, ბაშარ ასადს ჰყავს ორი უმცროსი ძმა – მაჰერი და მაჯიდი და უფროსი და, ბუშრა. მაჯიდ ასადი სხვადასხვა დროს რამდენიმე სკანდალში იყო გახვეული, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ხოლო მაჰერს სადამ ჰუსეინის ვაჟს, უდეი ჰუსეინს ადარებდნენ – ერაყელივით ფეთქებადი და მძიმე ხასიათის პიროვნება გახლდათ. სწორედ ამის გათვალისწინებით, თავისი არჩევანი ჰაფეზ ასადმა ბაშარზე შეაჩერა. 

* 2000 წლის 10 ივნისს გულის უკმარისობით გარდაიცვალა ჰაფეზ ასადი და პრაქტიკულად, მეორე დღესვე ბაშარ ასადს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიაკუთვნეს და სირიის არმიის მთავარსარდალად დანიშნეს. სირიის პარლამენტმა კი სპეციალური ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ასაკობრივი ზღვარი 40 წლიდან 34 წლამდე დაწია. ამით ბაშარ ასადს საშუალება მიეცა პრეზიდენტობაზე შეეტანა განაცხადი. 20 ივნისს სირიაში გამართულ რეფერენდუმზე, ხმათა 98 პროცენტით, ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტად აირჩიეს. იგივე რეფერენდუმი ჩატარდა 2007 წელს და ბიულეტენში მხოლოდ ერთი კითხვა იყო დასმული: „ენდობით თუ არა ბაშარ ასადს და ემხრობით თუ არა მისი პრეზიდენტობის ვადის გაგრძელებას 2014 წლამდე”. ამ კითხვაზე დადებითი პასუხი სირიის მოსახლეობის 97 პროცენტმა გასცა.

* თავისი პრეზიდენტობის დროს ბაშარ ასადს არაერთხელ დასდეს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში. კერძოდ, გავრცელებული ვერსიის თანახმად ასადი ფინანსებითა და იარაღით „ჰეზბოლას”, „ჰამასს”, „ისლამურ ჯიჰადს” და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ამარაგებდა. გარდა ამისა, 2003 წელს გავრცელდა ვერსია, რომ ასადის რეჟიმი იარაღით ამარაგებდა ერაყის დიქტატორს, სადამ ჰუსეინს და თავის ტერიტორიაზე მალავდა მასობრივი განადგურების იარაღს, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია ერაყში ეძებდა.  2002 წლიდან ასადს გართულებული ჰქონდა ურთიერთობა ამერიკასთან და დასავლეთის ქვეყნებთან. გარდა ამისა, ბაშარ ასადს ბრალს სდებდნენ ლიბანის პრეზიდენტის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის ორგანიზებაში, თუმცა მოგვიანებით, ეს ბრალდებები ასადს მოუხსნეს.

* 2001 წლის 1 იანვარს ბაშარ ასადი ასმა ალ-აჰრიზე დაქორწინდა. ასმა სირიის ქალაქ ჰომსის სუნიტური კლანის შთამომავალია და ცხოვრების დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში აქვს გატარებული.  ნისლიან ალბიონზე გაზრდილმა ასმამ სირიაში ჩასვლისთანავე უარი განაცხადა ტრადიციული მუსლიმანური სამოსელის ტარებაზე. ის მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან იკერავს ტანსაცმელს, ხოლო თავისუფალ დროს ჯინსებსა და მაისურით მოგზაურობს მსოფლიოს მასშტაბით ისე, რომ მას ვერავინ ამჩნევს. ასმა გემოვნებიან ქალბატონად მიიჩნევა და ჟურნალმა „ელმა” ის ერთხელ ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ და მოდურ პირველ ლედად დაასახელა. ამბობენ, რომ ასმა  დიდ გავლენას ახდენს თავის მეუღლეზე. წყვილს სამი შვილი ჰყავს – ჰაფეზი, ზეინა და ქარიმი. ბოლო ცნობებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა სირიის პირველ ლედის – მას აკრძალული აქვს შესვლა ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე, მისი ყველა საბანკო ანგარიში ევროპულ ბანკებში დაყადაღებულია.

* ერთ-ერთმა პირველებმა პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომა სირიელმა „ზომბებმა” მოითხოვეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც მკვდრების ფორმაში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა პროტესტი გამოხატეს მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, დამასკოს ქუჩებში გავრცელდა პლაკატები, რომელზეც წითელი საღებავით ეწერა: „მკვდრები ითხოვენ რეჟიმის შეცვლას”.

* სირიის რევოლუციურ საბჭოს ხელში   ჩაუვარდა ბაშარ ასადის პირადი ელექტრონული ფოსტა. ასადის წერილებიდან ცნობილი გახდა მისი პირადი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო ფაქტი. კერძოდ, წერილებში საუბარია შესაძლო გადადგომაზე – ამასთან დაკავშირებით ბაშარი მოლაპარაკებებს მართავდა ყატართან, სადაც შესაძლო თავშესაფარს ითხოვდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ბაშარ ასადის გატაცებების შესახებ. იმის მიუხედავად, რომ კონფლიქტის დაწყების შემდგომ სირიაში დაიბლოკა ინტერნეტით სარგებლობა, ბაშარ ასადი რეგულარულად სარგებლობს გლობალური ქსელით. პრეზიდენტი ასადი „აიფონის” მომხმარებელი ყოფილა და რეგულარულად შედის „ეფლ აითიუნზის” ვებ-გვერდზე, სადაც რამდენიმე დასავლელი მომღერლის მუსიკალურ ალბომს იძენს. მათ შორისაა, კრის ბრაუნის, ჯგუფ LMFAO-სა და ქანთრის მომღერლის, ბლეიკ შელტონის ალბომები. წერილებიდან ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში სირიის პირველმა ლედიმ რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების დეკორატიული მცენარეები და ჰოლივუდური ფილმები გამოიწერა ინტერნეტით.

* საუდის არაბეთის გავლენიანმა რელიგიურმა ლიდერმა ალი ალ-რაბიეიმ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მოკვლისთვის ჯილდო დააწესა. ის, ვინც ასადს სიცოცხლეს გამოასალმებს ავტორიტეტული საუდელი იმამისგან 450 ათას დოლარს მიიღებს. ასადის მოკვლის სურვილი იმამს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შეიტყო, რომ სირიაში 116 უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები გამოსალმეს სიცოცხლეს. საგულისხმოა, რომ არეულობების დაწყების დღიდან სირიაში 13 ათასი ადამიანია გარდაცვლილი. ყველა უბედურებაში ასადი „ალ ქაიდას” ადანაშაულებს, ხოლო დასავლეთი სირიის პრეზიდენტს გონიერებისკენ მოუწოდებს და ურჩევს თანამდებობა დატოვოს.

* ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიუხევადად, ბაშარ ასადმა გამონახა დრო და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 65 წლის იუბილე მიულოცა, რომელიც ფხენიანში გრანდიოზულად აღინიშნა 2013 წლის 9 სექტემბერს. 1948 წლის 9 სექტემბერს იალტის კონფერენციაზე კორეის ნახევარკუნძული ორად გაიყო და შეიქმნა ორი კორეა – ჩრდილოეთი და სამხრეთი. ბაშარ ასადის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა გაგრძელდება, მათ შორის სამხედრო საქმეშიც.

скачать dle 11.3